ჭდე: სესილია თაყაიშვილი

“ქეთო და კოტე” – ქანდაკება პიონერთა სასახლის ბაღში

ქეთო და კოტე

– ეს იყო პეტერბურგში, – ეს ფრაზა ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. ზუსტად 70 წლის წინ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ფილმი “ქეთო და კოტე” გადაიღო. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი თანავარსკვლავედი მონაწილეობს – მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, სერგო ზაქარიაძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო […]

როგორ იქმნებოდა სესილია თაყაიშვილის შედევრები

სესილია თაყაიშვილმა თავის პროფესიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ამის დასტურია მის მიერ თეატრსა თუ კინოში განსახიერებული როლები. რეჟისორები, რომლებმაც მსახიობთან იმუშავეს, სესილია თაყაიშვილს განსაკუთრებულად იხსენებენ: ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ-ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!” სესილია ნამდვილი […]

თემიკო ჩირგაძე – შეუდარებელი ვაჟა ზაზაევიჩი “ცისფერი მთებიდან”

თბილისის კოლორიტის თემიკო ჩირგაძის ქართულ კინოში გამოჩენა ელდარ შენგელაიას დამსახურებაა. მართალია მან სულ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. “ძალიან კარგი” – ეს რეპლიკა “ცისფერ მთებში” თემიკო ჩირგაძის შეტანილია. პროფესიით ექიმმა პირველად სკოლაში დადგმულ სპექტაკლში ითამაშა. მართალია თეატრით გატაცებული იყო, მაგრამ სამედიცინოზე ჩააბარა და სიცოცხლის ბოლომდე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. თემიკო ჩირგაძის კინოკარიერა გვიან […]

ალექსანდრე ჟორჟოლიანი – კომიკოსი უდიდესი სევდით

ალექსანდრე – სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კინოს ყველაზე კომიკური პერსონაჟების შემქმნელია. ცხოვრებაში სევდიანი მსახიობი მაყურებელს ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა. – სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კომედიის ნიღაბი იყო, – ამბობდა მისი შეუცვლელი პარტნიორი სესილია თაყაშვილი. სანდრო ჟორჟოლიანის სამსახიობო დებიუტი საკმაოდ გვიან – 33 წლის ასაკში შედგა. პროფესიულ თეატრში მისვლამდე მას 21 წლიანი სამსახიობო სტაჟი ჰქონდა. პირველი როლი დანიელი იყო […]

“მარაზმში ნუ გადახვალთ”

– ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, გარკვეულ საათებში უნდა გადიოდეს, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ გააკეთა და ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ “თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. გუგული მაღრაძის განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა შეაფასა და ასე გამოეხმაურა: “არ ვეწევი, ამიტომ არ მაწუხებს აკრძალვის თემა, […]

“ბრავო რუსთაველის თეატრს!”

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე თეატრებში შექმნილ ვითარებას აფასებს და რუსთაველის თეატრის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ქეთევან კიკნაძე: “ბრავო რუსთაველის თეატრს! ყოჩაღ რობიკო, მსახიობებს ხელფასი არ დააკლეს. ის მსახიობები, რომლებიც ვეღარ თამაშობენ, დაავადებულია ზოგი, ისინიც კი შეინახა. შენი გვარი და სახელი, ოქროს ასოებით შევა ქართული თეატრის ისტორიაში და არა მარტო მაგისათვის. შენი […]

ახალი ინიციატივა სესილია თაყაიშვილთან დაკავშირებით

მსახიობი სესილია თაყაიშვილი ფილმში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” შესრულებულმა ოლღა ბებიას როლმა მთელი საქართველოს ბებიად აქცია. 17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. წელს მისი დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ახალი ინიციატივა გაჟღერდა, რაც ბებიების დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს. ინიციატივის ავტორი გელა კურტანიძეა. ინფორმაცია კი ჯამბულ გამცემლიძემ გაავრცელა: “საქართველოს ბ ე ბ ი ა… […]

“ბოლოს მაინც ყველაფერს თეატრი სძლევს…”

ლეგენდარულ მსახიობს სესილია თაყაიშვილს წიგნები და მოგონებები არ დაუტოვებია, თუმცა წერა ნამდვილად შეეძლო. წერილები დაწერილი აქვს პიერ კობახიძეზე, გიორგი შავგულიძეზე, მერი დავითაშვილზე, ვახტანგ ნინუაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე… “არტინფო” გაგაცნობთ სესილია თაყაიშვილის წერილს, რომელიც მან ვერიკო ანჯაფარიძეზე დაწერა: “ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ გნახეთ. თუ არ ვცდები, ეს იყო 1922 წელი. რუსთაველის თეატრთან ვიდექი ამხანაგებთან […]

სესილია თაყაიშვილის უკანასკნელი სურვილი

არიან მსახიობები, რომლებიც  თავისი ნიჭიერებით და უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით წარუშლელ კვალს ტოვებენ კინოსა და თეატრში. ქართულ ხელოვნებაში ასეთი სესილია თაყაიშვილია – უკიდეგანოდ ნიჭიერი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. “არტინფო” სესილია თაყაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებს წარმოგიდგენთ. *** სესილია თაყაიშვილის მშობლები მსახიობები არ ყოფილან, მაგრამ მამამისი დიმიტრი თაყაიშვილი თეატრის დიდი მოყვარული იყო. ლექსებსაც წერდა და […]

დოდო ჭიჭინაძის ყველაზე დიდი ოცნება

უკვე წლებია ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის დოდო ჭიჭინაძის სილამაზეზე ლეგენდები დადის. ლია ელიავა, ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე – ეს ის ქართველი მსახიობები არიან, რომელთა სილამაზე გასცდა საქართველოს. დოდო ჭიჭინაძე ცხოვრებაში მიღებული არაერთი ტკივილისა და ტრავმისა, მაინც ბედნიერი იყო და ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი სხვებსაც აძლევდა მაგალითს. “არტინფო” მსახიობის ცხოვრების უცნობ და […]

გვერდი 1 - 212