ჭდე: რუსუდან შარაძე

გრიგოლ რობაქიძის ახლადაღმოჩენილი პირადი დოსიეები

რუსუდან შარაძე გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალების გამოქვეყნებასთან ერთად ირწმუნება, რომ მათი შესწავლა საშუალებას მისცემს, ახლო მომავალში, უფრო დარწმუნებით და ვრცლად ისაუბროს ყველაფერზე: “გრიგოლ რობაქიძის Curriculum Vitae (CV) იცით, რომ რამდენიმე დღის წინ, ჟენევის სახელმწიფო არქივში, მივაგენი გრიგოლ და ლენა რობაქიძეების შესახებ სრულიად უცნობ მასალებს. მათ შორისაა, მწერლის Curriculum Vitae. ორი აზრი არ არის, […]

იბეჭდება პირველად

რუსუდან შარაძე გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობ დეტალებს აქვეყნებს: “გრიგოლ და ლენა რობაქიძეების მიერ აღებული ვალდებულებების ჩამონათვალი (იბეჭდება პირველად) წინა პუბლიკაციებში აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ რობაქიძე, 1945 წლის აპრილში, დამარცხებული ფაშისტური გერმანიიდან, მეუღლესთან და შვილობილთან ერთად, შვეიცარიაში გაიქცა. ჯერ ბაზელში გაჩერდნენ, ხოლო 1945 აგვისტოში, ჟენევაში ჩავიდნენ. შვეიცარია მისცემდა თუ არა თავშესაფარს მოქალაქეობის არ მქონე ოჯახს, ან […]

გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალები

“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ რუსუდან შარაძემ ჟენევის სახელმწიფო არქივში გრიგოლ რობაქიძისა და მისი მეუღლის, ლენა ფიალკინას შესახებ აქამდე უცნობ დოკუმენტებს მიაგნო. “გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალები” – ასე უწოდა ჩანაწერს რუსუდან შარაძემ, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციის ნაწილი მიაწოდა: “ორ დოსიეში მოიპოვება რეესტრის მასალები. დეტალურ ცნობებს, სხვა დროს, როცა დაწვრილებით შევისწავლი, მაშინ მოგაწვდით. ჯერ-ჯერობით, […]

გრიგოლ რობაქიძის უცნობი დოკუმენტები ჟენევის სახელმწიფო არქივში

რუსუდან შარაძემ ჟენევის სახელმწიფო არქივში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის უცნობი დოკუმენტები აღმოაჩინა: “ჟენევის სახელმწიფო არქივში მივაგენი გრიგოლ რობაქიძისა და მისი მეუღლის შესახებ მნიშვნელოვან, უცნობ დოკუმენტებს. სტატიას ვამზადებ და სანამ გამოვაქვეყნებ, იხილეთ ეს უცნობი, უნიკალური ფოტოები. მიხარია… P.S. არქივი დღემდე არ ჩანს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ.” გრიგოლ რობაქიძე გრიგოლ რობაქიძის მეუღლე ლენა ფიალკინა – ჟენევა, 1948  

“უმორჩილესად გთხოვთ”

ასე მიმართავს ქართველებს გურამ შარაძის საზოგადოების ხელმძღვანელი რუსუდან შარაძე და საზოგადოებას ამერიკაში ქართული ჩოხებით დაქორწინებულებზე შფოთვის მაგივრად, კულტურისა და ისტორიის თავზე დამხობის გაპროტესტებას ურჩევს: “ჩოხის სიწმინდეზე გადარეულო საზოგადოებავ! კაცმა არ იცის, რა ფოტოა, სად ხდება და რა ჯანდაბის პროვოკაციაა. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი გაბრაზება, გულზე ხელის ბარტყუნი და კლავიატურის ლომობა, უფრო მნიშვნელოვანი (ჩემი აზრით) გზით წარმართოთ […]

ატენის სიონს საფრთხე ემუქრება

საქართველის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ატენის სიონი საფრთხეშია. ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, ამჟამად ხარაჩოებშია ჩასმული და სპეციალისტების მიერ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე მის სიახლოვეს დაწყებულ მშენებლობაშია. აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ამ უნიკალურ ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: “ნახეთ, თუ რა მდგომარეობაშია ატენის სიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ნუთუ, […]

“როდემდე უნდა გაგრძელდეს საკუთარი განძის ნგრევა?”

ამ კითხვას გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სვამს და ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მცხეთაში არსებული უნიკალური და უძველესი ქრისტიანული სამარხების განადგურებას შეეხება. რუსუდან შარაძე: “ამ საუკუნოვან საფლავებს ბულდოზერებით გადაუარეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს საკუთარი ისტორიის, სიწმინდეების, განძის და ა.შ. საკუთარი ხელით ნგრევა, ხელყოფა და განიავება? უცხოეთში, არაფრისგან მუზეუმებს ქმნიან, ჩვენ – ვანადგურებთ. პირველყოფილი ქვეყანა!”

“სუხიშვილების” ტრიუმფი ჟენევაში

“რამდენჯერ უნდა ვიტირო, რამდენჯერ უნდა განვიცადო, რამდენჯერ უნდა დავწერო? ალბათ, რამდენჯერაც ვნახავ, იმდენჯერ!” – ასე აფასებს “სუხიშვილების” ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონცერტს ჟენევაში გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი მოცეკვავეების კონცერტმა ჟუნევაში სრული ანშლაგით ჩაიარა და აღფრთოვანებული დატოვა დამსწრე საზოგადოება: “რამდენჯერ უნდა ვიტირო, რამდენჯერ უნდა განვიცადო, რამდენჯერ უნდა დავწერო? ალბათ, რამდენჯერაც […]

“ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს”

– სადაც გავიხედე, ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს, ილიად რომ მოაქვს თავი – არც მეტი, არც ნაკლები! – ამ განცხადების ავტორი ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძეა. ის თავის განცხადებაში ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას გულისხმობს, რომელიც სოციალურ ქსელში ”რომაელების” წინააღმდეგ იბრძვის. რუსუდან შარაძე: “სადაც გავიხედე, ყველა ღვინჯილიაზე წერს და […]