ჭდე: ქეთევან კიკნაძე

“ჩემს კოლეგებს მივმართავ”

– ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა დამსახურება გაქვთ აღარ კითხულობთ? – ეკითხება მსახიობი ქეთევან კიკნაძე თავის კოლეგებს. ქეთევან კიკნაძე: “მე ჩემს კოლეგებს მივმართავ – იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში ტრანსფარანტებით გადის ბიძინას საწინააღმდეგოდ და ბიძინას დახმარებას იღებს! ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა […]

“გაფრთხილდით, ქალებო!”

– ამას ვწერ ქალების გასაგონად, გაფრთხილდით! – აცხადებს მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ხელოვანი ქალბატონებს მიმართავს და მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ქეთევან კიკნაძე: “ქალი მძღოლების საყურადღებოდ….. ბაზრიდან სახლში ვბრუნდებოდი, ტაქსისტმა გამაჩერა, ვკითხე, რაშია საქმე მეთქი, კაპოტს თავი ახადა, რაღაც შლანგს მოუჭირა ხელი და მითხრა, წყალი ადუღდაო. მე გამიკვირდა, ვინაიდან არ იყო სიცხე. მითხრა რაღაც […]

“ჩემი ვარსკვლავი ჩემი ფილმებია”

მსახიობი ქეთევან კიკნაძე ქართველი ხელოვანებისთვის ვარსკვლავების გახსნის თემას ეხმაურება და ხმამაღლა აცხადებს, რომ მისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა ამ დრომდე არავის გახსენებია. ქეთევან კიკნაძე: ”არავის გახსენებია ჩემი ვარსკვლავის გახსნა! მე კი ეგ ნაკლებად გულს მტკენს, რადგან ჩემი ვარსკვლავი, ჩემი ფილმებია. სხვებივით არც განცხადება არ მიწერია და არ მიკივლია და მიტირია. ვის სჭირდება მხოლოდ მე? ამიტომ არ […]

“რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ უნდა წახვიდე…”

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე შობის დღესასწაულზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მის თეატრსა და კინოში ნახევარსაუკუნოვან მოღვაწეობას ეხება და სევდიანი დასასრული აქვს. ქეთევან კიკნაძე: “რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ შენ, ფაქტიურად უნდა წახვიდე, რა ხასიათზე დადგები. ნახევარი საუკუნე ვემსახურე ქართულ თეატრსა და კინოს, ასევე ჩემი კოლეგები, თ.არჩვაძე, ანთაძე, გოგიჩაიშვილი, სხირტლაძე, ბერიკაშვილი და კიდევ სხვები. მერე ვიღაც […]

“ბრავო რუსთაველის თეატრს!”

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე თეატრებში შექმნილ ვითარებას აფასებს და რუსთაველის თეატრის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ქეთევან კიკნაძე: “ბრავო რუსთაველის თეატრს! ყოჩაღ რობიკო, მსახიობებს ხელფასი არ დააკლეს. ის მსახიობები, რომლებიც ვეღარ თამაშობენ, დაავადებულია ზოგი, ისინიც კი შეინახა. შენი გვარი და სახელი, ოქროს ასოებით შევა ქართული თეატრის ისტორიაში და არა მარტო მაგისათვის. შენი […]

პაოლო იაშვილის სახლი ინგრევა

ცისფერყანწელების ერთ-ერთი წევრის პაოლო იაშვილის სახლი ინგრევა. შენობა თბილისის შუაგულში – სოლოლაკშია განთავსებული. პაოლო იაშვილის 7 ნომერში სულ სამი მაცხოვრებელია. ერთ-ერთ ბინაში ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმია განთავსებული. ინფორმაციას სახლის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე ავრცელებს: “მივმართავ მთაწმინდის რაიონის, კერძოდ, სოლოლაკის გამგებელს! გთხოვთ, გაგვირემონტოთ სადარბაზო, აქ გიგა ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმია, სულ სამი […]

“ეს რა უბედურებაა”

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე თავისი პროფესიის გარდა, თავისი ქალაქის და სამშობლოს ერთგულიცაა. ხელოვანი ყოველთვის იმას ამბობს, რაც სიმართლედ მიაჩნია და თავის მოსაზრებებსაც არგუმენტირებულად ამტკიცებს. ქეთევან კიკნაძის ერთ-ერთი სატკივარი თბილისი და დედაქალაქში გაჩაღებული დაუსრულებელი მშენებლობებია: “რა მშენებლობაა გაჩაღებული, ეს არასდროს არ ყოფილა, ქალაქი ჩაიხუთა. მთაწმინდა გადაიღობა მთლიანად. იქიდან შემოდიოდა ჰაერი, ჩაიკეტა. შეჩერდით ხალხნო! […]

“შენ რა არ დაბერდები? არ დაგიდგება განსაცდელი?”

მსახიობი ქეთევან კიკნაძე საზოგადოებას მიმართავს და მეტი დაფიქრებისა და დაკვირვებისკენ მოუწოდებს. გიგა ლორთქიფანიძის მეუღლისთვის კატეგორიულად მიუღებელია შეუფერებელი მიმართვა ხანდაზმული ადამიანის მიმართ, რადგან ასეთი ქცევა მის ღირსებაზე ლაპარაკობს. ქეთევან კიკნაძე: “როდესაც მოწინააღმდეგეს ესაუბრები, შენი ღირსება უნდა დაამტკიცო და ჭეშმარიტებამდე უნდა დახვიდე და არა ეუზრდელო. შენ თუ უარესად იქცევი, მაშინ შენ რაღა ხარ? ნუ შეაგინებინებ შენს მშობლებს […]

“ყველაფრის ღირსი ვართ!”

– აღარ არის დრო გონზე მოსვლის?- აცხადებს მსახიობი ქეთევან კიკნაძე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლეს მიაჩნია, რომ ყველაფრის ღირსი ვართ. ქეთევან კიკნაძე: · “ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ, ყველას თავზე რომ ვისვამთ და ვუძვრებით. აღარ არის დრო გონზე მოსვლის? საქართველო რომ ქართველებს არ ეკუთვნის ვეღარ უნდა გაიგოთ? მაგრამ საქმე იმაშია, რომ სკამზე […]

“ასეთი თავხედობა ჯერ არ გამიგონია”

მსახიობი ქეთევან კიკნაძე ზოგიერთ უმსგავსობაზე ღია წერილს აქვეყნებს. რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე გულდაწყვეტილია იმ ქმედებების გამო, რომელსაც ბოლო პერიოდში ადამიანები სჩადიან. ქეთევან კიკნაძე: “ღია წერილი ზოგიერთ უმსგავსობაზე. ხანდახან დამიწერია რაღაც და უცბად პრესის ფურცლებზე მინახავს, ახლა კი ნებას ვაძლევ პრესას გამოაქვეყნოს. ოზურგეთიდან მივიღე მოსაწვევი ბარათი, მეპატიჟებიან ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე. ასეთია რეპერტუარი, სპექტაკლების ჩამონათვალი: მოზარდ […]