ჭდე: BBC

საქართველო და თბილისი შერლოკის ახალ სერიაში

ტელეკომპანია BBC-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი “შერლოკი” ახალი წლის პირველივე დღეებში მეოთხე სეზონით დაბრუნდა ეთერში. მეოთხე სეზონის პირველ სერიაში მთავარი აქცენტი საქართველოსა და თბილისზე გაკეთდა. სერიალში ჩანს ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშაც. სცენარის მიხედვით, მთავარი მოვლენები წარსულში თბილისში განვითარდა და მთელი სერიის განმავლობაში საქართველო და თბილისი ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები. მეოთხე სეზონის მეორე და მესამე სერია […]

გორის ქალთა კამერული გუნდი BBC-ზე

გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპაში საკონცერტო ტურნეს მართავს. პირველი კონცერტი 28 ოქტომბერს ფრანკფურტში გაიმართება, რასაც მოჰყვება კონცერტები ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტურინში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში… გორის ქალთა კამერული გუნდი კონცერტებს ევროპაში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალთან ქეთი მელუასთან ერთად ჩაატარებს. საკონცერტო ტურნეს დაწყებამდე ქეთი მელუა ტელეკომპანია BBC-ის გადაცემა Sunday […]

საქართველოს დროშა შერლოკის მეოთხე სეზონში

ტელეკომპანია BBC-ის გახმაურებულ სერიალს “შერლოკი” ათასობით გულშემატკივარი ელოდება. BBC მეოთხე სეზონის სამ სერიას მაყურებელს 2017 წელს შესთავაზებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გადაღებები ჯერ არ დასრულებულა, მისმა შემქმნელებმა ოფიციალური თიზერ ტრეილერი უკვე გაავრცელეს. ერთი დღის წინ გავრცელებულ ტრეილერს მილიონობით ნახვა და ათასობით მოწონება აქვს. 1:31 წუთიან ვიდეორგოლში სერიალის მთავარი გმირები და უმნიშვნელოვანესი მომენტებია გაერთიანებული. 0:34 წამზე […]

ალი და ნინო BBC-ის ობიექტივში

ბრიტანული BBC-ის ობიექტივში ალი და ნინო მოექცა. ტელეკომპანიამ სპეციალური ვიდეორეპორტაჟი მოამზადა აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი-ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაზე. მათი სიყვარულის ისტორია საფუძვლად დაედო ახალ ბრიტანულ ფილმს, რომლის დირექტორიც ასაფ კაპადია. ის თავად მოუყვა ბიბისის ჟურნალისტს ფილმის გადაღების პროცესზე. “ალი და ნინო” უკვე შეაფასეს ამერიკულ კინოფესტივალზე “სანდენსი”. “დღეს ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია იმის ფონზე, […]

განახლებული ოპერა BBC-ის ობიექტივში

6 წლიანი მოლოდინის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. განახლებულ შენობაში ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” იქნა წარმოდგენილი. ქართულ მედიასაშუალებებთან ერთად, ამ მოვლენით უცხოური ტელევიზიებიც დაინტერესდნენ. მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეკომპანიამ BBC-მ განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრზე სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტმა თეატრის ისტორია მოკლედ მიმოიხილა, მნიშვნელოვან ეტაპებზეც ისაუბრა და მისი რეაბილიტაციისთვის […]