ჭდე: კანის კინოფესტივალი

ლუკა ჩიქოვანი ოქროს პალმის რტოს ნომინანტია

ლუკა ჩიქოვანი ოქროს პალმის რტოს ნომინანტია

კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზის – ოქროს პალმის რტოს მოპოვება მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო პრიზია. წელს იტალია კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოპოვებას ალიჩე როჰვახერის ფილმით “ბედნიერი ლაზარე” (Lazzaro felice) შეეცდება. რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს  8-19 მაისს ჩატარდება. ფილმში ერთ-ერთ მთავარი როლს 24 წლის ლუკა ჩიქოვანი თამაშობს, რომელიც თბილისში დაიბადა, თუმცა ახლა იტალიაში […]

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალმა რჩეულთა შორის დაასახელა

მარიამ ხაჭვანი

ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა საუკეთესოთა შორის დაასახელა. საქართველოს წარმომადგენელი ექვს რეჟისორს შორის მოხვდა, რომლებიც კოლუმბიიდან (2 რეჟისორი), ტაივანიდან, სლოვენიიდან და ნეპალიდან არიან. მარიამ ხაჭვანი: “კანის კინოფესტივალის პროგრამაში ექვს რეჟისორს შორის ამარჩიეს. ჩემი ახალი მხატრული სრულმეტრაჟიანი პროექტით – პირობითი სახელი “ნენე” (ამ პროექტმა ავსტრალიაში უკვე მოიგო განვითარების გრანტი). სცენარი უნდა ვწერო პარიზში და […]

“მეტი ყურადღება ქართულ კინოს!”

რიგით 70-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე კინოფესტივალზე 2 ფილმის პროექტს წარადგენს. რატი წითელაძე: “წარმოუდგენელია – წელს, 2 ფილმის პროექტს წარვადგენთ 70th Festival de Cannes-ზე. “ცარიელი სახლის” პიჩინგი 25 მაისს Gray d’Albion beach-ზე გაიმართება. დოკუმენტური “17 მაისი” კი Doc Corner-ზე 100-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტურიდან 6 საუკეთესო შორის […]

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალის რჩეულთა შორისაა

წელს კანის საიუბილეო, რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი მაისში ჩატარდება. 70-ე საიუბილეო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარია. კინოფესტივალის მესვეურებმა საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი რჩეული ფილმების სია უკვე გაასაჯაროვეს. მთავარ საკონკურსო სექციაშია უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს ფილმი “იუპიტერის მთვარე”, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. მერაბ ნინიძეს საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი სხვა ხელოვანების მსგავსად, შანსი […]

რა პროგრამით ჩადის საქართველო კანის კინოფესტივალზე?

13 მაისს კანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ქართული კინო მსოფლიო მნიშვნელობის კინოფესტივალზე მერვედ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრი საქართველოს პავილიონში გეგმავს შეხვედრებს რამდენიმე მიმართულებით: სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება; ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება; ·ახალი ქართული ფილმების შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო […]

ქართველი რეჟისორი შიმშილობას იწყებს

რეჟისორი გია კაჭარავა შიმშილობას იწყებს. ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გასამგზავრებელ ფინანსებს ითხოვს. რეჟისორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიმართავს და სამინისტროსგან დაფინანსებას მოითხოვს. რეჟისორის განცხადებით, კანის კინოფესტივალიდან პირადად მის სახელზე მოსულია მიწვევა, რომ კინოფესტივალზე მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის “ჩაო ჯორდანოს” ჩვენება მოეწყოს. კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა წერილით კულტურის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა რეჟისორის თქმით, უწყებისგან არანაირი რეაგირება […]