ჭდე: ოთარ მეღვინეთუხუცესი

“გადაარჩინეთ ფილმი!”

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმის “ტარიელ გოლუას” გადარჩენას ითხოვს: “გადაარჩინეთ ფილმი! დიდი ხნის მერე, ქართულ არხზე გადიოდა “ტარიელ გოლუა” (ლეო ქიაჩელის) თავიდან ბოლომე ვუყურე, ვინაიდან აღარ მახსოვდა (რეჟისორი ლევან ხოტივარი, კომპოზიტორი შოთა მილორავა)… რა მსახიობები თამაშობენ, ყველა კინოვარსკვლავის თავმოყრაა, ეს საოცარია, ეს ნამდვილად კინო-ისტორიაა, გამოგიტყდებით, ფილმიც მომეწონა. ფილმში მონაწილეობდნენ აკაკი ვასაძე, […]

“არაფრად მჭირდება იმ ადამიანების ტაში, ვინც…”

– მსახიობს მაყურებლის ტაშზე ძვირფასი არაფერი გააჩნია, მაგრამ მე არაფრად მჭირდება იმ ადამიანების ტაში, ვინც ქვებს ისვრის, წიგნებს წვავს და სიძულვილისგან გონება აქვს დაკარგული, – ამბობდა თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ოთარ მეღვინეთუხუცესი. მსახიობს რთულ დროს მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა. მისმა ოჯახმა არაერთ განსაცდელს გაუძლო. მათუმატიკური ნიჭით დაჯილდოებულ ოთარ მეღვინეთუხუცესს ურჩევდნენ მათემატიკურზე ჩაებარებინა, თუმცა არჩევანი თეატრალურ […]

“მომავალი თაობის უნდა გრცხვენოდეს”

მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ 35 მსახიობთა ჩამონათვალშია, რომლებიც თეატრიდან გაუშვეს. მსახიობის ინფორმაციით, მათგან 15 ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ ასმათ ტყაბლაძეს ქეთი დოლიძემ ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელი უწოდა. მსახიობი რეჟისორის ბრალდებას ასე გამოეხმაურა: “საწყენია, რომ ეს მოხდა, მაგრამ მაინც პასუხი უნდა გავცე ქეთი დოლიძეს! ,,ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”, მაგრამ შენ ჩემს […]

“ცხოვრება ისე გღლის, ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები…”

თემურ ფალავანდიშვილის ფილმი “მზე შემოდგომისა” რეზო თაბუკაშვილის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. მასში ქართველ მსახიობთა მთელი თანავარსკვლავედი მონაწილეობს. გივი ბერიკაშვილი, სესილია თაყაიშვილი, გურანდა გაბუნია, კახი კავსაძე, თამარ ციციშვილი, ოთარ კობერიძე, ელენე ყიფშიძე… ფილმში ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილიც არიან მიწვეულები, მთავარ როლებს კი მედეა ჯაფარიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებენ. “არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ფილმიდან – ვახტანგის მონოლოგს, […]

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია

9 აპრილის ბაღში მდებარე მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია. მსახიობის ძეგლი 16 იანვარს მის დაბადების დღეზე გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, თბილისის მერი, ხელოვანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ძეგლის კვარცხლბეკზე მთლიანად მოგლეჯილია წარწერა “ოთარ მეღვინეთუხუცესი”. წარწერა 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა 17 იანვარს დილით იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ძეგლის დაზიანება […]

ოთარ მეღვინეთუხუცესს ძეგლი დაუდგეს

9 აპრილის ბაღში საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე მსახიობის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კულტურისა […]

ოთარ მეღვინეთუხუცესი 83 წლის გახდებოდა

16 იანვარი ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა. მას 83 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობმა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტია დასრულების შემდეგ, სხვადასხვა თეატრებში იმუშავა. თავისი სამსახიობო ოსტატობა მან წარმოაჩინა როგორც თეატრალურ ინსტიტუტში დადგმულ სპექტაკლებში, ასევე თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თუმცა ყველაზე დიდხანს ის მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დაკავებული […]