კატეგორია: თეატრი

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული “ხანუმა” უკრაინაში ტრიუმფატორია

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული "ხანუმა" უკრაინაში ტრიუმფატორია

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ უკრაინაში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა” ტრიუმფატორია. უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა. ეს უკრაინაში, წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში მონაწილეთა სიაა. უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი […]

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი: “ხელიდან გვეცლება უნიკალური შედევრები!”

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი: "ხელიდან გვეცლება უნიკალური შედევრები!"

– ყოველი დღე იფურცლება, გადის დრო და ამასობაში ხელიდან გვეცლება უნიკალური შედევრები! – აცხადებს ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვისაც საქართველოს პანტომიმის თეატრისთვის თუნდაც მცირედი სიკეთის გაკეთება შეუძლია: “მე არ ვიცი, დღეს ვინ რა ტკივილით დადის, მე არ ვიცი, ვინ რითი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ერთი რამ მართლა ვიცი, რომ ამ ადამიანმა […]

ამირან შალიკაშვილი ბელგრადში მიიწვიეს

ამირან შალიკაშვილი ბელგრადში მიიწვიეს

ქართული პანტომიმის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი ბელგრადში მიიწვიეს, სადაც საქართველო ვიაიპი სტუმრის სტატუსით წარდგება. 21 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით ბელგრადი მსოფლიო პანტომიმის კონფერენციას და მსოფლიო მიმების სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში საქართველოს პანტომიმის თეატრიც მონაწილეობს, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს პანტომიმის თეატრის გარდა, ფესტივალში მსოფლიოს 14 ქვეყნის პანტომიმის თეატრი მონაწილეობს. მსოფლიო მიმების ასოციაციის მიზანს პანტომიმის, […]

ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება

ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება

მსახიობი ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება. 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელოვანი კვლავ საყვარელ საქმეში ჩაერთვება. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, “შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ. 15 მარტს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, მსახიობი რომელიც ასე მიუწვდომელია ყველასთვის, პირველად 25-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ავა და მასტერკლასს ჩაატარებს სტუდენტებისთვის. ნიკოლოზ წულუკიძე: “მასტერკლასი ჩატარდება მხოლოდ სტუდენტებისთვის. […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში მიემგზავრება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში მიემგზავრება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში გასტროლზე მიემგზავრება. 9-19 მარტის ჩათვლით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „სლავია“ გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალს 9 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ გახსნის, რომლის რეჟისორიც დიმიტრი ხვთისიაშვილია. ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა და საქართველოს გარდა მასში მონაწილეობენ: გერმანიის, ეგვიპტის, ირანის, ალჟირის, მონტენეგროს, რუსეთის, […]

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან

ახმეტელის თეატრში მორფია

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ირაკლი გოგიას ემუქრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ თეატრი ავრცელებს და სპეციალურ განცხადებას აკეთებს: “ჩვენი თეატრი ჩაერთო კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებლის იოჰან გალტუნგის სიტყვებით ეს იყო 1992 წლის მერე ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელმაც გამოიწვია ქართველების და აფხაზების სერიოზული […]

“ბერნარდა ალბას სახლი” – პრემიერა ახმეტელის თეატრში

"ბერნარდა ალბას სახლი" - პრემიერა ახმეტელის თეატრში

1 და 2 მარტს, 19 საათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ესპანელი კლასიკოსი მწერლის ფედერიკო გარსია ლორკას უკვდავი პიესა “ბერნარდა ალბას სახლი“ რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს. ახმეტელის თეატრში წარმოდგენილი „ბერნარდა ალბას სახლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებური გააზრებაა. ესპანელი დრამატურგისა და პოეტის […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის უდიდესი წარმატება იაპონიაში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის უდიდესი წარმატება იაპონიაში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ქართული დრამატული თეატრი იაპონიას ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებში სტუმრობდა. 27-წლიანი პაუზის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი იაპონიის რამდენიმე ქალაქში მიიწვიეს. საბედნიეროდ, ქართულმა წარმოდგენამ დიდი აღიარება მოიპოვა. 16-26 თებერვლამდე იაპონიაში, კერძოდ ნაგოიასა და ტოკიოში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც […]

ახმეტელის ტრანსფორმაციული თეატრი

ახმეტელის ტრანსფორმაციული თეატრი

2014 წლის ივნისიდან ახმეტელის თეატრი Project CREATE-თან ერთად ტრანსფორმაციული თეატრის ლაბორატორია გახდა. არაერთი დადგმა, რომელიც მიმართულია ძალადობის პრევენციისაკენ და ძალადობრივი საზოგადოების არაძალადობრივის ტრანსფორმაციისაკენ, ამ თეატრში განხორციელდა და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. დღეს, ტრანსფორმაციული თეატრის ერთ-ერთი მამა მთელ მსოფლიოში, ბრუს ლევიტი წერს რეჟისორ ირაკლი გოგიას: ”ეს არის საოცრება, ირაკლი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო თავიდან ფეხზეა […]

“რწყილი და ჭიანჭველა” იაპონურად

"რწყილი და ჭიანჭველა" იაპონურად

გინახავთ ან მოგისმენიათ ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” იაპონურად? ამის შესაძლებლობა 16-დან 26 თებერვლამდე იაპონიაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ექნება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით იაპონიაში მიიწვიეს. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა” ნაგოიასა და ტოკიოში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით […]

გვერდი 3 - 5712345ბოლო »