
– გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა? – ამბობდა მწერალი გურამ რჩეულიშვილი. “არტინფო” გთავაზობთ მწერლის ჩანაწერს, სადაც შემოქმედი საკუთარ თავს საკმაოდ საინტერესოდ და, რაც მთავარია, გულწრფელად ახასიათებს: “მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, “სტუდენტის სახე” არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს […]