ჭდე: გიორგი კალანდია

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობს

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი დიდი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობს

სულ მალე ფრანკფურტში ქართული დამწერლობის გამოფენა გაიხსნება, სადაც სხვადასხვა უნიკალურ ექსპონატებთან ერთად პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული იქნება წარმოდგენილი. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ეს შესანიშნავი ხელნაწერი, ერთმა ოქრო გოგომ ირა ჭელიძემ საოჯახო რელიქვიებში აღმოაჩინა, მეუღლის მამას პოეტ გივი გეგეჭკორს ეკუთვნოდა, სახლში ჰქონდა, მაგრამ დიდხანს გულმა არ მოუთმინა და მუზეუმში მოიტანა…. ამით ხელნაწერი გარდაუვალ გაფუჭებას გადაარჩინა, […]

გინახავთ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წლით არის დათარიღებული და ის ხელოვნების სასახლის კოლექციაშია დაცული. გიორგი კალანდია, ისტორიკოსი: “პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. ქართული ანბანი. რომი. 1629 წელი. ხელოვნების სასახლის კოლექცია. არჩილ გელოვანის საჩუქარი. ემზადება ფრანკფურტში გამოსაფენად.”

უიშვიათესი ლუმიერების კამერა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

უიშვიათესი ლუმიერების კამერა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

გიორგი ვარსიმაშვილმა, რომელიც პარიზში სწავლობდა, ხელოვნების სასახლეს უიშვიათესი ლუმიერების კამერა ქართული კინოს 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გადასცა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “არ მინდა ძალიან პათეთიკურად გამომივიდეს, მაგრამ, აი, ასეთ ახალგაზრდებზე დგას საქართველო! ეს ყმაწვილი გიორგი ვარსიმაშვილია, პარიზში სწავლობდა, ძირითადად საქართველოშია, მაგრამ საფრანგეთში ხშირად ჩადის ხოლმე. ჰოდა, იქ რარიტეტულ ფოტოაპარატებს ყიდულობს. ასე შეაგროვა არც თუ […]

გიორგი კალანდია: “რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია”

მაქმანებიანი ბიჭუნას პორტრეტი ხელოვნების სასახლემ შეისყიდა

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შენაძენზე ავრცელებს ინფორმაციას და მის ნახვას ყველას ურჩევს: “რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია – ეს ულამაზესი მაქმანებიანი ბიჭუნა, ოდნავ ღიმილიანი და სევდიანი მზერით… ზუსტად ვინ არის ვერ გეტყვით, გამყიდველი ამბობდა ოლდენბურგელი პრინციაო, თუმცა აგრაფინას და კონსტანტინეს შვილი რომ ვერ იქნება ცხადია, რადგან ნახატს 1875 წელი უწერია თარიღად, […]

“დატკბით მისი აღმატებულება ქართული ანბანის სილამაზით”

ქართული ანბანის გამოფენა ოფენბახის მუზეუმში

საქართველოს ხელოვნების სასახლეში უკვე დაიწყო მზადება ოფენბახის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენის კატალოგის გამოსაცემად, უკვე დასრულდა დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ჩვენ ანბანით საქართველოს ისტორიას მოგიყვებით. შესანიშნავი პროექტი რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვახორციელებთ. დროდადრო კატალოგში შესატან ახალ ნიმუშებს გაგიზიარებთ, დატკბით მისი აღმატებულება ქართული ანბანის სილამაზით.” […]

ვის სურს ხელოვნების სასახლისთვის უმთავრესი ფუნქციის ჩამოშორება?

ვის სურს ხელოვნების სასახლისთვის უმთავრესი ფუნქციის ჩამოშორება?

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის იგივე ხელოვნების სასახლის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძალები, რომლებსაც სურთ იგი უმთავრეს ფუნქციას – შეინახოს, მოუაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კინოხელოვნებას ხელოვნურად ჩამოაშორონ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია ავრცელებს: “ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძალები, რომელთაც ძალიან სურთ ჩვენი […]

უნიკალური არქეოლოგიური ნივთები საქართველოდან გატანას გადაურჩა

უნიკალური არქეოლოგიური ნივთები საქართველოდან გატანას გადაურჩა

უნიკალური არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც საქართველოში პირად კოლექციაში ინახებოდა, ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გატანას გადაურჩა. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ორ უძვირფასეს არქეოლოგიურ ნივთზე გვიამბობს: “გაიცანით ეს ვაჟკაცი – ის ძველი საქართველოდანაა, კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის 7-6 საუკუნეებიდან. ნაყოფიერების ღმერთი ბრძანდება. მასთან მდგარი ჯიხვი კი, სავარაუდოდ, იმავე პერიოდის ევროპიდან უნდა იყოს. ეს უნიკალური არქეოლოგიური ნივთები უკვე ნახეს საქართველოს […]

იოსებ იმედაშვილი: “შენ ჩემობის დრო აღარ არის”

იოსებ იმედაშვილი

– უდიდესი განცდის ჟამია! ამას ყველა შეგნებული ადამიანი უნდა ჰგრძნობდეს და უზადო რწმენით ემსახურებოდეს ჩვენის ქვეყნის დაცვას აღყვავებას, წინსვლას! – სწორედ ასე წერდა საუკუნის წინ ქართველი მწერალი იოსებ იმედაშვილი. ისტორიკოსი გიორგი კალანდია მწერლის ჩანაწერს “ჟამი განცდისა” აქვეყნებს და დასძენს, რომ 100 წლის წინ ნათქვამი, საოცრად ჰგავს დღევანდელ რეალობას: “ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიაო, ჩვენზეა ნათქვამი. ჩვენი […]

უცნობი ამბები ერეკლე მეფეზე

დღემდე უცნობი ამბები ერეკლე მეფეზე

დღემდე უცნობი ამბები ერეკლე მეფეზე უკვე საჯაროა. ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გამოსცა წიგნი „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“. გამოცემაში შეტანილი ცნობების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ხელოვნების სასახლის ახალი გამოცემა „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“ გაყიდვაში გამოვიდა. ცნობები შეაგროვა, შესავალი და კომენტარები დაურთო გიორგი კალანდიამ. ცნობების აბსოლუტური უმეტესობა ქართველი მეცნიერებისა და […]

ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ

ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ

დაგვეთანხმებით, რომ ყველა ქვეყანას სჭირდება პატრიოტული სულისკვეთება, რადგან ეს ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. – ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ – ასე მიაჩნია ისტორიკოსს, ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას და მუზეუმის არქივიდან არაჩვეულებრივ ლექსს აქვეყნებს: “კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ლექსებს საქართველოს სკოლებში ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ! აუცილებელიცაა, ყველა ქვეყანას სჭირდება პატრიოტული სულისკვეთება! მაშ ასე, […]

გვერდი 1 - 812345ბოლო »