ჭდე: რუსუდან გლურჯიძე

ქართველების ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე

პეკინში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობდნენ. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ქართველებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. დაწესებული 10 მთავარი პრიზიდან მათ 4 ჯილდო მიიღეს. ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული ფილმი გაიმარჯვა რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ფილმმა “ლუკა”; ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი დაჯილდოვდა რუსუდან გლურჯიძე ფილმისთვის “სხვისი სახლი”; ნომინაციაში ქალის მეორეხარისოვანი როლის საუკეთესო შესრულება საუკეთესოდ […]

“სხვისი სახლი” გამარჯვებულია

კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” გამარჯვებულია. საქართველოს მიერ ოსკარზე წარდგენილმა ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოგზაურობა და მთავარი პრიზების მოპოვება, ამჯერად კი ფილმი რუსეთში გამართული რიგით 30-ე საერთაშორისო პრემიის “ნიკა” გამარჯვებული გახდა. ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესოდ ნომინაციაში “დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი” დასახელდა. რუსუდან გლურჯიძის ფილმი დრამაა და საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და […]

ამერიკის კინოაკადემიამ რჩეული უცხოენოვანი ფილმები დაასახელა

ამერიკის კინოაკადემიამ დაასახელა ის 9 რჩეული უცხოენოვანი ფილმი, რომელიც ოსკარი 2017-ის მოსაპოვებლად იბრძოლებს. საქართველომ რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონაილზე რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” წარადგინა. მოკლე ნუსხაში მოხვდნენ ფილმები: “Tanna” – ავსტრალია “It’s Only the End of the World” – კანადა “Land of Mine” – დანია “Toni Erdmann” – გერმანია “The Salesman” – ირანი “The King’s […]

“სხვისი სახლი” ოქროს პრომეთეს მფლობელია

რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” კიდევ ერთი გრან პრის მფლობელია. საქართველოს მიერ ოსკარზე ნომინირებული ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზით – ოქროს პრომეთეთი დააჯილდოვეს. რუსუდან გლურჯიძის ფილმში მოვლენები 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება. მთავარი გმირები კონფლიქტის შედეგად დაცარიელებულ სოფელში ჩადიან და სხვის სახლში ცხოვრებას იწყებენ. ვერცხლის პრომეთე კი ფესტივალის ორგანიზატორებმა საუკეთესო რეჟისურისთვის ებრაელ […]

“სხვისი სახლი” აზიურ ოსკარზეა წარდგენილი

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” საქართველომ ამერიკული კინოაკადემიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე ოსკარზე წარადგინა, ფილმის ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ კი The Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვისაა წარდგენილი. ცნობილი ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ქართველ რეჟისორებთან ხშირად თანამშრომლობს. იგი მუშაობდა ისეთ ქართულ ფილმებზე როგორებიცაა “მოირა”, “ჩაიკა”, “დაკარგული სოფელი”… APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვებაა და 2007 წლიდან […]

“სხვისი სახლი” ანტალიის კინოფესტივალის პრიზიორია

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” წელს საქართველომ ოსკარზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. კარლოვი ვარის, ბერგენის და ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე “სხვისი სახლი” პრიზებით დააჯილდოვეს. ფილმმა საერთაშორისო კულტურული ორგანიზაცია ნეტპაკის პრიზიც დაიმსახურა. მორიგი გამარჯვება რუსუდან გლურჯიძის ფილმმა ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა. “სხვისი სახლი” კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. […]

“სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელია

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელია. ფილმმა ორი დღის წინ მთავარი ჯილდო დაიმსახურა ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამჯერად რუსუდან გლურჯიძის ფილმმა ერთდროულად ორი პრიზი მოიპოვა – გრანპრი Eurasia International Film Festival-ზე და ნეტპაკის პრიზი (Network for the Promotion of Asian Cinema). NETPAC საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციაა, რომელიც კინემატოგრაფისტებს, კინოკრიტიკოსებს და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს […]

ქართული ფილმი გრანპრის მფლობელია

საქართველოს მიერ წელს ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წარდგენილი ქართული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა. რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმს “სხვისი სახლი” ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი ნორვეგიაში 2000 წლიდან იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. “სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს სალომე დემურია, […]

ქართული ფილმი ოსკარზე

ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს უმთავრესი კინომოვლენაა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ოსკარების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საქართველო კვლავ შეუერთდა. ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოდან ოსკარზე 2016 წლის კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და რჩეული ფილმიც დაასახელა. სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” იქნება. საქართველოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა გავლენიანი […]

ქართული კინოს გამარჯვება კარლოვი ვარის კინოფესტივალზე

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. რუსუდან გლურჯიძის ფილმის “სხვისი სახლი” მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. ინფორმაცია მხატვარმა შოთა გლურჯიძემ გაავრცელა: “რუსუდან გლურჯიძის ფილმმა გაიმარჯვა კარლოვი ვარის ფესტივალზე და მოიპოვა East of the West Competition Grand Prix ბროლის გლობუსი!!! […]