კატეგორია: თეატრი

“დაჟინებით გთხოვთ”

ქეთი დოლიძე: ,,დამანებეთ თავი!’’

რეჟისორი ქეთი დოლიძე კინომსახიობთა თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს დაჟინებით სთხოვს, არ დაინიშნოს მისი სპექტაკლები თეატრში. ამ განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა წერილი, რომელიც გიორგი სიხარულიძემ ქეთი დოლიძეს მისწერა. წერილში საუბარია სპექტაკლზე “ტრამვაი-სურვილი”. ქეთი დოლიძე: “მოგახსენებთ, რომ გავიგე, აპირებთ დანიშნოთ სპექტაკლი „ტრამვაი-სურვილი“. ეს არის რთული არქიტექტონიკის სპექტაკლი. ის მთლიანად ნახევარტონებზეა აწყობილი და ჭირდება რთული აღდგენითი […]

“ცოტა თვალი გაახილეთ!”

"ცოტა თვალი გაახილეთ!"

აცხადებს პანტომიმის თეატრის დირექტორი უმცროსი ამირან შალიკაშვილი და თეატრში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს: “ცოტა თვალი გაახილეთ! ერთი კარგად მოისმინოს ნარმანიამ და გასცეს პასუხი ტყუილით რომ დაპირდა ქვეყანას ამ პრობლემის მოგვარებას! კახი გთხოვ არ დატოვო ეს საკითხი პრობლემაში რადგან ასაკშია უკვე ლეგენდა ადამიანი და დრო აღარ გვაქვს. გთხოვთ სიმართლე მათქმევინეთ და ამახსნევინეთ რა გაუკეთეს შალიკაშვილს… აღარავინ […]

„პრინცესა ტურანდოტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

„პრინცესა ტურანდოტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

22, 23 და 25 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საპრემიერო დღეებია. ზღაპარი სიკეთეზე, ბოროტებაზე, სიყვარულზე, სიძულვილზე და ბედისწერაზე პირველად 22 ნოემბერს 19 საათზე გათამაშდება. რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ კარლო გოცისა და ფრიდრიხ შილერის კლასიკური პიესა „პრინცესა ტურანდოტი“ სრულიად ახლებურად გაიაზრა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზებს. რეჟისორმა შეინარჩუნა იტალიური კომედია დელ […]

“აქ ტრადიციულად თითხნიან დოკუმენტებს და არიან მაქინაციებში”

"ვემიჯნები თეატრში ლოცვის რიტუალს!"

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კაშირში მოახლოებულ არჩევნებათან დაკავშირებით საუბრობს და მიაჩნია, რომ “საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას” სერიოზული განახლება და გაცოცხლება სჭირდება: “დღე-დღეზე ქართული თეატრის მოღვაწეები არჩევანს გააკეთებენ, არ ვიცი როგორს, ერთი კი ვიცი, რომ “საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას” სერიოზული განახლება და გაცოცხლება სჭირდება. ამ ორგანიზაციის წევრები მე და ნერონ აბულაძე აბულაძე 2002 წელს ვასილ კიკნაძის […]

ლევან წულაძე უცხოელ ნომინანტებს შორის

ლევან წულაძე უცხოელ ნომინანტებს შორის

7 ნოემბერს ათენში ალექსანდრა ტრიანტის დარბაზში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, სადაც უცხოელ ნომინანტებს შორის ქართველი რეჟისორი ლევან წულაძეა! ათინორამას ხვალინდელი დაჯილდოვება, როგორც ბერძნული მეგა ჟურნალი წერს, კოსმოპოლიტურ ატმოსფეროში მოხდება – ხვალინდელი დაჯილდოვება ეძღვნება უცხოელ რეჟისორებს, მხატვრებსა და კომპოზიტორებს, რომელთაც ბერძნული კულტურაზე გავლენა იქონიეს.

მესხეთის თეატრის გასტროლი თბილისში

მესხეთის თეატრის გასტროლი თბილისში

თბილისში რეგიონული თეატრების გასტროლი გრძელდება. ამჯერად დედაქალაქს მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა. 9 და 10 ნოემბერს, მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „მშვიდი ღამე“ და „ ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. 9 ნოემბერს 20 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე მესხეთის თეატრალური დასი ჰაროლდ მიულერის ერთ მოქმედებიან დრამას „მშვიდი ღამე“ ითამაშებს, რომლის რეჟისორიც […]

„დარისპანის გასაჭირი“ თურქეთში დააჯილდოვეს

„დარისპანის გასაჭირი“ თურქეთში დააჯილდოვეს

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი თურქეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა და თბილისში ფესტივალის სპეციალური პრიზი ჩამოიტანა. აზერბაიჯანული თეატრის დასმა ქალაქ ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მათთან ერთად ფესტივალში სტამბოლის, აზერბაიჯანის, ანტალიის, ალანიას, ბურსას დრამატული, მუსიკალური და თოჯინების თეატრებიც მონაწილეობდნენ. თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ფესტივალზე ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილის […]

ზუგდიდის თეატრს ანგრევენ

ზუგდიდის თეატრი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას ანგრევენ. ამის მიზეზი შენობის უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობა კარგა ხანია გაჩერებულია. თეატრის ხელმძღვანელობა კარგა ხანს ელოდა ინვესტორს, რათა შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საფუძვლიანი შესწავლა მომხდარიყო. მოლაპარაკებების მიხედვით, ზუგდიდის თეატრი მთლიანად დაინგრევა და მის ადგილას ახალი შენობა აშენდება. სიძველეებიდან თეატრს მხოლოდ გარე იერსახე შეუნარჩუნდება.

ოზურგეთის თეატრის გასტროლი თბილისში

ოზურგეთის თეატრის გასტროლი თბილისში

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გასტროლით თბილისს ეწვევა. გასტროლის ფარგლებში 27-29 ოქტომბრის ჩათვლით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოზურგეთელები მაყურებელს ხუთ სპექტაკლს წარუდგენენ. თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი რამდენიმე თარიღს აერთიანებს – ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს და რეჟისორისა და პედაგოგის გიზო ჟორდანიას ხსოვნას. სწორედ ოზურგეთის თეატრში დაიდგა […]

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება სცენაზე გაცოცხლდება

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება სცენაზე გაცოცხლდება

“კურდღელი” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომლის რეჟისორიც თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურისის სტუდენტი მარიამ გაგლოშვილია. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული სცენა ამჯერად დებიუტანტ რეჟისორს დაეთმობა. სპექტაკლის პრემიერა 2 ნოემბერს 20 საათზე გაიმართება. “კურდღელი” რეჟისორმა მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების თემაზე დადგა, სპექტაკლის მხატვრულად გაფორმებაზე კი დათო ლაპიაშვილმა იზრუნა. მარიამ გაგლოშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში დაკავებულნი არიან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები […]