ჭდე: ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის წარმატება ნეაპოლში

ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის წარმატება ნეაპოლში

ნეაპოლის სან კარლოს საოპერო თეატრი 25 ივლისამდე ლეგენდარული ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” წარმოადგენს. საოპერო სპექტაკლში ორი უნიჭირესი ქართველი საოპერო მომღერალი – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და ბანი გიორგი ანდღულაძე მონაწილეობენ. ნინო სურგულაძე მადალენას პარტიას ასრულებს, გიორგი ანდღულაძე კი მისი ძმის – სპარაფუჩილეს პარტიას. ნეაპოლის ისტორიულ თეატრში ”რიგოლეტოს” პრემიერამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. სპექტაკლები ახლაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს და ქართველი […]

ოპერის ქართველი ვარსკვლავები ბერლინის ფილარმონიაში

ოპერის ქართველი ვარსკვლავები ბერლინის ფილარმონიაში

“საქართველოს ოქროს ხმები” – ასე უწოდებენ ოპერის ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც ბერლინის ფილარმონიაში გალაკონცერტს გამართავენ. 26 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგებიან ნინო სურგულაძე, იანო თამარ, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ბადრი მაისურაძე, მიხეილ ქირია, გიორგი ონიანი და რამაზ ჩიკვილაძე. ქართველი მომღერლები ოპერის მოყვარული მსმენელისთვის მსოფლიოში ცნობილ საოპერო არიებს შეასრულებენ და კლასიკური მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს მოაწყობენ.

ნინო სურგულაძე: “დაე, მოხდეს რაც მოსახდენია!”

ნინო სურგულაძე პატრიარქმა მიიღო

– იარეთ წინ სიმართლით, სიკეთით, ადამიანები მოვლენ და წავლენ თქვენს ცხოვრებაში და დარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც მართლა ეყვარებით ჭირში თუ ლხინში, – მოგვიწოდებს ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე: “მინდა ერთი ნააზრევი გაგიზიაროთ… არ შეგეშინდეთ ბოროტი ხალხის, ისინი ბოლოს თვითონ განადგურდებიან და მალე დაბერდებიან, არ შეგეშინდეთ მოღალატეებისა და ფლიდების, ისინი ბოლოს თავიანთ თავს უღალატებენ. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, […]

ნინო სურგულაძე: “ძალიან მინდა ეს ყოველივე და რა ვქნა?”

ნინო სურგულაძის სიკეთის სასწაულები

კითხულობს ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე და თავის ყველაზე ძლიერ სურვილს გაგვანდობს: “მინდა ისეთი სამყარო, სადაც ბევრი სიკეთეა… ერთგულება… ბედნიერება… ღიმილი… სიხარული… თანადგომა… თანაგრძნობა… ემპათია… ნათელი დღეები და ბნელი ღამეები კი ვარსკვლავებით სავსეა… თანასწორი სამყარო! და არა დაუნდობელი… უკიდეგანო სამყაროს უმცირესი ნაწილი, რომელსაც სიკეთის და სიყვარულის მარცვალი ერქმევა… ზედმეტად ტკბილია ეს ყოველივე? მარილს ბოლო-ბოლო ბუნება მოაყრის, […]

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

როსინის საოპერო თეატრში გალაკონცერტი “ვივა როსინი” გაიმართება. ღონისძიება იტალიელი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება. ჯოაკინო როსინის მშობლიურ ქალაქ პეზაროში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსკვლავები – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო ლეჟავა, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გველესიანი. ქართული ოპერის ვარსკვლავებს აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს. გალაკონცერტი 18 აპრილს გაიმართება.

ნინო სურგულაძით აღფრთოვანებული სამეფო ოჯახი

ნინო სურგულაძით აღფრთოვანებული სამეფო ოჯახი

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ბელგიაში იმყოფება, სადაც ლიეჟის სამეფო თეატრში საპრემიერო სპექტაკლში იმღერა. ოპერაში “კარმენი” ქართველმა მომღერალმა მთავარი პარტია შეასრულა. სპექტაკლში კიდევ ერთი ქართველი პაპუნა ჭურაძე მონაწილეობდა. პრემიერას ცნობილი იტალიელი დირიჟორი სპერანცა სკაპუჩი დირიჟორობდა, რომელმაც ახლახანს ვენის ბალს უდირიჟორა. პრემიერას, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, ბელგიის სამეფო ოჯახი – მეფე ალბერტი და დედოფალი პაოლა და მისი უდიდებულესობა […]

დატკბით ნინო სურგულაძის გენიალური შესრულებით

ნინო სურგულაძე გამარჯვებულია

ოპერის ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე თავისი განუმეორებელი სიმღერით ატყვევებს არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც. ვიდეოში, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ ნინო სურგულაძე ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთან დავით გველესიანთან ერთად დუეტში მღერის. “უშენოდ” – ასე ეწოდება ცნობილ სიმღერას, რომელიც ნინო სურგულაძემ და დავით გველესიანმა თეა ანდრონიკაშვილთან სტუმრობისას საახალწლო სუფრის ტკბილ წუთებად აქციეს და ულამაზეს იმპროვიზაციად წარმოადგინეს.

ორი ქართველი არენა დი ვერონას სცენაზე

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

არენა დი ვერონას სცენაზე სიმღერა ნებისმიერი საოპერო მომღერლისთვის საოცნებოა. ამ მხრივ ქართველი საოპერო მომღერლები განებივრებულები არიან, რადგან მათ არც თუ ისე იშვიათად უწევს ამ საოცარ სცენაზე სიმღერა. არენა დი ვერონას ულამაზეს სცენაზე ჯუზეპე ვერდის ოპერა “ნაბუქოში” დღეს ორი ქართველი იმღერებს: ნინო სურგულაძე და გია გაგნიძე. სპექტაკლის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეარხ Arte-ზე თბილისის დროით 22:45 მოხდება.

“ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო”

ნინო სურგულაძეს დააჯილდოვებენ

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე შიდა ქართლში, საქართველოში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებს: “მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო […]

ნინო სურგულაძის საჩუქარი თბილისს

ნინო სურგულაძე გამარჯვებულია

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სამშობლოში შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოდის და ცდილობს, მონატრებულ თანამემამულეებს სასიამოვნო სიახლეები შესთავაზოს. მეცო-სოპრანომ რამდენიმე წლის წინ საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” ჩამოყალიბა და იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. პირველ მაისს ნინო სურგულაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მეშვიდე საქველმოქმედო საღამოს გამართავს. თბილისის ოპერის თეატრში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან თანამედროეობის უდიდესი დირიჟორი, […]

გვერდი 1 - 41234