ჭდე: ევროვიზია

“ირიაო” ევროვიზიას გამოეთიშა

"ირიაო" ევროვიზიას გამოეთიშა

“ევროვიზია 2018”-ის მეორე ნახევარფინალში 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და მათგან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავიდა. ნორვეგია, რუმინეთი, სერბეთი, სან მარინო, დანია, საქართველო, რუსეთი, მოლდოვა, ნიდერლანდები, ავსტრალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ლატვია, შვედეთი, მონტერნეგრო, სლოვენია და უკრაინა – ამ ქვეყნების კონკურსანტებმა იმღერეს ევროპელი მსმენელისთვის და რჩეულთა შორის მოსახვედრად ყველაფერი გააკეთეს. მეორე ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდნენ – სერბეთი, მოლდოვა, […]

ნათია თოდუას გერმანული ტრიუმფი გრძელდება

ნათია თოდუას გერმანული ტრიუმფი გრძელდება

გერმანული ”ვოისის” ქართველი გამარჯვებულის, 21 წლის ნათია თოდუას ტრიუმფი გრძელდება. აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი პროექტში გამარჯვების შემდეგ, ფინალისტებთან და ორ ნახევარფინალისტთან ერთად გერმანიის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს გამართავს. გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ აქტიურად განიხილება ევროვიზიაზე გერმანიის სახელით ნათია თოდუას გამოსვლა. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქართველი მომღერლის სახელს უკავშირდება, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის კოკა კოლა-ს კორპორაციული საღამოა, […]

“არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ…”

თაკო გაჩეჩილაძე გაქურდეს

მომღეარლი და თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი თაკო გაჩეჩილაძე წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენდა. ქართველმა კონკურსანტმა ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალში იმღერა, მაგრამ ფინალში ვერ გადავიდა და კონკურსს გამოეთიშა. თაკომ გულშემატკივრებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა: “ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძალიან მაგრად მეცინება და არც თქვენ არ მოიწყინოთ და […]

“გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია!”

ეკა კვალიაშვილი: "ყოჩაღ, ჩემს გაძლებას!"

– გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია! ეს ცნობილი ფაქტია! – აცხადებს მომღერალი ეკა კვალიაშვილი. მომღერლის ასეთი განცხადება შემთხვევითი არ არის. მას მიაჩნია, რომ ხელოვნება ყველაზე ხელშეუხებელი უნდა იყოს და არანაირი პოლიტიკა მასში არ უნდა ერეოდეს. ეკა კვალიაშვილი ევროვიზიის კონკურსს ეხმაურება და თავის კოლეგებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლის თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას აფასებს. ეკა კვალიაშვილი:  – “ევროვიზია” – ჩვეულებრივი, პოლიტიკური, […]

სტეფანე ევროვიზიის წინააღმდეგ

სტეფანე საქართველოდან მიდის

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე საქართველოს ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც, ევროფესტივალის წინააღმდეგ გამოდის. სტეფანე: “ევროვიზია არის არაფრის მომცემი, ნერვების მომშლელი კონკურსი, მაგრამ ვისაც უნდა – გაუმარჯოს, უბრალოდ წესებში უნდა გაერკვეს. ეს არის სიმღერის კონკურსი და არა კივილ-წივილის და ფსიქოდელიკის. სიმღერა […]

ანი კეკუა და ანჩო დოლიძე ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშნენ

ანი კეკუა და ანჩო დოლიძე ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშნენ

მომღერლები ანი კეკუა და ანჩო დოლიძე ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს გამოეთიშნენ. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 26 კონკურსანტი მონაწილეობს. მათი შესრულებით სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერები უკვე საჯაროა და მოსმენა ყველას შეუძლია. კონკურსანტების სრული სია ასეთია: ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი – ედიშერ ლომაძე) გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი – გიორგი ჩიქოვანი) დავით შანიძე, […]

გაუგებრობა ევროვიზიის გარშემო

ევროვიზია 2016-ის ქართველი კონკურსანტი ცნობილია

წლევანდელი ევროვიზია შვედეთში გაიმართება. ევროვიზიის ფინალს სტოკჰოლმი 14 მაისს უმასპინძლებს. ფინალამდე რამდენიმე თვით ადრე, მასში მონაწილე ყველა ქვეყანამ გამოავლინა ის კონკურსანტი, რომელიც ევროფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ევროვიზიაში მონაწილე ქვეყნებიდან, გაუგებრობა სომხეთის კონკურსანტთან დაკავშირებით მოხდა. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს ამ ქვეყანას ევროფესტივალზე სერობ არჯემანიანი წარადგენდა სიმღერით HAYASTAN-ს, რომელიც ცნობილი ქართული სიმღერის “ყვავილების ქვეყანა” გადაკეთებული ვერსიაა. სიმღერაზე […]

ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა

ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა

გერმანული რეიტინგის მიხედვით ნინა სუბლატი 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტებს შორის პირველ ადგილზეა. გერმანული შოუს “Songcheck” ექსპერტებმა 2015 წლის ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის სიმღერები განიხილეს. შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება კომპეტენტური ექსპერტების აზრს და ინტერნეტგამოკითხვას, გაირკვა რომ ნინა სუბლატი ლიდერობს და მისი საშუალო მაჩვენებელი 8, 85 ქულას შეადგენს. ნინამ მსმენელების ხმის მიცემის შედეგად – […]

ტომას გეისონი სიმღერის Warrior არანჟირებაზე იმუშავებს

ტომას გეისონი სიმღერის Warrior არანჟირებაზე იმუშავებს

საქართველოს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნინა სუბლატი წარადგენს სიმღერით Warrior. საქართველოს საკონკურსო სიმღერის არანჟირებაზე ტომას გეისონი იმუშავებს. ტომას გეისონი შვედი კომპოზიტორი და პროდიუსერია. 1998 წლიდან ის არის სტუდია ტომას გეისონის წარმომადგენელი და ამ კომპანიის ოფიციალური კომპოზიტორი. ტომასი დიდი პოპულარობით სარგებლობს მუსიკალურ წრეებში, განსაკუთრებით კი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მხარდამჭერებში. ის მრავალი ჰიტის ავტორია. ტომასს დაწერილი […]

საშა ჟან ბაპტისტი ევროფესტივალის ქართველი მონაწილის რეჟისორია

საშა ჟან ბაპტისტი ევროფესტივალის ქართველი მონაწილის რეჟისორია

2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან ნინა სუბლატთან რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი იმუშავებს. საშა ჟან ბაპტისტი – შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი, სკანდინავიაში ყველაზე პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალის ორგანიზატორი, არაერთი მუსიკალური ტურნეს სცენოგრაფი და სამხატვრო დიზაინერია. ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელსაც თავად საშა ხელმძღვანელობს 2004 წლიდან მოღვაწეობს. ეს ჯგუფი მუშაობდა ისეთი ცნობილი მომღერლების მუსიკალური ტურნეების […]

გვერდი 1 - 212