ჭდე: ვლას ვაწაძე

ვანდალური ფაქტი გერგეტის სამებიდან

ვანდალური ფაქტი გერგეტის სამებიდან

მსოფლიოს ულამაზეს ტაძართა შორის მოხვედრილი გერგეტის სამება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია. ეკლესიის სანახავად მიდიან არა მარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. სამწუხაროდ, დამთვალიერებელთა შორის არიან ისეთებიც, ვისთვისაც მთავარი არა ულამაზესი ეკლესიის სილამაზის აღქმაა, არამედ მის შენობაზე საკუთარი სახელებისა და ავტოგრაფების დატოვება. ხელოვნებათმცოდნე ვლას ვაწაძე “ჩვენი დროის გმირებს” გაგვაცნობს: “ჩვენი დროის გმირები” – ამა წლის […]

ნაგავსაყრელად ქცეული ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი

ნაგავსაყრელად ქცეული ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი

“ჯარისკაცის მამა”, “ნინო”, “ჩარირამა”, “შეხვედრა წარსულთან”, “სამკაულები ჩემი სატრფოსთვის” – ეს იმ ფილმების უმცირესი ჩამონათვალია, რომლებიც მხატვარმა ნიკოლოზ ყაზბეგმა გააფორმა. მხატვარმა არაერთ თეატრთან ითანამშრომლა და სპექტაკლებისთვის ესკიზები შექმნა. ისტორიკოსი ვლას ვაწაძე სტეფანწმინდაში მდებარე ნიკოლოზ ყაზბეგის სახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: “სტეფანწმინდა. მყინვარწვერი. გერგეტის სამება. ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი, რომელიც ჯერ სკოლად, შემდეგ ფონდების საცავად გადაუკეთებიათ, დღეს კი […]

რა დღეშია ანანური?!

რა დღეშია ანანური?!

ანანური ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი კომპლექსია. მასში შემავალ ციხესა და ტაძარს მრავალი ტურისტი სტუმრობს. ხელოვნებათმცოდნე ვლას ვაწაძე ანანურში არსებულ მდგომარეობას სამარცხვინოს უწოდებს და შესაბამის ორგანოებს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს: “ეს ანანურია – არ გეგონოთ 90-იანი წლების თბილისი!!! ვის კომპეტენციაში შედის მიხედოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თუ ტურისტულ ობიექტებს? ძეგლთა დაცვის? (არის ესეთი […]

ნარიყალაზე კედლის ნაწილი ჩამოიშალა

ნარიყალაზე კედლის ნაწილი ჩამოიშალა

თბილისში ნარიყალას ციხეზე შესასვლელის მარჯვენა მხარეს კედლის მცირე ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას და ფოტოებს ისტორიკოსი ვლას ვაწაძე ავრცელებს: “ნარიყალაზე, შესასვლელის მარჯვენა მხარეს კედლის მცირე ნაწილი ჩამოიშალა!!! სიცოცხლით სავსე ქალაქში ესეთებიც ხდება!!!”

“ვინ გასცა თანხმობა ამის მშენებლობაზე?”

"ვინ გასცა თანხმობა ამის მშენებლობაზე?"

საქართველოში მშენებლობების ბუმია. დედაქალაქსა თუ ქვეყნის ნებისმიერ რეგიორნში გამალებული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი რეგიონი ყაზბეგია. ისტორიკოსი ვლას ვაწაძე სტეფანწმინდაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან მიმდინარე მშენებლობა გერგეტის სამებას დაფარავს. ვლას ვაწაძე: “სტეფანწმინდა. ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან შენდება სავარაუდოდ კაფე, ან სასტუმრო, ყოველ შემთხვევაში ამ ფოტოდან […]

ბაგინეთში სამუზეუმო ინფრასტრუქტურა მოშლილია

ბაგინეთში სამუზეუმო ინფრასტრუქტურა მოშლილია

ბაგინეთში სამუზეუმო ინფრასტრუქტურა მოშლილია. გაფუჭებულია ტურისტული ბილიკი, ჩამოშლილია ხის დამცავი კონსტრუქცია, დაჟანგულია რკინის ჯებირები. ინფორმაციას და ფოტომასალას ისტორიკოსი ვლას ვაწაძე ავრცელებს და სახელმწიფოს მიერ მუზეუმისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვას ითხოვს. ვლას ვაწაძე: “ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ უყურადღებოდ მიტოვებული მუზეუმი. გაფუჭებული ტურისტული ბილიკი, ჩამოშლილი ხის დამცავი კონსტრუქცია, რომელიც ანტიკურ ქვევრებს იცავდა, ქვევრებზე დაფარებული ბრეზენტის ნაჭრები, რომელთაც […]

“ვემშვიდობებით კიდევ 4 ძეგლს”

"ვემშვიდობებით კიდევ 4 ძეგლს"

დედაქალაქში მშენებლობების ბუმი ბოლო წელია აღარავის უკვირს, მაგრამ როდესაც ახალი კორპუსები ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის დანგრევის ხარჯზე უნდა აშენდეს, საზოგადოება ვალდებულია ხმა აიმაღლოს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. “ტფილისის ჰამქარის” წევრი თამარ ამაშუკელი ავრცელებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე 4 ძეგლის სტატუსის მქონე სახლი სავალალო მდგომარეობაშია. თამარ ამაშუკელი: ” დააჯდათ სიკვდილის ბუზი: ჩიკოვსკის 10 […]

სვეტიცხოველში მარიამ დედოფლის ფრესკა ნადგურდება

სვეტიცხოველში მარიამ დედოფლის ფრესკა ნადგურდება

ისტორიკოსი ვლას ვაწაძე სვეტიცხოველში ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვის შეცვლას ეხმაურება და საზოგადოებას არა ამაზე ხმაურის ატეხვას, არამედ მარიამ დედოფლის ფრესკის განადგურებაზე რეაგირებას სთხოვს: – გორგასლის საფლავის ქვასთან დაკავშირებით რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, მაშინ როდესაც სვეტიცხოველში მარიამ დედოფლის ფრესკა ნადგურდება! ნუთუ არავის აინტერესებს? – ამბობს ისტორიკოსი და სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, […]

ვლას ვაწაძე: “კუტლურული მემკვიდრეობა თქვენს კუჭშია!”

ვლას ვაწაძე: "კუტლურული მემკვიდრეობა თქვენს კუჭშია!"

საყდრისის ერთ-ერთი მცველი ვლას ვაწაძე ქართულ საზოგადოებას მიმართავს და მათი ნეიტრალურობით გაკვირვებულია: “12 დეკემბერს მოხდა ვანდალური აქტი, იცით როგორი ვანდალური აქტი? აი რომელიც ცოცხებზე უარესია, გაანადგურეს კუტლურული მემკვიდრეობის ძეგლი… ეხლა კი პირდაპირ ვიტყვი: არავის არ ეწყინოს, რომ რაღაც ნაწილს ჩემს ფეისბუქის მეგობრებში კიდია კულტურული მემკვიდრეობა. დღეს ვადევნებდი თვალს ფეისბუქს და იცი როგორი ერი ვართ, ერი, […]