ჭდე: ვერიკო ანჯაფარიძე

“ქეთო და კოტე” – ქანდაკება პიონერთა სასახლის ბაღში

ქეთო და კოტე

– ეს იყო პეტერბურგში, – ეს ფრაზა ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. ზუსტად 70 წლის წინ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ფილმი “ქეთო და კოტე” გადაიღო. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი თანავარსკვლავედი მონაწილეობს – მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, სერგო ზაქარიაძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო […]

კირა მებუკე ვერიკო ანჯაფარიძის ჯილდოს მფლობელია

პირველი ქალი მიმი ქართული პანტომიმის თეატრში კირა მებუკე ვერიკო ანჯაფარიძის ჯილდოს მფლობელია. ჯილდო მსახიობს ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა. ინფორმაცია პანტომიმის თეატრმა გაავრცელა: “ქალბატონ კირა მებუკეს ვულოცავთ ვერიკო ანჯაფარიძის ჯილდოს მინიჭებას! ქალბატონო კირა, თქვენი დამსახურება დიდია ქართულ თეატრში და, რა თქმა უნდა, პანტომიმის თეატრის განვითარების საქმეში… პირველი ქალი მიმი ქართული პანტომიმის თეატრში!”    

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

91 წლის მსახიობს ლეილა ძიგრაშვილს ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა. ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა: “ამ შესანიშნავ ქალბატონს, მსახიობ ლეილა ძიგრაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისათვის დღეს მიენიჭა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია!!!”

ალექსანდრე ჟორჟოლიანი – კომიკოსი უდიდესი სევდით

ალექსანდრე – სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კინოს ყველაზე კომიკური პერსონაჟების შემქმნელია. ცხოვრებაში სევდიანი მსახიობი მაყურებელს ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა. – სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კომედიის ნიღაბი იყო, – ამბობდა მისი შეუცვლელი პარტნიორი სესილია თაყაშვილი. სანდრო ჟორჟოლიანის სამსახიობო დებიუტი საკმაოდ გვიან – 33 წლის ასაკში შედგა. პროფესიულ თეატრში მისვლამდე მას 21 წლიანი სამსახიობო სტაჟი ჰქონდა. პირველი როლი დანიელი იყო […]

“ბოლოს მაინც ყველაფერს თეატრი სძლევს…”

ლეგენდარულ მსახიობს სესილია თაყაიშვილს წიგნები და მოგონებები არ დაუტოვებია, თუმცა წერა ნამდვილად შეეძლო. წერილები დაწერილი აქვს პიერ კობახიძეზე, გიორგი შავგულიძეზე, მერი დავითაშვილზე, ვახტანგ ნინუაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე… “არტინფო” გაგაცნობთ სესილია თაყაიშვილის წერილს, რომელიც მან ვერიკო ანჯაფარიძეზე დაწერა: “ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ გნახეთ. თუ არ ვცდები, ეს იყო 1922 წელი. რუსთაველის თეატრთან ვიდექი ამხანაგებთან […]

ვერიკო ანჯაფარიძის გზავნილი მომავალ მსახიობებს

ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ვერიკო ანჯაფარიძე სიცოცხლის ბოლომდე თავისი საქმის ერთგული დარჩა. მისი შვილი, ასევე მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ხშირად აღნიშნავდა, თეატრი საშინლად არ მიყვარდა, იმიტომ რომ მან დედა წამართვაო, თუმცა წლების შემდეგ ისტორია განმეორდა და თვითონაც პროფესიად მსახიობობა აირჩია. როდესაც ვერიკო ანჯაფარიძემ თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მთელი […]

დოდო ჭიჭინაძის ყველაზე დიდი ოცნება

უკვე წლებია ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის დოდო ჭიჭინაძის სილამაზეზე ლეგენდები დადის. ლია ელიავა, ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე – ეს ის ქართველი მსახიობები არიან, რომელთა სილამაზე გასცდა საქართველოს. დოდო ჭიჭინაძე ცხოვრებაში მიღებული არაერთი ტკივილისა და ტრავმისა, მაინც ბედნიერი იყო და ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი სხვებსაც აძლევდა მაგალითს. “არტინფო” მსახიობის ცხოვრების უცნობ და […]

რას წერდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილზე?

ვერიკო ანჯაფარიძე იმ ქართველ მსახიობთა რიგს მიეკუთვნება, ვინც გამორჩეულად უყვარს ქართულ საზოგადოებას. მსახიობს კოტე მარჯანიშვილთან მოუწია მუშაობა. ის არასდროს მალავდა, რომ ასეთი რეჟისორები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და მათთან ერთად თეატრში ყოფნა დიდი ჯილდოა. აი, რას წერდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილზე: “ნამდვილი დრამატიზმი, ჭეშმარიტი თეატრალობა, რომელიც გამოხატავს ჩვენს ცხოვრებაში იდეებისა და ხასიათების შეჯახებას, ცოცხალი ისტორიის დაძაბული […]

30 იანვარს ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა ვერიკო ანჯაფარიძე 30 იანვარს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი მსახიობი გამორჩეულად უყვარდა ქართულ საზოგადოებას. ის აღიარებულია თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელად, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთ შემქმნელად და დამამკვიდრებელად, ასევე კოტე მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევრად და დამცველად. მსახიობობას ვერიკო ანჯაფარიძე მოსკოვისა და თბილისის დრამატულ სტუდიებში დაეუფლა. […]