ჭდე: ჟერარ დეპარდიე

ფანი არდანის ფილმი სტალინზე ეკრანებზე გამოდის

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ფანი არდანმა დაასრულა მუშაობა თავის ახალ ფილმზე, რომელიც დიდ ბელადს იოსებ სტალინს ეძღვნება. “სტალინის დივანი” – ასეთია ფილმის სახელწოდება, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე თამაშობს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით სტალინი საქართველოში ჩამოდის დასასვენებლად და სამკურნალოდ, თავის საყვარელთან – ლიდიასთან ერთად. “სტალინის დივანის” ტრეილერი ინტერნეტში გავრცელდა. ფილმის პრემიერა 11 იანვარს გაიმართება.

ჟერარ დეპარდიემ სპექტაკლი ჩაშალა

ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ სპექტაკლი ჩაშალა. წარმოდგენა, რომელიც ბრიუსელის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო და პირველ მსოფლიო ომს ეძღვნებოდა, მსახიობის სიმთვრალის გამო ჩაიშალა. მსახიობს სპექტაკლში ტექსტი უნდა წაეკითხა, თუმცა სიმთვრალის გამო ყველაფერი აურ-დაურია. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ჟურნალისტმა სტეფანო მონტეფიორიმ გაავრცელა: “ჟერარ დეპარდიემ ყველაფერი გააფუჭა. ჯერ იყო და ტექსტი ვერ ჩაამთავრა ბოლომდე, მერერ ორკესტრს […]