ჭდე: სუხიშვილები

სუხიშვილების სპეციალური ნომერი “არტ გენზე”

სუხიშვილების სპეციალური ნომერი "არტ გენზე"

“არტ გენისთვის” სუხიშვილებმა განსაკუთრებული პროგრამა მოამზადეს და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ. ანსამბლის ქორეოგრაფმა ილიკო სუხიშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაგეგმილი კონცერტისთვის პროგრამაში მის მიერ დადგმული ახალი ცეკვები შეიტანა, რომელთაც მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.

ვინ ამახინჯებს სუხიშვილების შემოქმედებას?

ქართული კულტურის კიდევ ერთი შეურაცხყოფა

სუხიშვილები და მათი შემოქმედება მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მათ საცეკვაო ნომრებზე გადაღებულ ვიდეოებს ათასობით ნახვა აქვთ. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც სუხიშვილების შემოქმედება დამახინჯებულია. ვიდეორგოლს, სადაც სუხიშვილები საქართველოს საიმიჯო კლიპში ცეკვავენ, ცნობილი ებრაული ხალხური სიმღერის “ჰავა ნაგილას” მელოდია აქვს დადებული. ვიდეოს ავტორი Mark Naksam-ია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუხიშვილების ამ ვიდეორგოლს სხვა ქვეყნის მუსიკა […]

სამაგალითო სუხიშვილები

სამაგალითო სუხიშვილები

სუხიშვილები მთელი წლის განმავლობაში მართავენ კონცერტებს და ქართულ კულტურას მსოფლიოს აცნობენ. ანსამბლის წევრებმა გადაწყვიტეს ქვეყნის კულტურის და ცეკვების გარდა, სამშობლოს ოკუპაციის შესახებაც გაავრცელონ ინფორმაცია. თურქეთში დაგეგმილ კონცერტზე მიმავალმა მოცეკვავეებმა საზღვარი ოკუპაციის საწინააღმდეგო პასპორტის ჩასადებებით გადალახეს. “ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ეს წარწერა ამშვენებს პასპორტის ბუდეს, რომელიც შავ და წითელ ფერებშია და ჩასადების 20% […]

ნინო სუხიშვილი: “ბედნიერი, ამაყი და გაოცებული ვარ”

ნინო სუხიშვილი: "ბედნიერი, ამაყი და გაოცებული ვარ"

“სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ბავშვობიდან მიეჩვია ანსამბლის წარმატებას, რომელიც დღემდე გრძელდება. მთელი წლის განმავლობაში “სუხიშვილები” გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს გარშემო. ამჟამად ანსამბლი პოლონეთში იმყოფება, სადაც ტრადიციულად აღფრთოვანებულს ტოვებს მაყურებელს. ნინო სუხიშვილი: “ბედნიერი, ამაყი და გაოცებული ვარ ყოველ დღე ყოველი კონცერტის და წარმატების შემდეგ. თითქოს უნდა მივეჩვიოთ უკვე ამ ემოციებს, სიხარულს, რომელიც წარმოდგენის ფინალში ხდება, და […]

რა არის საქართველო – სუხიშვილების დინასტია!

„სუხიშვილები“ ეგვიპტეში იცეკვებენ

სუხიშვილების დინასტიას ერთ-ერთი პოლონური გამოცემა ვრცელ სტატიას უძღვნის სახელწოდებით ”Podroz w czasie” (მოგზაურობა დროში). სტატიის ავტორი Marina Belokoneva წერს, რომ მისთვის საქართველო, მისი სიმბოლო, სული და სიამაყე – სუხიშვილების დინასტიაა: “…თუ ვინმე მკითხავს რა არის საქართველო, რა არის მისი სიმბოლო, სული, სიამაყე, ვუპასუხებ: სუხიშვილების დინასტია. ამ ოჯახის სამი თაობა 80 წელზე მეტია, როგორც ჭეშმარიტი ელჩები, […]

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “ნახეთ ბეთანიის ფრესკა – დავითის როკვა”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი "პანორამა თბილისს" ეხმიანება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკის – დავითის როკვის ნახვას გვირჩევს: “ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი მისი სამოსიც ძალიან გავს დღეს “ახალშექმნილ” მიმოხვრას. ნუ გაგვიკვირდება, რაც ზოგჯერ “ახალი” და ამიტომაც “მიუღებელი” გვგონია, […]

ნახეთ სულ სხვანაირი “სუხიშვილები”

ნახეთ სულ სხვანაირი "სუხიშვილები"

უმცროსი ილიკო სუხიშვილი ყოველთვის მზად არის ნოვაციებისთვის და მისი ყოველი ახალი დადგმა ამის უტყუარი დასტურია. ამჯერად ქორეოგრაფმა სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად ქართული ცეკვის ელემენტებით არც მეტი, არც ნაკლები ფრენკ სინატრას ცნობილ ჰიტზე “My Way” ახალი ცეკვა დადგა და ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნომერია ახალი პროგრამიდან. “ქართული ცეკვა” – ასე ეწოდება სუხიშვილების ახალ პროგრამას, რომელიც ნიკა კოჩაროვთან და […]

სუხიშვილების სპეციალური განცხადება

სუხიშვილების სპეციალური განცხადება

ანსამბლი “სუხიშვილები” 28 იანვარს ბერლინში კონცერტს გამართავს. სამ კონცერტისთვის დამზადებული აფიშა ქართველების გრუზინებად მოხსენიების გამო სრულიად სამართლიანად გააკრიტიკეს. “სუხიშვილებმა” ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს: “გვინდა გამოვეხმაუროთ ბერლინში დაგეგმილი ჩვენი კონცერტის აფიშაზე საქართველოს Grusien-ად მოხსენიების ფაქტს და გაცნობოთ რომ სამწუხაროდ აფიშის დიზაინი ანსამბლის ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და ის ჩვენც სულ რამოდენიმე დღის წინ […]

ეს რა არის?

ეს რა არის?

28 იანვარს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ლეგენდარული “სუხიშვილები” კონცერტს გერმანიაში გამართავს. აფიშაზე, რომელიც გერმანიაში ქართველი მოცეკვავეების კონცერტის შესახებ იუწყება, წერია, რომ “სუხიშვილები” გრუზინების ნაციონალური ბალეტია – NATIONALES BALLETT DES GRUSIENS SUKHISHVILI. ვინ თარგმნა ქართული ნაციონალური ბალეტის სახელწოდება ამ აფიშისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ქართველი გერმანულად გრუზინი ნამდვილად არ არის.

ბაჩანა ჭანტურიას საჩუქარი ცეკვის მოყვარულებს

ბაჩანა ჭანტურიას საჩუქარი ცეკვის მოყვარულებს

ანსამბლ “სუხიშვილების” სოლისტმა ბაჩანა ჭანტურიამ ქართული ცეკვის მოყვარულებს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადა. პროფესიონალმა და გამოცდილმა ქორეოგრაფმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთიდან დევნილ 6-დან 15 წლამდე ბავშვებს ქართული ცეკვები უფასოდ შეასწავლოს. ცეკვის გაკვეთილები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში უზნაძის 68 ნომერში ჩატარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 558 11 56 13 ან 593 42 49 […]

გვერდი 1 - 41234