ჭდე: გიორგი ბახუტაშვილი

გიორგი ბახუტაშვილი ახალი გამოწვევის წინაშე

გიორგი ბახუტაშვილი

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ახალი გამოწვევის წინაშეა. “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაპოპულარულებული მსახიობი მაყურებელმა “ნიჭიერის” ჟიურიშიც იხილა, “იუმორისტულ გადაცემა “მეგობრებშიც” და “ცეკვავენ ვარსკვლავების” კონკურსშიც, სადაც გამარჯვებულიც გახდა. ახლა კი გიორგი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება, თუმცა სრულიად ახალ და განსხვავებულ ამპლუაში. ტელეკომპანია “იმედზე” “ღამის შოუ” იწყება. შოუს შემქმნელთა გადაწყვეტილებით, მისი წამყვანი სწორედ გიორგი […]

გიორგი ბახუტაშვილი მაყურებელს მნიშვნელოვანი განცხადებით მიმართავს

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი წელს “ნიჭიერის” ჟიურიშია. “ნიჭიერის” ახალი სეზონი 16 ოქტომბერს “იმედის” არხზე დაიწყება. მანამდე კი შოუს ავტორები მოკლე ჩანაწერს ავრცელებენ, სადაც გიორგი ბახუტაშვილი ქართულ საზოგადოებას მიმართავს: “მინდა ყველა თანამემამულეს და მთელ მსოფლიოს ვუთხრა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი!” – ბახუტა 16 ოქტომბერს ნიჭიერის სცენიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებით მიმართავს მაყურებელს.

“სრულიად ურცხვი”

ასე აფასებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს, რომელიც “იმედზე” გადასული “ნიჭიერის” ჟიურის წევრია რუსკა მაყაშვილთან, გიორგი ბახუტაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად. ნიკა გვარამია: “ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და […]

“ცეკვავენ ვარსკვლავები” გიორგი ბახუტაშვილმა მოიგო

“ცეკვავენ ვარსკევლავების” მეშვიდე საერთაშორისო სეზონის გამარჯვებული მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. ფინალში სულ შევიდა 147.495 მოკლე ტექსტური შეტყობინება და ხმათა უმრავლესობით 79.448 მოკლე ტექსტური შეტყობინებით პროექტი გიორგიმ მოიგო. შოუს დაძაბული 12 კვირა დასრულდა და ფინალში გამარჯვებისთვის გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა ბარგნარი და ირაკლი მაქაცარია და სალომე ჭაჭუა იბრძოდნენ. ჟიურიმ ორივე კონკურსანტი თანაბარი ქულებით შეაფასა. მაყურებლის გადაწყვეტილებით […]

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა მონაწილე ცნობილია

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება. შოუს პროდიუსერად კვლავ დაბრუნდა ნოე სულაბერიძე და მაქსიმალურად მრავალფეროვანი მონაწილეები შეკრიბა – მომღერლები, მოდელები, მსახიობები და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მოცეკვავეები. “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში იცეკვებენ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ევროპული ცეკვების ოსტატი ჯულიანა ბარგნარი; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი; კინოპროდიუსერი, უკრაინული რეალითი შოუს […]

გიორგი ბახუტაშვილის ახალი ამპლუა

გიორგი ბახუტაშვილი

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო. ცოტნე ცოტაშვილის როლმა მას არნახული პოპულარობა მოუტანა და გულშემატკივართა მთელი არმია შესძინა. სერიალის ახალ სეზონში გიორგი ბახუტაშვილი აღარ მონაწილეობს. “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებმა მიიჩნიეს, რომ ცოტნე ცოტაშვილმა საკუთარი თავი ამოწურა და მსახიობს დაემშვიდობნენ. გიორგი ბახუტაშვილი ხანმოკლე პაუზის შემდეგ ეკრანს კვლავ დაუბრუნდა, […]

რამაზ იოსელიანი გიორგი ბახუტაშვილის წინააღმდეგ

მსახიობი რამაზ იოსელიანი გიორგი ბახუტაშვილს დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება კოლეგის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. გიორგი ბახუტაშვილმა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს მიმართა: “მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო). ჰოდა მობრძანდით მეგობრებო მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ “მედეა” იმისათვის, რომ: […]

გიორგი ბახუტაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო საზოგადოებამ გახმაურებულ ქართულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებით გაიცნო. მსახიობი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გიორგი ბახუტაშვილი: “მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო). ჰოდა, მობრძანდით მეგობრებო მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ “მედეა” იმისათვის, რომ: როდესაც ვინმე ახსენებს ბუბა […]

გიორგი ბახუტაშვილი მამა გახდა

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც ფართო საზოაგდოებამ პოპულარულ ქართულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებით გაიცნო, მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, თაკო შოშიაშვილს პირველი შვილი შეეძინათ. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. ახალბედა მშობლებმა პატარას ბეა დაარქვეს. მსახიობი და მისი მეუღლე სოციალურ ქსელში მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს იღებენ.

გიორგი ბახუტაშვილი მამა გახდება

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობისთვის ცოტნე ცოტაშვილთან ასოცირდება სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”, მამა გახდება. მისმა მეუღლემ თაკო შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში ორსულობის ამსახველი ფოტოები უკვე გაავრცელა და უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილებიც მიიღო. თაკო შოშიაშვილმა და გიორგი ბახუტაშვილმა ერთმანეთი საერთო მეგობართან ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა გიორგი მხოლოდ თეატრში თამაშობდა და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი არ […]