ჭდე: დედა ენა

“დედა ენა! დედა ენა!” – რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს

"დედა ენა! დედა ენა!" - რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ ათასობით ადამიანი დაიძრა. საქართველოს მოსახლეობამ არ მისცა საშუალება საბჭოთა კავშირს, საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა გაეუქმებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ”უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო […]

“ვინც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მომხრეა…”

იაკობ გოგებაშვილი

რეჟისორი მაკა ბურდული სრულ მობილიზაციას აცხადებს და იაკობ გოგებაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის განხორციელებას იწყებს: “სრული მობილიზაცია: ყველა, ვინც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მომხრეა და უნდა 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტში ჩართული იყოს, გატყობინებთ: ერთმა გულანთებულმა ქართველთა ჯგუფმა, მგზავრობა დაუფინანსა და ჩამოდის უცხოელი ოპერატორი. წინასწარ მადლობა დიდი ვინც კვლავაც დახმარებას გადაწყვეტს. პირველი ეტაპი 19-24 იანვარს იწყება. […]

დააბრუნეთ იაკობ გოგებაშვილის დედა ენა!

იაკობ გოგებაშვილის დედა ენამ თაობები გამოზარდა და ქართულად წერა და კითხვა ათასობით ადამიანს ასწავლა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს წიგნი სულ სხვა გამოცემებით ჩანაცვლდა. მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, უნდა დაბრუნდეს თუ არა იაკობ გოგებაშვილის დედა ენა საჯარო სკოლებში. საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე სპეციალური მანიფესტი გავრცელდა, სადაც ხელისმომწერნი მოითხოვენ დაბრუნდეს […]