ჭდე: ვანის ქვაბები

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამება თავისი სილამაზით და უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე‎ ია თაბაგარი ‎ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერგეტის სამებაში იატაკი აყრილია. სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეა. ია თაბაგარი: “მოგეხსენებათ გიდები და ტურიზმის დარგში მომუშავე ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს კუთხეებში და შესაბამისად ფლობენ ინფორმაციას ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. […]

“ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში განადგურებულია

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში – ვანის ქვაბების ეკლესიის წარწერები განადგურებულია. გიორგი მაღრაძე ეკლესიის კედლის ფოტოს ავრცელებს, სადაც წარწერები ტაძარში ვიზიტორთა სახელებით არის განადგურებული: “შეგნებული ქვეყანა!” ვანის ქვაბების ეკლესიის წარწერები… რუსთაველის ქვეყანა გვქვია და “ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში (XVს) ამ დღეშია!”

ვანდალური ფაქტები ვანის ქვაბების ეკლესიაში

ქართული კულტურის მიმართ განხორციელებული ვანდალური ფაქტები ხშირდება. ერთ-ერთი მათგანი ვანის ქვაბების დასავლეთის მცირე ეკლესიაში განხორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვანის ქვაბები გამოქვაბულების კომპლექსია, რომელიც მეუდაბნოების ხანაშია დაარსებული. ვანის ქვაბების დასავლეთის მცირე ეკლესიაში საუკუნეების წინ შეხიზნული ქალების მიერ შესრულებული მხედრული წარწერები დაზიანებულია. მათ შორის კედელზე დატანილი ვეფხისტყაოსნის ორი ფრაგმენტი. სპეციალისტების აზრით, ასეთი ვანდალური ფაქტების […]