ჭდე: საინგილო

უშველეთ საინგილოში პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესიას

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომლებიც მძიმე დღეში არიან. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “კახის პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესია აგებული 1888 წელს. 1920-იანი წლებიდან დღემდე უმოქმედოა. საჭიროებს გადაუდებელ რესტავრაციას, განსაკუთრებით ცუდ დღეშია სახურავი. საინგილო/ჰერეთი, დღევანდელი აზერბაიჯის რესპუბლიკა.”

“ამ ხალხს სწორედ ახლა სჭირდება დახმარება”

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სრულიად ქართულ თეატრს ღია წერილით მიმართავს და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს გაერთიანებისა და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს. ნიკოლოზ წულუკიძე: “ღია წერილი სრულიად ქართულ თეატრს! სასწრაფოდ! “ვიმყოფებოდი ჰერეთში (საინგილოში) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სოფელ ალიბეგლოს, დრამატულ, ქართულ სახელმწიფო თეატრში, სადაც დავესწარი ორი სპექტაკლის პრემიერას (იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა” და თამრი ბართაიას ,,მუყაოს სახლები”). ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს […]