ჭდე: ტრიუმფი

ქართველების ტრიუმფი ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე

ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ”golden dream” ჟიურიმ და დამსწრე საზოგადოებამ ქართველების ნამდვილი ტრიუმფი იხილა. კონკურს-ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – გრანპრი, პირველი ადგილი და ნომინაცია “ანსამბლების” პირველი ადგილი ქართველმა მომღერლებმა მოიპოვეს. ფესტივალის გრანპრის მფლობელი ნომინაციაში ვოკალი გამარჯვებული თამარ ლილუაშვილი გახდა. ამავე ნომინაციაში კი პირველი ადგილი ტატა ხორგუაშვილმა მიიღო. ნომინაცია “ანსამბლების” გამარჯვებული ანსამბლი “ერთსულოვნება” გახდა. მიუხედავად იმისა, რომ […]

ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს

უკრაინელი მომღერალი ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს. 14 მარტს მომღერალი კლუბ “ტრიუმფში” შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგება  საკონცერტო ტურის ”Randorn 2015” ფარგლებში და ამავე სახელწოდების ახალი ალბომის პრეზენტაციას მოაწყობს. ივან დორნი საქართველოში მეორედ ჩამოდის. პირველად ის ბათუმში იმყოფებოდა და შავი ზღვისპირეთში დამსვენებლებისთვის კონცერტი გამართა. ამჯერად მომღერალი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება. ივან დორნი და მისი სიმღერები ქართველ მსმენელში […]

სინეტიკ თეატრი ტრიუმფატორია

ამერიკაში ქართველების მიერ დაარსებულმა “სინეტიკ თეატრმა” ახალი წელი სრული ტრიუმფით დაიწყო. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული თეატრის სპექტაკლმა „მეთორმეტე ღამე“ ჰელენ ჰეისის 11 ნომინაცია მიიღო. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. ნომინაციებს შორისაა წლის საუკეთესო სპექტაკლის, საუკეთესო რეჟისორის (პაატა ციქურიშვილი), საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის, საუკეთესო ქორეოგრაფის და საუკეთესო ქალის მთავარი როლის შესრულების (ორივე – ირინა ციქურიშვილი), საუკეთესო […]