ჭდე: უილიამ შექსპირი

შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარე, რომელიც მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ

გაგიგიათ ცნობილი დრამატურგის უილიამ შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარის შესახებ, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს? ეს მცენარე როზმარინია, რომლის სურნელიც ადამიანის მეხსიერებას არც მეტი, არც ნაკლები 75 პროცენტით აუმჯობესებს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დრამატურგმა თავის ყველაზე ცნობილ “ჰამლეტში” როზმარინი მოიხსენია. მისი ერთ-ერთი გმირი ოფელიაც ხომ ამბობს: “აი, შენ როზმარინი, ილოცე, გიყვარდე, გახსოვდე.” სხვადასხვა კვლევების შემდეგ, მეცნიერებმაც კი აღიარეს, […]

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი რეჟისორის ლევან წულაძის სპექტაკლი რჩეულთა შორის მოხვდა. საბერძნეთში ერთ-ერთმა გამოცემამ დაასახელა საუკეთესო 12 სპექტაკლი, რომელიც საახალწლო დღეებში აუცილებლად უნდა ნახო. ჩამონათვალში ლევან წულაძის მიერ დადგმული “ჰამლეტი” აღმოჩნდა. ქართველმა რეჟისორმა ათენში „დანაშაული და სასჯელის” განხორციელების შემდეგ, მეორე სპექტაკლიც დადგა და  არჩევანი “ჰამლეტზე” შეაჩერა. ლევან წულაძემ გადაწყვიტა შექსპირის ყველასთვის კარგად ცნობილი პიესა მაყურებლისთვის განსხვავებულად და ორიგინალურად შეეთავაზებინა.

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

14-დან 20 ივლისამდე ალბანეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბუტრინტი 2000“ გაიმართება. „ხმელთაშუა თეატრების ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ქართველებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პირველია, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე მიიწვიეს. 17 ივლისს რიგით XV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბუტრინტის ანტიკური თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“ […]

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ფოკუსში

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საქართველოსთვის მეტად სასიამოვნო და საამაყო ინფორმაციას ავრცელებს: “ყველა თავდადებულ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგი და აი ერთი მაგალითი: შარშან ჩვენ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გამოვეცით შესანიშნავი წიგნი “შექსპირი ქართულ ხელოვნებაში” (ქართულ-ინგლისური), შემდეგ იყო ამ წიგნის პრეზენტაცია ლონდონში და, აი, 26 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ჟურნალმა Shakespeare Magazine-მა […]

დავით დოიაშვილის “მეფე ლირი” რუმინეთში

რუმინეთში, ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის “მეფე ლირის” პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რუმინელი მაყურებელი 11 დეკემბერს იხილავს. რუმინეთის პრესა და ტელევიზია ქართველი რეჟისორის მიერ განხორციელებულ სპექტაკლს აქტიურად აშუქებს. რუმინეთის არხებზე ტრიალებს “მეფე ლირის” პრემიერისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეორგოლი. სპექტაკლს დავით დოიაშვილი ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში უკვე ერთ […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე სეზონს ხსნის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი იუბილარია. 4 ოქტომბერს თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს გახსნის. თეატრის ხელმძღვანელობა ტრადიციას არც წელს უღალატებს და ერთგულ მაყურებელს სიახლეებს შესთავაზებს. პირველივე სიახლე მაყურებელს სეზონის გახსნაზე ელოდება. 4 ოქტომბერს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი წარმოადგენს უილიამ შექსპირის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამის ფარგლებში გათამაშდება. […]

შექსპირის თემაზე შექმნილი ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

10 სექტემბერს, 18 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა „შექსპირი ქართულ სცენაზე“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ისეთი მნიშვნელოვანი თეატრის მხატვრების მიერ შესრულებული სპექტაკლების ესკიზები და ფერწერული ტილოები როგორებიცაა, პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ირინა შტენბერგი, გოგი გუნია, სოლიკო ვირსალაძე, ნიკა ყაზბეგი და სხვები. ექსპოზიციაზე გამოიფინება […]

“შექსპირი ქართულ სცენაზე” – ორენოვანი კატალოგი გამოცემულია

უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავი მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველოს ხელოვნების სასახლემ გამოსცა ორენოვანი დიდი ფორმატის 200 გვერდიანი ფერადი კატალოგი “შექსპირი ქართულ სცენაზე”. კატალოგში შესულია 300-მდე სცენოგრაფიული და ფერწერული ნიმუში. აქ იხილავთ ვ.ბალანჩივაძის, დ.კაკაბაძის, პ.ოცხელის, მ.ჭიაურელის, ი.სუმბათაშვილის, ს.ვირსალაძის, გ.გუნიას. ი.შტენბერგის და სხვათა ნამუშევრებს. ალბომში ასევე შევიდა უნიკალური აფიშების კოლექცია. გამოცემა უილიამ შექსპირის […]

„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“

„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“ – ეს საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტია. მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და ვალდებულებები გადანაწილდა, რაც გულისხმობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ პროექტში გამარჯვებული მონაწილესათვის, ჯილდოს სახით საგაზაფხულო და საზაფხულო სესიების განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრში დაწესებულ ინგლისური ენის გასაუმჯობესებელ უფასო კურსებს, ხელოვნების სასახლის მხრიდან კი ფულად ჯილდოს დაწესებას კონკურსში […]

რუსთაველის და შექსპირის იუბილეები მასშტაბურად აღინიშნება

2016 წელი ორი გენიოსის – შოთა რუსთაველის და უილიამ შექსპირის საიუბილეო წელია. მათი შემოქმედება დღესაც ისევე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც საუკუნეების წინ. შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავის აღნიშვნით გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ მსოფლიო დონის ხელოვანთა შემოქმედება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და […]

გვერდი 1 - 212