ჭდე: ოთო ფოლადაშვილი

ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი საუკეთესოებში მოხვდნენ

ჯულიანა ბარ-გნარისა და ოთო ფოლადაშვილისთვის 2018 წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა. იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში WDSF International Open Latin, სადაც 18 ქვეყნიდან 74 წყვილი მონაწილეობდა, ქართველი მოცეკვავეები ფინალში მოხვდნენ და მე-5 ადგილი დაიკავეს. შეჯიბრზე მსაჯად საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვანო კანდელაკი იყო მიწვეული.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა მონაწილე ცნობილია

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება. შოუს პროდიუსერად კვლავ დაბრუნდა ნოე სულაბერიძე და მაქსიმალურად მრავალფეროვანი მონაწილეები შეკრიბა – მომღერლები, მოდელები, მსახიობები და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მოცეკვავეები. “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში იცეკვებენ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ევროპული ცეკვების ოსტატი ჯულიანა ბარგნარი; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი; კინოპროდიუსერი, უკრაინული რეალითი შოუს […]

ოთო ფოლადაშვილის უარი “ცეკვავენ ვარსკვლავებს”

მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, სადაც პარტნიორობას ცნობილ ადამიანებს უწევდა. ოთომ ხუთი სეზონის განმავლობაში იცეკვა იულია ქავთარაძესთან, მარიამ სანოგოსთან, ნინი ბადურაშვილთან, ნუკი კოშკელიშვილთან და რუსკა მაყაშვილთან. რუსკასთან ერთად მან პროექტის მოგება შეძლო. მეექვსე სეზონში მონაწილეობაზე კი ოთომ უარი განაცხადა. როგორც მან World’s Famous Models-ს განუცხადა, ამის მიზეზი პირობებზე შეუთანხმებლობა გახდა. ოთო ფოლადაშვილი: […]

ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის გამარჯვება

ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი მაყურებელმა პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, სადაც პარტნიორობა გაუწიეს სხვადასხვა სფეროში ცნობილ ადამიანებს. ისინი უკვე წლებია წყვილში ცეკვავენ, მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და უცხოეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში და არაერთი გამარჯვებაც მოიპოვეს. ჯულიმ და ოთომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს – მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ღია რეიტინგულ შეჯიბრში “ლეგენდა 2016”, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. […]