ჭდე: დუტა სხირტლაძე

“რა მარაზმია ეს?” – ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"რა მარაზმია ეს?" - ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

სპეცრაზმმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელოვანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. პეტრე კოლხი, პოეტი: “კვირაზე მეტია კლუბურ ნარკოტიკზე ვწერ… კვირაზე მეტია ჩვენი ქალაქი მკვდართა საცხოვრებელს დაემსგავსა… რამდენი ახალგაზრდა შეიწირა ვიღაცის ინტერესით გავრცელებულმა საწამლავმა… იცი რა გამახსენდა?! ცხენს ვერ მოერივნენ და უნაგირს ამტვრევდნენო… თუ სათავეში იქნებიან ამ ყველაფრის რეჟისორები, […]

გადაცემაში “ცოდნა ფულია” 25 ათასი ლარი გათამაშდა

გადაცემაში "ცოდნა ფულია" 25 ათასი ლარი გათამაშდა

გადაცემაში “ცოდნა ფულია”, რომლის წამყვანიც მსახიობი დუტა სხირტლაძეა, უმღალესი ფულადი პრიზი – 25 ათასი ლარი გათამაშდა. სოლიდური თანხა თავისი ცოდნით 24 წლის ლაშა სამჭკუაშვილმა მოიგო. მან თამაშის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და პასუხი გასცა მთავარ შეკითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: – ოპიორფინი არის მორფინზე რამდენჯერმე ძლიერმოქმედი ნივთიერება, რომელიც პირველად გამოყვეს ადამიანის: ა) ცრემლიდან; ბე) ლიმფიდან; ცე) […]

დუტა სხირტლაძის ახალი გამოწვევა

დუტა სხირტლაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა და პედაგოგობა დაიწყო. კინომსახიობთა თეატრის მსახიობის გოგა პიპინაშვილის მიერ დაარსებულ ხელოვნების ცენტრ “არტ ჰოლში” დუტამ ჯგუფის აყვანა გადაწყვიტა. იგი 12-დან 15 წლამდე მოზარდებს თეატრს, კინოს და TV-SHOW წამყვანის პროფესიას შეასწავლის.

მორიგი გამარჯვება პროექტში “ცოდნა ფულია”

მორიგი გამარჯვება პროექტში "ცოდნა ფულია"

პროექტში “ცოდნა ფულია” ყველას ეძლევა შანსი მოიგოს იმდენი, რამდენიც იცის. გადაცემის წამყვანი დუტა სხირტლაძე მაქსიმალურად ცდილობს მოუხსნას დაძაბულობა მოთამაშეებს და სწორი პასუხის პოვნაში ხელი შეუწყოს. გადაცემაში მორიგი გამარჯვება დაფიქსირდა. მოთამაშე გიორგი ჭეიშვილმა ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა, გადამწყვეტ კითხვასაც სწორად უპასუხა და 26.100 ლარი მოიგო. გამარჯვების მომტანი შეკითხვა კი ასე ჟღერდა: – რა ერქვა მონეტას ძველ […]

13 წლის მოცეკვავემ ჟიური აატირა

13 წლის მოცეკვავემ ჟიური აატირა

“შენ შეგიძლია ცეკვა” – ასე ეწოდება ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადის. შოუში მონაწილეობს ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ცეკვა შეუძლია და პროექტში მონაწილეობის ღირსია, თუმცა ამას ჟიური წყვეტს დუტა სხირტლაძის, სალომე ჭაჭუას, ზაკ რისის და ნათია რთველიაშვილის შემადგენლობით. ჟიურის წინაშე 13 წლის კონკურსანტი ნიტა ლომიძე წარსდგა, რომელმაც მეგი გოგიტიძის სიმღერაზე იცეკვა. ის ქორეოგრაფ […]

დუტა სხირტლაძე მოძრაობის თეატრში

დუტა სხირტლაძე მოძრაობის თეატრში

20 მარტს, 21 საათზე მოძრაობის თეატრში ყოველკვირეული, ტრადიციული საღამო “რეჩიტატივი ქალაქში” გაიმართება. ეს არის ყოველკვირეული საღამო მოძრაობის თეატრში, სადაც დასწრება თავისუფალია. მასში მონაწილე ხელოვანები ცოცხალი მუსიკის თანხლებით კითხულობენ ლექსებს და ყვებიან ქალაქურ ისტორიებს. პროექტში ჩართულები არიან კახა ბაკურაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნიკოლაძე და ირაკლი მენაღარიშვილი. ყოველ კვირას მათ სპეციალური სტუმარი ჰყავთ. ამ კვირას პროექტის სტუმარი […]

დუტა სატელევიზიო ეთერს უბრუნდება

დუტა სატელევიზიო ეთერს უბრუნდება

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, მსახიობი დუტა სხირტლაძე სატელევიზიო ეთერს უბრუნდება. ტელეკომპანია “იმედის” გადაწყვეტილებით, სულ მალე დაიწყება ინტელექტუალური შოუ, რომელსაც დუტა სხირტლაძე გაუძღვება და მის მიერ წაყვანილ გადაცემათა რიცხვს კიდევ ერთი შეემატება. „ცოდნა ფულია“ – ასე ეწოდება ერთსაათიან სახალხო შოუს და ვიქტორინას. მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს 16 წელს ზევით. 13 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში […]

დუტას თანაწამყვანი ცნობილია

დუტა ახალი პროექტით ბრუნდება

The Voice საქართველოს პროდიუსერები თანდათან ამხელენ იმ ადამიანთა ვინაობას, ვინც პროექტის მესამე სეზონზე იმუშავებენ. ჟიურის ოთხივე წევრის წარდგენის გარდა, მათ საზოგადოებას შოუს წამყვანი, იმედის სახე, დუტა სხირტლაძეც წარუდგინეს. მისი თანაწამყვანის ვინაობა კი საიდუმლოდ დატოვეს. ამჯერად The Voice საქართველომ დუტას თანაწამყვანის ვინაობაც გაამხილა. ის ეკა ამირეჯიბი იქნება. ეკა მაყურებელმა რუსთავი 2-ის დილიის გადაცემიდან “დილა მშვიდობისა საქართველო” […]

დუტა ახალი პროექტით ბრუნდება

დუტა ახალი პროექტით ბრუნდება

მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე ახალ სატელევიზიო სეზონზე ახალი პროექტით ბრუნდება. “ცეკვავენ ვარსკვლავების” და “ორი ვარსკვლავის” შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის” სახე კიდევ ერთ შოუს წაიყვანს. “იმედის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დუტა “The Voice საქართველო”-ს წამყვანი იქნება. ის პროექტის პირველი სეზონის წამყვანიც იყო. ამჯერად კი მესამე სეზონის წამყვანობა მოუწევს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება შოუს მეორე წამყვანი და დუტას […]

დუტა სხირტლაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

დუტა სხირტლაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

მსახიობ დუტა სხირტლაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ჟურნალისტი თინა თაყაძე მსახიობისგან მოითხოვს გორელ ხალხს ბოდიში მოუხადოს: “ბატონ დუტა სხირტლაძეს ვურჩევ, ბოდიში მოუხადოს გორელებს! გუშინ გადაცემა „იმედის კვირაში” მან ისაუბრა გორელების სტალინისადმი დამოკიდებულებაზე. და აღნიშნა, რომ სტალინი მხოლოდ იმიტომ უყვართ, რომ ის უბრალოდ გორელი იყო და სხვა მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის… მან ამ თავისი […]

გვერდი 1 - 212