ჭდე: ფანი არდანი

ფანი არდანის ფილმი სტალინზე ეკრანებზე გამოდის

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ფანი არდანმა დაასრულა მუშაობა თავის ახალ ფილმზე, რომელიც დიდ ბელადს იოსებ სტალინს ეძღვნება. “სტალინის დივანი” – ასეთია ფილმის სახელწოდება, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე თამაშობს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით სტალინი საქართველოში ჩამოდის დასასვენებლად და სამკურნალოდ, თავის საყვარელთან – ლიდიასთან ერთად. “სტალინის დივანის” ტრეილერი ინტერნეტში გავრცელდა. ფილმის პრემიერა 11 იანვარს გაიმართება.

ფანი არდანი: “მიმიფურთხებია ყველა სტერეოტიპისთვის!”

ფრანგული კინოს ვარსკვლავი ფანი არდანი 67 წლის ასაკშიც არ კარგავს მომხიბვლელობას და თავისი სილამაზით დღემდე ხიბლავს მსოფლიოს. მსახიობი იმ სტერეოტიპებს აპროტესტებს, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული და ქალბატონებს სიცოცხლით ტკბობის, ამაყად სიარულის, სიკეთის კეთების და ღიმილით ცხოვრების უფლებას ართმევს: “მიმიფურთხებია ყველა იმ სტერეოტიპისთვის, რომლებსაც საზოგადოება თავს გვახვევს და ითხოვს ჩვენგან 80 წლამდე ვიყოთ სექსუალური და მომხიბვლელი სათამაშოები. აქედან […]