კატეგორია: თეატრი

აზერბაიჯანული თეატრი ავარიულ შენობაში პრემიერებზე მუშაობს

აზერბაიჯანული თეატრი ავარიულ შენობაში პრემიერებზე მუშაობს

აზერბაიჯანული თეატრი სეზონს ორი პრემიერით დახურავს. ავარიული და ამორტიზებული შენობა, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის არარსებობა და მთლიანად მოშლილი და განადგურებული ინფრასტრუქტურა, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მუშაობას ხელს არ უშლის. მსახიობები და ადმინისტრაციის წევრები, ამ თეატრის სიყვარულით არ უშინდებიან რეპეტიციებზე სიარულს და ახალ სპექტაკლებზე ძირგამომპალ შენობაში სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობას. თბილისის აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები, რომლებსაც […]

დათა თავაძის გერმანული წარმატება

დათა თავაძის პიესა გერმანიაში დაიდგა

ახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე გერმანიაში მიიწვიეს. ქალაქ კარლსრუეში მან დრამატურგ დავით გაბუნიასთან ერთად სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” დადგა. მათთან ერთად სპექტაკლზე კიდევ ერთმა ქართველმა – კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა, რომელმაც წარმოდგენისთვის მუსიკა დაწერა. სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” კარსლრუეს თეატრის და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. მისი პრემიერა 6 მაისს კარლსრუეს თეატრშია დაგეგმილი. სპექტაკლი კარლსრუეში ევროპული […]

უჩვეულო სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

უჩვეულო სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პატარებს უჩვეულო სპექტაკლის პრემიერაზე იწვევს. 6, 9, 12 და 13 მაისს , ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რადიარდ კიპლინგის მოთხრობის მიხედვით შექმნილი ინტერაქტიული სპექტაკლი „ავაზას ლაქები“, რომლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია კოტე მირიანაშვილი. წარმოდგენა პატარებს იმ უხსოვარი დროის ამბავს მოუთხრობს, როდესაც ყველა ცხოველი ერთფერი იყო. სპექტაკლის სანახავად მისულ ბავშვებს დარბაზში შესვლამდე კაპელდინერები […]

ნიკოლოზ ფაიქრიძის, თამარ ლორთქიფანიძის და ლევან გვაზავას სულ სხვა ამპლუა

ნიკოლოზ ფაიქრიძის, თამარ ლორთქიფანიძის და ლევან გვაზავას სულ სხვა ამპლუა

29 აპრილს 18 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სამი მსახიობის უჩვეულო შემოქმედებითი საღამო გაიმართება. სამ მსახიობს ნიკოლოზ ფაიქრიძეს, თამარ ლორთქიფანიძეს და ლევან გვაზავას მაყურებელი განსხვავებულ ამპლუაში იხილავს. ნიკოლოზ ფაიქრიძე საზოგადოებას პოეტურ კრებულს „ერთი ლექსის ძიებაში“ წარუდგენს. მის ლექსებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წაიკითხავენ. მსახიობი და მომღერალი ლევან გვაზავა სიმღერის „შენ“ კლიპის პრეზენტაციას […]

პანტომიმის თეატრი ჩარეცხეს

პანტომიმის თეატრი ჩარეცხეს

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, რომელიც 1961 წლიდან ამირან შალიკაშვილმა დააარსა, ჩარეცხეს. თუკი აქამდე წყალი საგრიმიოროებსა და შემოსასვლელებში ჩადიოდა, ახლა უკვე სცენასა და პარტერში წყალი უწვეტი ნაკადით ჩადის. ვიდეოს პანტომიმის თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსი ავრცელებს და აცხადებს, რომ ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რათა პანტომიმის თეატრმა მუშაობა ვერ შეძლოს. ამირან შალიკაშვილი უმცროსი: “ვიცი, რომ ეს სპეციალურად გაკეთებულია, […]

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაარსებიდან 90 წლის იუბილე იზეიმა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი გაიმართა, რომელსაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრნენ. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი. საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები გერმანიიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უნგრეთიდან […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრებიან. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი: „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), […]

ხულოს თეატრი უპრეცედენტო პროექტისთვის ემზადება

ხულოს თეატრი უპრეცედენტო პროექტისთვის ემზადება

ხულოს თეატრი ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე პროფესიული თეატრია მსოფლიოში. 6 აპრილს ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატულ თეატრში საერთაშორისო თეატრალური პროექტი განხორციელდება. პროექტის ფარგლებში 5 რეჟისორი 5 სხვადასხვა ქვეყნიდან – ირაკლი გოგია, საქართველო, ოთო ქათამაძე – საქართველო, მაქსიმ კოზოლუპი – უკრაინა, ირადა გოზალოვა – აზერბაიჯანი, რომან შიდლოვსკი – ბელორუსი თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესას „ზვავი“ […]

რობერტ სტურუას სპექტაკლს აგინეს

რობერტ სტურუა: ’’ყველაფერში ეჭვი მეპარება’’

რეჟისორმა რობერტ სტურუამ თეატრის მოყვარულ მაყურებელს ახალი სპექტაკლი შესთავაზა. მან არჩევანი ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკოზე” შეაჩერა. სპექტაკლი შედგა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოდგენა ზოგისთვის მისაღები აღმოჩნდა, ზოგისთვის – მიუღებელი. ბევრმა რობერტ სტურუას სპექტაკლი შედევრად შეაფასა და მას გენიალური უწოდა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა სპექტაკლის შეფასებისას დაწერა: “მინდა მივიღო პასუხი, რატომ არის რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლი […]

ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს

ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს

27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური პრემიის “წლის საუკეთესო ნამუშევარი” დაჯილდოვებით აღნიშნა. ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში – წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის როლისთვის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ ფაიქრიძე – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ბილოქსი ბლუზი” ეფშტეინის როლის შესრულებისთვის. ნომინაციაში – წლის საუკეთესო თეატრალური იდეისა და მისი განხორციელებისთვის პრემია გადაეცა ქორეოგრაფსა […]

გვერდი 2 - 5712345ბოლო »