ჭდე: ვაჟა ფშაველა

ლექსები სიყვარულზე

ლექსები სიყვარულზე

პოეზიაში ყველაზე მეტი ლექსი სიყვარულზეა დაწერილი. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, დედამიწას სიყვარული ატრიალებს და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო. ”არტინფო” გთავაზობთ ლექსებს სიყვარულზე: ალექსანდრე ჭავჭავაძე – “სიყვარულო, ძალსა შენსა”: “სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს? ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს? შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს, და […]

მოუსმინეთ პატრიარქის სიმღერას პაატა ბურჭულაძის შესრულებით

პაატა ბურჭულაძემ პატრიარქის ახალი სიმღერა ჩაწერა

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ახალი სიმღერა ჩაწერა. სიმღერა მისმა უწმინდესობამ ვაჟა ფშაველას ლექსზე შექმნა. საორკესტრო ვერსიაზე ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა. ილია მეორის ახალი ნაწარმოები პაატა ბურჭულაძესთან ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, საგუნდო კაპელამ და ანსამბლმა “შვიდკაცამ” შეასრულა.  

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში პირველია

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში პირველია

შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, ანა კალანდაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი – ეს იმ ქართველი პოეტების ჩამონათვალია, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო პოეტთა ჩამონათვალში მოხვდნენ. ვებ გვერდი www.ranker.com ატარებს გამოკითხვას, სადაც სურს მსოფლიოში ყველა დროის 100 საუკეთესო პოეტი გამოავლინოს. გამოკითხვაში მონაწილეობა და საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

არწივი – ვაჟა-ფშაველა

არწივი ვნახე დაჭრილი

არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა. ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე ყველა პოეტის შემოქმედებაშია. ”არტინფო” გთავაზობთ გოგლა ლეონიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ნიკო გომელაურის, ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა ნიშნიანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით შემოქმედელის და ირაკლი ჩარკვიანის ლექსებს, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ. გოგლა ლეონიძე – კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. […]

ვაჟა ფშაველა: “დიდება უფლის სახელსა, რა კარგი რამე მომხდარა!”

ვაჟა ფშაველა

ვაჟა ფშაველა ქართულ ლიტერატურაში ბუნების ყველაზე დიდი ქომაგი იყო. მისი ლექსები, პოემები თუ მოთხრობები მკითხველს ყველაზე ზუსტად და დეტალურად აცნობს ბუნებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. “არტინფო” გთავაზობთ ვაჟა ფშაველას ლექსს, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებას ყველაზე ლამაზად აღწერს: “ყინვისგან შეწუხებულმა ვნახე, ზამთარი კვდებოდა; ლეღმა-ნაკრავი ყინული მდინარეებზე ტყდებოდა; ბატი, წერო და ყარყატი მათ ნაპირებზე სხდებოდა და გაზაფხული ზლაზნვითა სამარიდანა […]

გაზაფხული – საუკეთესო ლექსები

ლექსები გაზაფხულზე

ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი, პეტრე გრუზინსკი, ილია ჭავჭავაძე, ტერენტი გრანელი, ნიკო გომელაური – ამ პოეტებმა უმშვენიერესი გაზაფხული საუკეთესო ლექსებით შეამკეს, რომლებსაც “არტინფო” გთავაზობთ: გალაკტიონ ტაბიძე – ადრიანი გაზაფხული “როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს, რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა. სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს სხვა მარტოობა. გაზაფხულია მაინც ასეთი, კეთილი, როგორც კარგი […]

იას უთხარით ტურფასა – ვაჟა ფშაველა

არწივი ვნახე დაჭრილი

”იას უთხარით ტურფასა მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგონია სიცოცხლე – სამოთხის კარი ღიაო, ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო. ნუ ნახავს მზესა, ინანებს განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, უმშობლე, როგორაც შენი ზნეაო.”

ვაჟა-ფშაველა: “ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად…”

ვაჟა ფშაველა

მოდის ახალი წელი და ყველა თავისებურად ემზადება მის შესახვედრად. “არტინფო” გთავაზობთ ვაჟა-ფშაველას ჩანაწერს „საახალწლო ფიქრები“, სადაც კაცობრიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული: “…ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ უნდა მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა […]

“საზარელი ფოტოა”

კახა ხიმშიაშვილი ვაჟა ფშაველას ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დამახინჯებული სახით ქვეყნდებოდა: “ეს ფოტო გადავიღე არქივში მოწყობილ გამოფენაზე “რეპრესიები საქართველოში”. ზედა ფოტო ქვეყნდებოდა ხოლმე საბჭოთა პერიოდში და მიუთთებდნენ, რომ მასზე ვაჟაა სხვა მწერლებთან ერთად. ქვემოთ კი ამ ფოტოს ორიგინალია, რომელზეც ვაჟას წინ მისი შვილი ლევანია, ის ბოლშევიკებმა დახვრიტეს ოციან წლებში. ოფიციალური ფოტოსთვის ლევანი, ვაჟას შვილი, […]

გვერდი 1 - 3123