ჭდე: გერგეტის სამება

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამება თავისი სილამაზით და უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე‎ ია თაბაგარი ‎ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერგეტის სამებაში იატაკი აყრილია. სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეა. ია თაბაგარი: “მოგეხსენებათ გიდები და ტურიზმის დარგში მომუშავე ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს კუთხეებში და შესაბამისად ფლობენ ინფორმაციას ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. […]

გერგეტის სამება მსოფლიო ყურადღების ცენტრში

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული ძეგლი – გერგეტის სამება არაერთხელ მოხვდა უცხოური პრესის თუ ტელევიზიის ფოკუსში. იგი მსოფლიოს ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ – ტელეგრაფმა მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალში შეუყვანა. ყაზბეგში მდებარე უნიკალური ქართული ტაძარი უცხოელებზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი იტალიური ჟურნალის ფოტოს აქვეყნებს, სადაც გერგეტის სამება და სვანური კოშკი კავკასიის უძვირფასეს სამკაულებად არის […]

“ვინ გასცა თანხმობა ამის მშენებლობაზე?”

საქართველოში მშენებლობების ბუმია. დედაქალაქსა თუ ქვეყნის ნებისმიერ რეგიორნში გამალებული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი რეგიონი ყაზბეგია. ისტორიკოსი ვლას ვაწაძე სტეფანწმინდაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან მიმდინარე მშენებლობა გერგეტის სამებას დაფარავს. ვლას ვაწაძე: “სტეფანწმინდა. ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან შენდება სავარაუდოდ კაფე, ან სასტუმრო, ყოველ შემთხვევაში ამ ფოტოდან […]

ისტორიული აღმოჩენა გერგეტის სამებაში

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამება ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური ძეგლია. ის ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალში შეიყვანა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ ისტორიას იხსენებს, რომელსაც “ნინოობას მოსაყოლ ამბავს” უწოდებს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “ნინოობას მოსაყოლი ამბავი: 2005 თუ 2006 წელია გერგეტის სამებაში რესტავრატორები მუშაობენ, სიახლეს არაფერს ველით […]

გერგეტის სამება ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალშია

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

საქართველო და მისი ღირსშესანიშნაობები სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ბრიტანულმა გამოცემა telegraph-მა გერგეტის სამება მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალში შეიყვანა და მას მეექვსე ადგილი მიაკუთვნა. საუკეთესოდ დასახელებულ ეკლესიათა ჩამონათვალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის 23 ეკლესიაა გაერთიანებული. ბრიტანული გამოცემა გერგეტის სამებას ასე აღწერს: “სწორედ ის გარემო, რომელიც ულამაზესი სიმწვანით და თეთრი, დათოვლილი კავკასიური მთების ნაზავით გამოირჩევა, გერგეტის სამების ეკლესიას […]