ჭდე: შარლ აზნავური

სასიხარულო ამბავი ხატია ბუნიათიშვილზე

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფრანგულმა არხმა FRANCE 2 შარლ აზნავურთან ერთად გადაცემაში მიიწვია. როგორც ხატიას დედამ ნატალი ბუნიათიშვილმა განაცხადა, ამ გადაცემას რეკორდული რეიტინგი ჰქონდა: “მინდა გაგახაროთ ხატიას კეთილისმსურველები – დილით ვიღვიძებ და ვგებულობ ასეთ სასიხარულო ამბავს: გუშინ ფრანგულ არხზე ხატიას გამოსვლას ჰქონდა გადაცემის რეკორდული რეიტინგი – 6 მილიონი მაყურებელი!” გადაცემა იხილეთ აქ:

ხატია ბუნიათიშვილი და შარლ აზნავური ფრანგულ გადაცემაში

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს და ცნობილ მომღერალ შარლ აზნავურს საფრანგეთის ტელევიზიამ FRANCE 2 გადაცემა მიუძღვნა. შარლ აზნავურმა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე ისაუბრა, განაცხადა, მამაჩემი საქართველოდან იყოო, არც მისი მეგობარი სერჟ დავრიშევი დავიწყნია. მომღერალმა გაიხსენა საქართველოში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ახალციხეში გაიმართა. გადაცემის წამყვანმა მეორე სტუმრად პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მოიწვია, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით კიდევ […]