ჭდე: სოსო ლაღიძე

რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი

რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი

იცით მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი? მაესტრო, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თეატრსა თუ კინოში თითოეულ როლზე ზედმიწევნით გულმოდგინედ მუშაობდა. “ზამთრის ნოველა” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც დოკუმენტური ფილმების სტუდიამ “რაკურსი” გადაიღო. ფილმის რეჟისორია დავით ცინცაძე. მთავარ როლს კი რამაზ ჩხიკვაძე ასრულებს, რომელიც მაესტროს უკანასკნელი როლი აღმოჩნდა. ფილმში ასევე მონაწილეობენ რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ლეჟავა, ნანა […]

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა. მამუკა ლორიას წარმატება ფილმმა “მან თქვა დედა” მოუტანა, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც არსენ აგაჯანიანია. ფილმში მამუკა ლორიასთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები მიშა გომიაშვილი, სოსო ლაღიძე, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, ლუკა თარხან-მოურავი, გია კორკოტაშვილი. ”არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს:

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. ჯილდო მსახიობმა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის “საბრალდებო დასკვნის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ისიდორეს როლის შესრულებისთვის და სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიიღო. სოსო ლაღიძე ოქროს მედლებით სომხეთის […]