ჭდე: მარიამ ხაჭვანი

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალმა რჩეულთა შორის დაასახელა

მარიამ ხაჭვანი

ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა საუკეთესოთა შორის დაასახელა. საქართველოს წარმომადგენელი ექვს რეჟისორს შორის მოხვდა, რომლებიც კოლუმბიიდან (2 რეჟისორი), ტაივანიდან, სლოვენიიდან და ნეპალიდან არიან. მარიამ ხაჭვანი: “კანის კინოფესტივალის პროგრამაში ექვს რეჟისორს შორის ამარჩიეს. ჩემი ახალი მხატრული სრულმეტრაჟიანი პროექტით – პირობითი სახელი “ნენე” (ამ პროექტმა ავსტრალიაში უკვე მოიგო განვითარების გრანტი). სცენარი უნდა ვწერო პარიზში და […]

მარიამ ხაჭვანი: ”რას გვერჩიან, ვინმე გაგვაგებინებს?”

კითხულობს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს: “მთელი ღამის უძილო, საშინლად გამწარებული და გაბრაზებული ვწერ ამ სტატუსს! ყველამ თუ არა უმეტესობამ მაინც იცის, რომ ვარკეთილი 3 მიკრო რაიონის მერვე განყოფილების პოლიციამ, რომლის პოლიციის მუშაკები გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით მოქალაქეების მიმართ, ორი წლის უკან ოთხი ოჯახის წევრი დამიჭირეს, ვიღაც უგუნური პოლიციელების უვიცობის გამო ჩემ ოჯახის […]

“რა გვჭირს?”

ასე თვლის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და ამის მიზეზსაც განმარტავს: “ათენში კინოთეატრის ხელმძღვანელი მეუბნება, რომ 35 წელია კინო ბიზნესშია და ძალიან კარგად არჩევს კარგ და ცუდ ფილმებს, მითხრა რომ “დინოლა” არის შედევრი და “დედე” დაუჯერებელია შენნაირ ახალგაზრდამ რომ გადაიღოო. მოკლეთ სასწაული მომავალი მიწინანსწარმეტყველა. ჩემი ფილმი გაუგზავნია ბევრი კინოკრიტიკოსისთვის, რომლებსაც არ უნახავთ – მე დაჟინებული ვთხოვდი ნახვასო […]

“აქამდე თავს ვიკავებდი ეს დამეწერა საჯაროდ”

– მე ვერ შევეგუები ისტორიული ძეგლების განადგურებას, – აცხადებს სვანეთის მკვიდრი, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი: “აქამდე თავს ვიკავებდი ეს დამეწერა საჯაროდ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეტკინა გული… ჩვენი სახლი უშგულში ლამარიის ეკლესიის ეზოში დგას, ეზოს იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენი სახლის ჭიშკარი და ლამარიის ეკლესიის გალავანი ერთმანეთზე არის მიბჯენილი. საათობით ვიჯექი ლამარიის ეზოში და ვუყურებდი მწვერვალს, მზის […]

“მიაწვდინეთ ხმა!”

გასული კვირა ქართული კინოსთვის განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი იყო. აზიურ ოსკარად წოდებულ დაჯილდოვებაზე ქართველებმა 4 ნომინაციაში გაიმაოჯვეს. ამ მოვლენას ეხმაურება რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და საქმის კურსში საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩაყენებას ითხოვს: “1 – პირველი შემთხვევა არის ალბათ, ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართულადაც რომ დევს ინფორმაცია. 2 – ქვეყანაში, სადაც საქართველო რუკაზეც კი არ წერია, ოთხჯერ […]

გრანპრი “დედეს”

მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კანში კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე ფესტივალის ჟიურის გრანპრის მფლობელი გახდა. ფესტივალის კონკურსში მონაწილე 8 ფილმიდან ჟიურიმ გასცა 2 პრიზი – გრან-პრი და ფრანსუა შალეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის. ფესტივალის პროგრამა 8 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგებოდა, რომლებიც საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით იქნა შერჩეული. კანის კინემატოგრაფისტების რიგით 30-ე შეხვედრაზე ჟიურის ჩეკი […]

აზიური ოსკარი მარიამ ხაჭვანის “დედეს”

მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” აზიური ოსკარი მოიპოვა. აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვებაზე ASIA PACIFIC SCREEN AWARDS ფილმი წარდგენილი იყო იუნესკოს ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება”. ასე მარიამ ხაჭვანის ახალმა სცენარმა “ნენე” აიღო ASIA PACIFIC SCREEN AWARDS ფილმ ფონდის ფულადი გრანტი პროექტის განვითარებისთვის. სასიხარულოა ისიც , რომ აკადემიის მიერ გამოცემული ნომინირებული რეჟისორების წიგნების პირველ გვერდზე დედედან არის კადრი, უშგულის კადრი, […]

“ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ”

აცხადებს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და საქართველოში ქართული კინოს მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე საუბრობს: “კეთილსინდისიერ ბიზნესმენებს გაუზიარეთ. დღეს, ჩემი ფილმების ოპერატორს – მინდია ესაძეს ვესაუბრე და იმედია არ მიწყენს აქ რომ დავწერ. მინდიამ გადაიღო “დედე” და ანა ურუშაძის “საშიში დედა” ორივე ფილმი წარდგენილი არის აზიის ოსკარზე. პლუს მინდია, როგორც საუკეთესო ოპერატორი, ისეც არის წარდგენილი აზიის ოსკარზე და, […]

“დედე” კანის ფესტივალის შესარჩევ კონკურსზე

“კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე “დედე” რვა ფილმს შორის მოხვდა. ინფორმაცია ფილმის რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა: “ფესტივალი 2017 წლის 20-26 ნოემბერს იქნება. ფესტივალის კონკურსში მონაწილე 8 ფილმიდან, ჟიური გადასცემს შემდეგ პრიზებს: ჟიურის გრან-პრი და ფრანსუა შალეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის. ფესტივალის პროგრამა შედგება 8 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან, რომლებიც იქნა შერჩეული საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში […]

ქართული ფილმები აზიის ოსკარზე

აზიის ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე საქართველოდან ორი ფილმია წარდგენილი – ანა ურუშაძის “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის “დედე”. ეს კიდევ კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეხმარება ფილმები ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას და რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით. საქართველო აზიის ოსკარის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციით წარდგება. ანა ურუშაძის “საშიში დედა” წარდგენილია ნომინაციებში: სარეჟისორო მიღწევა – ანა ურუშაძე. საოპერატორო მიღწევა – […]

გვერდი 1 - 3123