ჭდე: რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრიდან 5 თანამშრომელი გაუშვეს

ოპტიმიზაციის პროცესმა რუსთაველის თეატრის 5 თანამშრომელი შეიწირა. როგორც თეატრის იურისტმა ლაშა გოგინაშვილმა “არტ ინფოს” განუცხადა, ამის მიზეზი თეატრის ბიუჯეტის შემცირება გახდა. ლაშა გოგინაშვილი: “თეატრის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადა ბიუჯეტის შემცირება უმტკივნეულოდ ასახულიყო თანამშრომლებზე. რა ფორმით განვახორციელებდით ოპტიმიზაციის პროცესს ჩვენი არჩევანიც იყო და გარკვეული რეკომენდაციებიც მივიღეთ. რუსთაველის თეატრში 2 შტატი გაუქმდა და 2 სამსახური თეატრის შიდა შემოსავლებზე […]

“ბრავო რუსთაველის თეატრს!”

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე თეატრებში შექმნილ ვითარებას აფასებს და რუსთაველის თეატრის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ქეთევან კიკნაძე: “ბრავო რუსთაველის თეატრს! ყოჩაღ რობიკო, მსახიობებს ხელფასი არ დააკლეს. ის მსახიობები, რომლებიც ვეღარ თამაშობენ, დაავადებულია ზოგი, ისინიც კი შეინახა. შენი გვარი და სახელი, ოქროს ასოებით შევა ქართული თეატრის ისტორიაში და არა მარტო მაგისათვის. შენი […]

რუსთაველის თეატრი ბრალდებებს პასუხობს

რუსთაველის თეატრი ეხმაურება ამავე თეატრის დირექტორის, ირინა ყიასაშვილის მიერ კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილ განცხადებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განცხადებაში წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს: “რუსთაველის თეატრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან თეატრის იურისტმა გააკეთა არაერთი კომენტარი. ვადასტურებთ, რომ ქალბატონმა ირინა ყიასაშვილმა განცხადებით მიმართა კულტურის მინისტრს დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. თეატრის დებულების შესაბამისად, თეატრის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელის […]

საეჭვო მაქინაციები რუსთაველის თეატრში

შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორმა ირინა ყიასაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მიმართა. უფლება-მოსილების შეწყვეტამდე კი თეატრში ფინანსური შემოწმების ჩატარება მოითხოვა. “არტინფომ” მოიპოვა განცხადება, რომელიც ირინა ყიასაშვილმა მიხეილ გიორგაძეს მისწერა: “მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის 1 თებერვალს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონ რობერტ სტურუას წარდგინების საფუძველზე დავინიშნე […]

რას აპროტესტებს რუსთაველის თეატრი?

რუსთაველის თეატრი მათი ისტორიისა და დასის გარშემო არსებულ ბუნდოვან საკითხებს ასაჯაროვებს და მათთვის გაუგებარ საკითხებში გარკვევას ითხოვს: “ნებისმიერი კრიტიკა დიდი დახმარებაა ჭეშმარიტი ხელოვანისთვის. ოღონდ კრიტიკა, თავისთავად ცხადია, დასაბუთებული უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ბოლო ხანებში იშვიათად ნახავთ კარგ, საქმიან რეცენზიას. ხშირ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული თეატრმცოდნენი სპექტაკლის სიუჟეტს გვიყვებიან და არაფერია ნათქვამი თავად სპექტაკლის ღირსებასა თუ ნაკლზე. […]

რობერტ სტურუა: “ყველას! ყველას!”

– “ყველას! ყველას!” – ასეთი მოწოდებით გამოდის რეჟისორი რობერტ სტურუა და საზოგადოებას ახალ ინიციატივას საჯაროდ აცნობს. რობერტ სტურუა: ყველას! ყველას! ყველამ წაიკითხოს! თორემ წაგშლით! (რამდენს გაეხარდება – მითუმეტეს ჩხარტო ლაშარაშვილს.) რუსთაველის თეატრის გახსნისთანავე, მე-20 საუკუნის დასაწყიში, იქ სადაც, ძვირფასო მაყურებელო, ამჟამად ზამთარში თბილ ქურქს (არ შეგეშინდეთ!) ან პალტოს აბარებთ ცნობილი რესტორანი იყო (ნუ აღშფოთებდით – […]

რუსთაველის თეატრი შექსპირის ფესტივალზე მიემგზავრება

რუსთაველის თეატრი პოლონეთში შექსპირის ფესტივალზე მიემგზავრება. საერთაშორისო ფესტივალი გდანსკში 3-8 აგვისტოს ჩატარდება, რომელშიც ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, დასი მის მიერ დადგმულ ერთ-ერთ ბოლო სპექტაკლს “იულიუს კეისარს” ითამაშებს. სწორედ ამ სპექტაკლით დახურა რუსთაველის თეატრმა სეზონი. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის პიესის თარგმანი რობერტ სტურუას და ნინო კანტიძეს ეკუთვნით, მხატვრობა მირიან შველიძეს, კოსტიუმები […]

არასრულწლოვანი პატიმრებისთვის სპექტაკლი გათამაშდება

17 ივლისს სასჯელაღსრულების N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სპექტაკლი გათამაშდება. “სტუმარი“ – ასე ეწოდება ერთმოქმედებიან დრამას, რომელიც რეჟისორმა გოშა გორგოშიძემ ერიკ ემანუელ შმიტის მიხედვით დადგა. არასრუწლოვან პატიმრებს რუსთაველის თეატრი ესტუმრება და მისი მსახიობები მანანა აბრამიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ბაჩი ლეჟავა და ბაჩო ჩაჩიბაია წარმოდგენას გამართავენ. “ზიგმუნდ ფროიდს მძიმე დღეები დაუდგა. ვენაში ნაცისტები შემოიჭრნენ. დაიწყო ებრაელების მასობრივი დევნა. […]

რუსთაველის თეატრის საჩუქარი მესტიას

რუსთაველის თეატრმა სეზონი დახურა, თუმცა მსახიობები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას. 13 ივლისს რუსთაველის თეატრი და მესტიის მუნიციპალიტეტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში წარადგენს სპექტაკლს ღია ცისქვეშ. მსახიობები ითამაშებენ გოშა გორგოშიძის სპექტაკლს ,,სტუმარ-მასპინძელი“. ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელიც ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, მონაწილებენ მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, კახა კუპატაძე, ბაჩი ლეჟავა, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ბექა სონღულაშვილი, ია სუხიტაშვილი, […]

რუსთაველის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ დიდი და პატარა გააერთიანა. თითოეული მოქალაქე ცდილობს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქალაქის მოწესრიგებაში და დაზარალებულთა დახმარების საქმეში. გამონაკლისი არც რუსთაველის თეატრია. 17 ივნისს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ დადგმული “იულიუს კეისარი”. სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. “იულიუს კეისარი” ერთმოქმედებიანი სპექტაკლია და მასში მონაწილეობენ ნინო […]