ჭდე: რეზო ლაღიძე

რეზო ლაღიძის “გულს რად მიკლავ” მებო ნუცუბიძის შესრულებით

რეზო ლაღიძის "გულს რად მიკლავ" მებო ნუცუბიძის შესრულებით

რეზო ლაღიძის სიმღერა “გულს რად მიკლავ” მომღერალმა მებო ნუცუბიძემ სულ სხვანაირად ააჟღერა. პეტრე გრუზინსკის ლექსზე შექმნილი სიმღერა მომღერალმა თავისებური ინტერპრეტაციით ჩაწერა და მსმენელს შესთავაზა. რეზო ლაღიძემ ეს სიმღერა შოთა მანაგაძის ფილმისთვის “საბუდარელი ჭაბუკი” დაწერა, რომელსაც ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები ასრულებდნენ. 60 წლის შემდეგ კი კომპოზიტორის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა მებო ნუცუბიძემ სრულიად ახლებურად წარმოადგინა.

ბიძინა კვერნაძე და მისი ხუმრობები

ბიძინა კვერნაძე და მისი ხუმრობები

კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდა იმისა, რომ გენიალურ ნაწარმოებებს ქმნიდა, თავისი იუმორით და ხუმრობებითაც კარგად იყო ცნობილი. წერას ვყავარ ატანილი და ვწერო, ხან-დაზმული ვარ ხან არაო… მოკლედ მისი იუმორი მეგობრებსა და კოლეგებს კარგად ამხიარულებდა. “არტინფო” გთავაზობთ ბიძინა კვერნაძის ენამოსწრებული ხუმრობების მცირე ნაწილს, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ერთმა მკითხა, სიღნაღში რათ დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო […]

რეზო ლაღიძე და მისი მხიარული ისტორიები

რეზო ლაღიძე

კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და მისი იუმორი საქვეყნოდ იყო ცნობილი, ამიტომ არც კურიოზები და სახალისო ისტორიები აკლდა. კომპოზიტორს ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა და ნადირობა: “თუ მიწაზე ფეხშიშველა არ გაივლი, საქართველოს როგორ შეიგრძნობ. თუ ერთხელ მაინც ფეხშიშველს ფეხში ეკალი არ შეგსობია, თუ ერთხელ მაინც ბადე არ გადაგიფენია ჩვენს ვიწრო მდინარეებზე, შენ საქართველოს ვერ შეიგრძნობ,” – ამბობდა კომპოზიტორი. […]

„არაფერი შექმნილა „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ ფასი”

– ეს სიტყვები ცნობილ ქართველ კომპოზიტორს რეზო ლაღიძეს ეკუთვნის: “ქართველ ერს არ გააჩნია ხალხურ სიმღერაზე უფრო დიდი განძი. ჩემი აზრით, არაფერი შექმნილა „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ ფასი. დიდი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა კუთხის სიმღერა ვიცი. ძალიან ბევრი მიწანწალია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მიწანწალია თოფით, ძაღლით, ბადით. საქართველოს ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი […]

იამაყეთ! ეს საქართველოა!

ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ვიდეორგოლი მზადდება, სადაც კულტურული მემკვიდრეობა, ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ულამაზესი ქალაქების ხედებია გაერთიანებული. გაიზიარე მუხტი! – საქართველო ევროპაა! – ასე ეწოდება ახალ ვიდეორგოლს, რომელიც თბილისის უძველეს უბანში – მეიდანზე გადაიღეს. ფლეშმობი განხორციელდა  GCSD-ის პროექტის ფარგლებში “აირჩიე გონივრულად”, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური […]