ჭდე: ქეთი დოლიძე

“მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით!”

ამ განცხადებას კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე აკეთებს და თავის განცხადებას ასე განმარტავს: “გილოცავთ! მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით! აღდგომის შემდეგ გავიგებთ! მინისტრმა რაღაც ისეთი განაცხადა, ვერც თავს გაუგებ და ვერც ბოლოს, მაგრამ არსი ასეთია: ჩვენ კი გადმოგიგდებთ რაღაცას და დანარჩენს თქვენ მიხედავთო?!?! ნახეთ, მოუსმინეთ რას ამბობს და თუ ვერ გაიგებთ, […]

ელენე მაცხონაშვილი ქეთი დოლიძის წინააღმდეგ

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს უპირისპირდება და საჯაროდ ღია წერილით მიმართავს: “მე უკვე დიდი გოგო ვარ და თქვენი “კუკარაჩა” ნანახი მაქვს! ვიცი, ბევრს დავწერ. მერე გამახსენდება, რომ ვრცელ წერილებს აღარ კითხულობენ და შევამოკლებ… ამიტომ რეზულტატი დარედაქტირებული იქნება. […]

“რამდენი ხნით გავაჩეროთ კულტურა საქართველოში?”

– მოვითხოვ, გამოაქვეყნოთ სია, თუ ვის რამდენი მოაჭერით, წაართვით, ვის უყიდეთ სქელი და ვის წვრილი ქამრები შემოსაჭერად!!!! თუ ასე გაუჭირდა ქვეყანას და ასე დავიქეცით, გვითხარით და ჩვენ 5 მილიონს ნუ იხდით საერთო ჯიბიდან “აეროსმიტში”! – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე: “როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი “პატივისცემა” კულტურის სამინისტროს მიმართ, როდესაც იმის მერე, რაც ჩვენ მოგვაჭერინა ქამრები, ახლა […]

ხმამაღლა ვაცხადებ – ნაძირალაა!

მსახიობ გია როინიშვილის და რეჟისორ ქეთი დოლიძის დაპირისპირება პიკს აღწევს. ორივე მხარეს თავისი ბრალდებები და არგუმენტები აქვს, რომლებსაც მოწინააღმდეგეს უყენებს. გია როინიშვილის გაღიზიანება ქეთი დოლიძის ინტერვიუმ გამოიწვია და მსახიობმა მას სახალხოდ ნაძირალა უწოდა: “ვუსმინე ქეთი დოლიძის ინტერვიუს ,,იბერიაზე” – ხმამაღლა ვაცხადებ პირველად, (სახალხოდ) – ნაძირალაა! რის სასამართლო?! რის სამართალი?! ცალფეხზე ჰკიდია… ეს დედაკაცი მორალიდან და […]

“გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად”

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თეატრიდან გაშვებულ გია როინიშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქეთი დოლიძე: “გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად: სტრასბურგამდე რომ ვიარო, დავამტკიცებ, რომ ადამიანი, რომელიც 6 წელი არ დადგა თეატრის სცენაზე და არ უთამაშია არცერთი სპექტაკლი, იღებდა ურცხვად ხელფასს და არ სცხვენოდა ამისი, თეატრში არ უნდა დაბრუნდეს. იმ თეატრში, რომელსაც უღალატა. […]

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო ისევ მოუგო

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაშვებულმა მსახიობმა გია როინიშვილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო კიდევ ერთხელ მოუგო. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა: “როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ. მოგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო……. თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ […]

“ახლა ვზივართ და თავს ვიკლავთ…”

რეჟისორი და კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ქეთი დოლიძე საქართველოს მთავრობის მიერ ოპტიმიზაციის საკითხს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტის ჩინოვნიკის მოთხოვნას ასაჯაროვებს. ქეთი დოლიძე: “არცერთ ჩინოვნიკს არ მოაკლდა ხელფასიდან არც ერთი თეთრი!!! უბრალოდ თავისივე კოლეგები გაუშვეს სახლში! თვითონ არ მოიკლეს არც ერთი თეთრი! მოგვაკლდა მარტო თეატრებს! ახლა ვზივართ და თავს ვიკლავთ და მართლა გვეტირება!!!! არცერთ ადამიანს […]

“მომავალი თაობის უნდა გრცხვენოდეს”

მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ 35 მსახიობთა ჩამონათვალშია, რომლებიც თეატრიდან გაუშვეს. მსახიობის ინფორმაციით, მათგან 15 ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ ასმათ ტყაბლაძეს ქეთი დოლიძემ ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელი უწოდა. მსახიობი რეჟისორის ბრალდებას ასე გამოეხმაურა: “საწყენია, რომ ეს მოხდა, მაგრამ მაინც პასუხი უნდა გავცე ქეთი დოლიძეს! ,,ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”, მაგრამ შენ ჩემს […]

დაპირისპირება ქეთი დოლიძესა და ასმათ ტყაბლაძეს შორის

რეჟისორი ქეთი დოლიძე მარჯანიშვილის თეატრის ყოფილ მსახიობს ასმათ ტყაბლაძეს უპირისპირდება და ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელს უწოდებს. ქეთი დოლიძე: “არარაობა, თახსირი დედაკაცი ასმათ ტყაბლაძე – ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელი! არასდროს არავისთან არ ვჯდები ეთერში. რომ მცოდნოდა, რომ “იბერია” ასეთ “სიურპრიზს” მომიმზადებდა, არ შევიდოდი ეთერში. ასმათ ტყაბლაძე არის ნაძირალა, მევახშე, გათახსირებული ადამიანი, მასავით თახსირ ნათელაშვილის ფულის მონა! ორი რესტორნის […]

გადაუღებელმა წვიმამ კინომსახიობთა თეატრს პრობლემები შეუქმნა

კოკისპირულმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. გამონაკლისი არც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრია. გადაუღებელმა წვიმამ თეატრს პრობლემები შეუქმნა. სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სპეციალური ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორი დიდი თავსატეხია ყოველი წვიმა კინომსახიობთა თეატრისათვის. ამინდის გაუარესებასთან ერთად, თეატრში წყალი ჩადის. ჭერიდან ჩამოსულ წყალს კი თანამშრომლები სათლებში აგროვებენ: “ეს ხდება თუმანიშვილის თეატრში! ყველგან!”