ჭდე: გიორგი ქებურია

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები ქართველი დიზაინერების სამოსში

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები

მსოფლიოში ცნობილი მოდელი დები, ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები – ჯიჯი და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების თამუნა ინგოროყვას და ირაკლი რუსაძის სამოსით დაინტერესდნენ. პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ბელა ჰადიდს ირაკლი რუსაძის კოსტიუმი ეცვა, ხოლო ჯიჯი ჰადიდს თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი. ბელა და ჯიჯი ჰადიდები ქართველი დიზაინერების შემოქმედებას კარგად იცნობენ. ჯიჯის თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი პირველად არ აცვია. მის […]

სოლანჟ ნოულესი გიორგი ქებურიას სათვალით

გრემის მფლობელი მუსიკოსი და ხელოვანი Solange Knowles – სოლანჟ ნოულესი, ჟურნალ Surface Magazine-ის 2018 წლის პირველი გამოცემის ყდაზე მოხვდა. სოლანჟი მსოფლიოში ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ბიონსეს დაა. მან ფოტოგრაფ Andrew Zuckerman-ის ფოტოსესიისთვის ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალით იპოზიორა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქებურიას ორიგინალური სათვალეებით უცხოელი ვარსკვლავები ინტერესდებიან. სოლანჟ ნოულესამდე ქართველი დიზაინერის სათვალეებით […]

რიანა ქართველი დიზაინერით დაინტერესდა

უკვე აღარავის უკვირს, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიოში დიდ წარმატებებს აღწევენ და მათი სამოსით თუ აქსესუარებით მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ინტერესდებიან. გამონაკლისი არც რიანაა. ცნობილი მომღერალი ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალეებით მოიხიბლა და ფოტოსესიაში ჟურნალისთვის Dazed and Confused Magazine ამ აქსესუარით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ გიორგი ქებურიამ თავად გაავრცელა. ეს არ არის პირველი […]

ქართველი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეული სექტემბერში გაიმართება. იტალიური ვოგის ინფორმაციით, 21-დან 23 სექტემბრამდე 8 დიზაინერს ექნება საშუალება ვოგისა და სვაროვსკის ერთობლივ პროექტში მიიღოს მონაწილეობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილ დიზაინერებს შორის 2 ქართველი მოხვდა – გიორგი ქებურია და დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH. გიორგი ქებურია ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი კაბა ლედი […]

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსში

“არტ ინფო” რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი კეტი პერი ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი დიზაინერების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების სამოსში წარსდგა. ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი, ბელა ჰადიდი, რიანა – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით იწონებენ თავს. მათ არც ლედი გაგა ჩამორჩა და ქართველი დიზაინერის გიორგი […]

“საგანგაშო ამბავია!”

ნიაზ დიასამიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შსს-ს მიერ ორი რეპერის მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავებას აპროტესტებს: “საგანგაშო ამბავია! უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს! ძალა ერთობაშია! თავისუფლება რეპერებს! ხელოვნებას ვერ შებორკავ!”

ბერა დაკავებული რეპერების თემას ეხმაურება

მომღერალი ბერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ორი რეპერის – მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას ეხმაურება. მომღერალი, რომელმაც თავისი კარიერა სწორედ რეპერობით დაიწყო, დაკავებული მუსიკოსების გათავისუფლებას ითხოვს. ბერა: “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

პოლიციამ ორი რეპერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. […]