ჭდე: ჯუზეპე ვერდი

ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის წარმატება ნეაპოლში

ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის წარმატება ნეაპოლში

ნეაპოლის სან კარლოს საოპერო თეატრი 25 ივლისამდე ლეგენდარული ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” წარმოადგენს. საოპერო სპექტაკლში ორი უნიჭირესი ქართველი საოპერო მომღერალი – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და ბანი გიორგი ანდღულაძე მონაწილეობენ. ნინო სურგულაძე მადალენას პარტიას ასრულებს, გიორგი ანდღულაძე კი მისი ძმის – სპარაფუჩილეს პარტიას. ნეაპოლის ისტორიულ თეატრში ”რიგოლეტოს” პრემიერამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. სპექტაკლები ახლაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს და ქართველი […]

მუსიკალური ნოტებით შექმნილი ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტები

მუსიკალური ნოტებით შექმნილი ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტები

იოჰან სებასტიან ბახი, იგორ სტრავინსკი, სერგეი პროკოფიევი, ჯუზეპე ვერდი, სერგეი რახმანინოვი, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი, რიჰარდ ვაგნერი, იოზეფ ჰაიდნი – მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებას ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს. მათი შემოქმედებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა გადააწყვეტინა უკრაინელ მხატვარს სვეტლანა ბოგატირს მუსიკალური ნოტებისა და ნიშნებისგან კომპოზიტორების ორიგინალური პორტრეტები შეექმნა. მხატვარი მუშაობის დროს არა ფერთა გამას, არამედ ბანის გასაღებს, ვიოლინოს გასაღებს, […]

ჰანოვერის ოპერის სცენა ქართულმა ხმებმა წალეკეს

ჰანოვერის ოპერის სცენა ქართულმა ხმებმა წალეკეს

ჰანოვერის ოპერაში ჯუზეპე ვერდის “აიდას” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში სამმა ქართველმა ოპერის მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ამნერისის პარტია ხათუნა მიქაბერიძემ იმღერა, რადამესის – გიორგი ონიანმა, რამფისის კი შავლეგ მაჭარაშვილმა. პრემიერას ესწრებოდა კიდევ ერთი ქართველი ოპერის მომღერალი ნანიკო ძიძიგური, რომელმაც სიამაყით განაცხადა, რომ ქართულმა ხმებმა ჰანოვერის ოპერის სცენა წალეკეს: “სასწაული ხდებოდა ჰანოვერის ოპერის სცენაზე – ქართულმა ხმებმა წალეკეს […]

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ჩინეთში ქართველმა ოპერის მომღერლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ინგა ჯახუტაშვილმა, ბაჩო-ოთარ ნაკაშიძემ და გიორგი ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “რიგოლეტო”. დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა ქართველი მომღერლები აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილებით დაასაჩუქრა, ქართველებმა კი სცენაზე საქართველოს დროშა ააფრიალეს. ბაჩო ოთარ ნაკაშიძე: “მადლობა უფალს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ჩემი დებიუტით რიგოლეტოს პარტიაში!!! დღეს მორიგი ქართული წარმატება შედგა უცხოეთში!! […]

ქართველი მეცო სოპრანო ბრაუნშვაიგის თეატრში

ქართველი მეცო სოპრანო ბრაუნშვაიგის  თეატრში

გერმანიაში ბრაუნშვაიგის სახელმწიფო თეატრმა გადაწყვიტა ახალი თეატრალური სეზონი ჯუზეპე ვერდის ხუთმოქმედებიანი ოპერით “დონ კარლოსი” გახსნას, სადაც ქართველი მეცო სოპრანოს ნანიკო ძიძიგურის დებიუტი პრინცესა ებოლის პარტიაში დაიგეგმა. ნანიკოს საოპერო მუსიკის მოყვარულები სხვადასხვა სპექტაკლებიდან იცნობენ – “რიგოლეტო”, “ევგენი ონეგინი”, “ჯადოსნური ფლეიტა, “ფიგაროს ქორწინება” – ეს იმ ოპერების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ქართველმა მეცო სოპრანომ მონაწილეობა მიიღო. გასულ წელს […]

ორი ქართველი არენა დი ვერონას სცენაზე

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

არენა დი ვერონას სცენაზე სიმღერა ნებისმიერი საოპერო მომღერლისთვის საოცნებოა. ამ მხრივ ქართველი საოპერო მომღერლები განებივრებულები არიან, რადგან მათ არც თუ ისე იშვიათად უწევს ამ საოცარ სცენაზე სიმღერა. არენა დი ვერონას ულამაზეს სცენაზე ჯუზეპე ვერდის ოპერა “ნაბუქოში” დღეს ორი ქართველი იმღერებს: ნინო სურგულაძე და გია გაგნიძე. სპექტაკლის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეარხ Arte-ზე თბილისის დროით 22:45 მოხდება.

ქართველი ბარიტონი ვერდის ოპერაში მთავარ პარტიას იმღერებს

ქართველი ბარიტონი ვერდის ოპერაში მთავარ პარტიას იმღერებს

ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ჯუზეპე ვერდის “Un giorno di regno”-ს საპრემიერო სპექტაკლში იმღერებს. გოჩა კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მთავარ როლის ბელფიორეს პარტიას შეასრულებს. სპექტაკლს გერმანიაში ცნობილი რადიო “კულტურა” გადასცემს და გამოვა დისკიც, რომელიც სულ მალე გაყიდვაში იქნება. გოჩა აბულაძე: “შტუდგარტის ფილარმონიულ ორკესტრს მაესტრო მარკუს ბოში უდირიჟორებს, რომელმაც 3 დღის წინ ჩვენს საამაყო და ჩემს უსაყვარლეს მეგობარ […]

გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან იმღერებს

გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან იმღერებს

ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე წლებია უცხოეთში ცხოვრობს და ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მღერის. მისი სპექტაკლების გრაფიკი წინასწარ გაწერილია, ამიტომ სამომავლო გეგმებზე ქართველ საოპერო მომღერალს საუბარი არ უჭირს. ივნისში გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან ლეო ნუჩისთან ერთად ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში” იმღერებს. ქართველი მომღერალი მონტერონეს არიას შეასრულებს. მას წილად ხვდა პატივი თავად ლეო ნუჩის […]

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

არენა დი ვერონას ფეტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთელი წლის განმავლობაში. წელს არენა დი ვერონას ფესტივალი ჯუზეპე ვერდის “ნაბუქო”-თი გაიხსნება. საოპერო სპექტაკლში მონაწილეობას 4 ქართველი შემსრულებელი მიიღებს – ნინო სურგულაძე, მადინა კარბელი, გიორგი გაგნიძე და მიხეილ შეშაბერიძე. მადინა კარბელი: “შემომაქვს წინადადება: არენა დი ვერონას ვანო სარაჯიშვილის სახელი მივანიჭოთ და ვერონა საქართველოს კულტურულ დედაქალაქად […]

მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში – ნაწილი II

მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში - ნაწილი II

”არტ ინფომ” კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესთავაზა 6-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც ცნობილი კომპოზიტორების საუკეთესო ნაწარმოებები ორიგინალურად იყო შერწყმული. ამჯერად გთავაზობთ მეორე ვიდეორგოლს, სადაც 31 კომპოზიტორის შემოქმედებაა გაერთიანებული, მათ შორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ჯუზეპე ვერდის, პეტრე ჩაიკოვსკის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰან შტრაუს II-ის, ჯონ ფილიპ სოუსას, ჯოაკინო როსინის, ანტონიო ვივალდის, ფრიდერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის, იოზეფ ჰაიდნის, იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის, ჟორჟ ბიზეს, ფერენც ლისტის, ედვარდ გრიგის, რობერტ შუმანის, ფელიქს […]

გვერდი 1 - 212