ჭდე: სოსო ნემსაძე

თეატრალურმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა

ბიძინა ივანიშვილი

ქართული თეატრის დღეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში თეატრალურმა საზოგადოებამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა. თეატრალებთან ერთად დაჯილდოვებულთა შორის აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც “დავით სარაჯიშვილის პრემია” მიიღო. ეს პრემია მეცენატებისათვის დაარსდა. იგი გადაეცემათ თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატები ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახდნენ გიორგი თოფაძე, თელავის ღვინის მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და […]

სოსო ნემსაძე თეატრალური მოღვაწეთა კავშირის შეჯანჯღარებას ითხოვს

რეჟისორი სოსო ნემსაძე წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას სთხოვს: “ვთხოვ თოვლის ბაბუას მიმაღებინოს ის (სწორი) გადაწყვეტილება, რაც სინამდვილეში სჭირდება 2018 წელს ააიპ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ ან სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს შემოქმედებითი განვითარებისთვის. კულტურის სამინისტროს კი დაანახოს რეგიონში ერთადერთი ობლად დარჩენილი პროფესიული დრამატული თეატრის ბედი და სტატუსი, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი შეაჯანჯღაროს და […]

“ნუ იპარავ”

ასე მიმართავს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე კოლეგებს: “ახალი თეატრალური კამპანიაა დასაწყები. “ნუ იპარავ” (რეჟისორებისთვის), ნაცნობ სცენიურ გარემოში ნუ ჩასვამთ ახალ სპექტაკლს. (მხატვრებისთვის) ნუ მოტყუვდები და ნუ წაახალისებ (ეს თატრმცოდნეებისთვის). პ.ს მე ჯობია გემს მივხედო.”

რეჟისორი სოსო ნემსაძე გორის თეატრიდან წავიდა

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ თანამდებობა დატოვა და კონკურსში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს: “მე მივმართავ მხოლოდ ერისთავის თეატრის ერთგულ მაყურებელს, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ საუკეთესო სპექტაკლებს. თქვენი მხურვალე ემოცია ყოველთვის გარკვეულ სტიმულს მაძლევდა გორელებო. ყველა პროექტის განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე რთული მაინც თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა. რას იზამ, ეს მაინც გარდაუვალი […]

ჰოლივუდური პიესა საქართველოშია

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება, რომელიც ჰოლივუდური პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისორმა სოსო ნემსაძემ “Salesman” არტურ მილერის “კომივოიაჟორის სიკვდილის” (Arthur Miller – Death of a Salesman) მიხედვით დადგა. “კომივოიაჟორის სიკვდილი” ტელე-პიესაა, რომლის მიხედვითაც ჰოლივუდმა 2-ჯერ გადაიღო მაღალბიუჯეტიანი ფილმი, სხვადასხვა ინსცენირებით. პიესა საინტერესო გამოდგა თეატრალებისთვისაც. ის ბროდვეიზე პირველად 1943 წელს დადგეს. შემდეგში […]

გორის თეატრს ახალი სივრცე შეემატება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სულ მალე ახალი სივრცე შეემატება. რეჟისორი სოსო ნემსაძე უკვე მუშაობს ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებზე “ალუბლის ბაღი”, რომლის პრემიერითაც გაიხსნება მესამე სივრცე: “ზოგს ვერც წარმოედგინა, რომ ერისთავის თეატრის დიდი სცენა გარემონტდებოდა, ზოგს ისიც არ წარმოედგინა, რომ თეატრი ფესტივალს უმასპინძლებდა… ახლა დროა დაიჯეროთ ეს ყველაფერი. ძალიან ძალიან მალე, თეატრს მესამე სცენა […]

გორის თეატრი საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი ჩელიაბინსკში გამართული მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან ”CHELoBEK ТЕАТРА” გამარჯვებული დაბრუნდა. თეატრის მსახიობებმა ფესტივალზე წარმოადგინეს რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ ამელი ნოტომის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “საწვავი”. წარმოდგენამ, რომელშიც სამი მსახიობი სოფი მაიერი, ვახტანგ ჩაჩანიძე და კახა ბერიძე მონაწილეობენ, ფესტივალის სტუმართა და ორგანიზატორთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გორის თეატრი ჩელიაბინსკის ფესტივალის ლაურეატი გახდა და […]

გორის თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ჩელიაბინსკში ტარდება ტრადიციული თეატრალური ფესტივალი, სადაც გორის თეატრი 6 მარტს მიდის. ფესტივალზე ქართველი მსახიობები ითამაშებენ ცნობილი ევროპელი ავტორის ამელი ნოტომის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “საწვავი”. მისი რეჟისორი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლში მხოლოდ სამი მსახიობი მონაწილეობს კახა ბერიძე, სოფი მაიერი და ვახტანგ ჩაჩანიძე. სოსო ნემსაძის მიერ დადგმულმა ამ სპექტაკლმა და მასში […]

სოსო ნემსაძე მამა გახდა

რეჟისორი და გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მამა გახდა. 5 თებერვალს მას და მის მეუღლეს გვანცა ბუბუტეიშვილს მესამე ქალიშვილი შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. პატარას ბედნიერმა მშობლებმა ანა დაარქვეს. სოსო და გვანცა დიდხანს ფიქრობდნენ, რა დაერქმიათ მესამე ქალიშვილისთვის, აზრი მეგობრებსაც ჰკითხეს და გოგონასთვის შერჩეული მათი სახელების ვერსიებიც განიხილეს, საბოლოოდ კი პატარას სახელი ანა შეურჩიეს. […]

“მუსუსი” გორის თეატრშია

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. 6 და 7 დეკემბერს გორელი მაყურებელი კომედიას იხილავს. სპექტაკლზე რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მუშაობს. მან არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის “მუსუსზე” შეაჩერა და ერთმოქმედებიანი კომედია დადგა. რეჟისურასთან ერთად სოსო ნემსაძე ინსცენირების ავტორიცაა, ტექნიკური რეჟისორი სოფი დრულევია, სპექტაკლის მხატვრული მხარე უზრუნველყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, მხატვარი […]