ჭდე: პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესია

უშველეთ საინგილოში პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესიას

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომლებიც მძიმე დღეში არიან. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “კახის პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესია აგებული 1888 წელს. 1920-იანი წლებიდან დღემდე უმოქმედოა. საჭიროებს გადაუდებელ რესტავრაციას, განსაკუთრებით ცუდ დღეშია სახურავი. საინგილო/ჰერეთი, დღევანდელი აზერბაიჯის რესპუბლიკა.”