ჭდე: სახლ-მუზეუმი

სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა

სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა

კახეთში ცნობილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა. ინფორმაციას რეჟისორის საცხოვრებელი სახლის შესახებ მხატვარი უშანგი ხუმარაშვილი ავრცელებს და ჩამონგრეული სახლის ფოტოებსაც ავრცელებს: “სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი კახეთში. მგონი კომენტარს არ საჭიროებს.”

რა მდგომარეობაშია მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი?

ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი თიანეთის მუნიციპალიტეტში 1983 წლიდან ფუნქციონირებს. ბოლო დროს ნაგებობაზე მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნებოდა. სახლის ერთი კუთხე, საძირკველის ჯდომის გამო, ძლიერ იყო დეფორმირებული. დაზიანებული იყო გადახურვა. ნაგებობაში წყლის ჩადინება კედლის დახეთქვასა და საპირე მოპირკეთების დაშლას იწვევდა. დაზიანებული იყო ხის ყველა ელემენტი, მათ შორის სართულშუა გადახურვაც. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი […]

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იწყება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იწყება. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, რომლის ხელმძღვანელია კახა ტრაპაიძე, მთავარი არქიტექტორი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის ღირებულება კი 900.000 ლარს აღწევს: ,,ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული და რესტავრირებულია დიმიტრი ყიფიანისეული შენობა და მინაშენის ნაწილი, რომელზეც შედარებით ადრეული XX საუკუნის I ნახევრის კვალი შეინიშნება. აგრეთვე გათვალისწინებულია […]

ოტია იოსელიანის სახლს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭება?

მწერალ ოტია იოსელიანის შივლები სახელმწიფოს მისი სახლისთვის სახლ-მუზეუმის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ. სახლი წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარეობს, სადაც ოტია იოსელიანი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მწერლის მემკვიდრეები სახლ-მუზეუმის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმართავენ, თუკი პასუხი დადებითი არ იქნა, შემდეგ უკვე საქართველოს კულტურის სამინისტროსაც მიმართავენ. ოტია იოსელიანის სახელის უკვდავსაყოფად გასულ წელს წყალტუბოში ჩატარებული სახალხო ზეიმის დროს, […]