ჭდე: გია ყანჩელი

სოფო ბათილაშვილი – ჯადოსნური გოგო

სოფო ბათილაშვილი - ჯადოსნური გოგო

18 წლის მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” მონაწილეა. სოფო ჟიურიმ და მაყურებელმა თავიდანვე მოიწონა და რაც გადაცემის პირდაპირი ეთერები დაიწყო, მომღერალმა უამრავი ერთგული მსმენელი გაიჩინა. სოფოს გამოსვლებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მის მიერ ქალაქური სიმღერების ტურში შესრულებული სიმღერა “იაგუნდი”. თუმცა არანაკლები მოწონება დაიმსახურა სოფოს მიერ ქართული მულტფილმების […]

გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” ასეთი შესრულებით ჯერ არ მოგისმენიათ

გია ყანჩელს ბრიუსელში ელოდებიან

გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” კომპოზიტორის შემოქმედების ერთ-ერთი გენიალური ნამუშევარია. ნაწარმოებს სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ცნობილი მომღერლები, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველაზე ტკბილი და უსაზღვროდ სასიამოვნოა. “პატარა თუთარჩელა” და მისი ხელმძღვანელი თამარ ბუაძე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას განსაკუთრებული სიფრთხილით და სიყვარულით ეკიდებიან. მომღერლებმა გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” სტამბოლის აეროპორტში კუთვნილი რეისის მოლოდინში შეასრულეს.  

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული “ხანუმა” უკრაინაში ტრიუმფატორია

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული "ხანუმა" უკრაინაში ტრიუმფატორია

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ უკრაინაში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა” ტრიუმფატორია. უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა. ეს უკრაინაში, წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში მონაწილეთა სიაა. უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი […]

ერეკლე დეისაძე: “მოითხოვენ, რომ ვიდეო ავიღო”

ერეკლე დეისაძე: "მოითხოვენ, რომ ვიდეო ავიღო"

ერეკლე დეისაძე და მისი შემოქმედება არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. მისი ახალი ნამუშევარი “ხალხური” მსმენელმა გააკრიტიკა და ვიდეოს აღება მოითხოვა. გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოები “საით მიდიხარ” ერეკლემ თავისებურად გადააკეთა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს მოარგო. “ხალხური” – ასე უწოდა მომღერალმა ნამუშევარს, რომლის მუსიკაც ერეკლე დეისაძეს და გია ყანჩელს ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე ილიკო სუხიშვილმა იმუშავა, ვოკალი ერეკლე დეისაძის […]

გია ყანჩელს ოპერაცია ჩაუტარდა

გია ყანჩელს ოპერაცია ჩაუტარდა

კომპოზიტორს და საქართველოს სახალხო არტისტს, გია ყანჩელს კატარაქტის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. კატარაქტის ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში, რომლის დროსაც ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით. ოპერაცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიშა ომიაძემ Centurion-ის ულტრათანამედროვე ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით შეასრულა. გია ყანჩელი: “ოპერაცია ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ყველა ასაკოვანი ადამიანი იმსახურებს […]

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: "კრიტიკოსებს მინდა ვკითხო"

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? […]

ბავშვების სათამაშოები გია ყანჩელის მუსიკით

გია ყანჩელს ბრიუსელში ელოდებიან

კომპოზიტორ გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” – ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულად ტკბილი და საყვარელი მელოდიაა. კომპანია “ჩიკატაიმ” ბავშვებისთვის სათამაშოების წარმოება დაიწყო. ხელით ნაკეთები ლამაზი სათამაშოები გია ყანჩელის მუსიკით გაართობენ პატარებს. “პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია!” – მიაჩნიათ იდეის ავტორებს და სწორედ ამიტომ, პატარებს პირველივე ჰანგებად ქართველი კომპოზიტორის ულამაზეს მელოდიას სთავაზობენ.

რობერტ სტურუას ოქროს ქორწილი

რობერტ სტურუას ოქროს ქორწილი

რეჟისორმა რობერტ სტურუამ ოქროს ქორწილი გადაიხადა. 50 წლიანი ქორწინების იუბილე მასთან ერთად კომპოზიტორმა გია ყანჩელმაც აღნიშნა. მეგობრებმა მეუღლეების და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში ოქროს ქორწილი თბილისში, ვენდისში იზეიმეს. რობერტ სტურუა: “50 წლის წინ მე და დუდანა დავქორწინდით. სხვათაშორის, გია ყანჩელი და ლიულაც! “ოქროს ქორწილი”.

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

„დიდოსტატთა კოლექცია“ ბათუმის კინოფესტივალზე

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო) გამოავლინა […]

სპეციალური პრიზი გია ყანჩელს

გია ყანჩელს ბრიუსელში ელოდებიან

არაერთი შედევრის ავტორს, კომპოზიტორ გია ყანჩელს სპეციალურ პრიზს გადასცემენ. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნას ქართველი კომპოზიტორი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. კინოფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, გია ყანჩელს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცემა.

გვერდი 1 - 3123