ჭდე: საქართველო ლამაზო

ანა კალანდაძე: საქართველო ლამაზო

ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი… ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი… საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?“ ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი… მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი… დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?“ მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები… მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები… ბარად შრიალებს ჭადარი, […]

“საქართველო, ლამაზო” – “ქართული ხმების” ტრიოს შესრულებით

“საქართველო, ლამაზო” – ეს სიმღერა ყველა ქართველს განსაკუთრებულად უყვარს. სიმღერას სხვადასხვა მომღერლები და ანსამბლები ასრულებენ. “ქართული ხმების” ტრიომ ზურა და გივი ბაკურაძის და დათო კიკაბიძის შემადგენლობით, სიმღერა ექვთიმე თაყაიშვილზე გადაღებული ფილმისთვის ჩაწერა. ფილმი რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო და მისი პრემიერა 20 იანვარს თბილისში გაიმართება. ნიკოლოზ ხომასურიძე: “საქართველო, ლამაზო… ”ქართული ხმების” ტრიო ექვთიმეს ფილმის უმთავრესი სცენისთვის […]