ჭდე: ბესო კუპრეიშვილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრებიან. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი: „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), […]

მოზარდმაყურებელთა თეატრი უკრაინაში წავიდა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი უკრაინაში წავიდა. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი“ წარმოდგენილი იქნება უკრაინის ორ ქალაქში ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. მოზრდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი 19-23 მაისს ვინიცასა და პოლტავაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე „პადოლსკური თოჯინა“ და „გზამკვლევი ვარსკვლავი“ წარსდგება. „სევილიელი დალაქი“ 2014 წელს ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „პატარა ქალბატონები, პატარა ჯენტლმენები“ მონაწილეობდა.