ჭდე: ნინო მაჩაიძე

ქართველი სოპრანო პლასიდო დომინგომ ბარსელონაში მიიწვია

ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს წამყვან თეატრებში დიდი წარმატებით გამოდიან. მათი პარტნიორები კი აღიარებული მომღერლები არიან. პირველ და 4 მარტს ბარსელონას დიდ თეატრ ლისცეუში The Gran Teatre del Liceu ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ჟიულ მასნეს ოპერაში “ტაისი” იმღერებს. ნინო ბარსელონაში პლასიდო დომინგოს მიწვევით იმღერებს და მას პარტნიორობას თავად პლასიდო დომინგო გაუწევს. ოპერა იშვიათად იდგმება, რადგან ტაისი […]

ნინო მაჩაიძის ტრიუმფი ნეაპოლის თეატრში

ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს წამყვან თეატრებში წარმატებით გამოდიან და სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში მთავარ პარტიებს ასრულებენ. გამონაკლისი არც ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძეა, რომელმაც ნეაპოლის სან-კარლოს თეატრში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან დეზდემონას არია შეასრულა და კიდევ ერთხელ მონუსხა საოპერო ხელოვნების მოყვარული ევროპელი მსმენელი. სპექტაკლის ბოლოს სცენაზე გამოსული ნინო მაჩაიძე დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დააჯილდოვა.

ნინო მაჩაიძე BVLGARI-ს სახეა

ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ცნობილი საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახეა. ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებულმა 33 წლის საოპერო მომღერალმა თავად გაავრცელა: “უბედნიერესი ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი საოცნებო BVLGARI-სთვის ვიპოზიორე. რომში, BVLGARI-ის სახლში მქონდა არაჩვეულებრივი ფოტოსესია და მქონდა პატივი მეტარებინა ამ კომპანიის საოცარი და უნიკალური სამკაულები. ვარ ბედნიერი და ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს კავშირი ასეთ კომპანიასთან. გთავაზობთ ფოტოებს […]

გთხოვთ ყველას, ნუ დაიზარებთ!

საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, ნუ დაიზარებს ნურც მის ბოლომდე წაკითხვას და ნურც სიკეთის გაკეთებას. ნინო მაჩაიძის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მისი კოლეგები. ახლა ჯერი რიგით მოქალაქეებზეა: “მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, უბედური შემთხვევის შედეგად 17 წლის ულამაზესი და უსაყვარლესი ნათია ფერხული საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. რის გამოც მას აღენიშნება მრავლობითი […]

ნინო მაჩაიძის პრემიერა არენა დი ვერონაზე

მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე არენა დი ვერონაზე გამართულ საოპერო მუსიკის ფესტივალზე მსმენელის წინაშე პრემიერით წარსდგება. იტალიაში გამართულ ფესტივალზე მომღერალი მთელ საოპერო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პარტიას შეასრულებს. ნინო მაჩაიძე ჯუზეპე ვერდის “ტრავიატაში” მთავარ – ვიოლეტას პარტიას იმღერებს. “ტრავიატას” პრემიერა არენა დი ვერონაზე 2 ივლისს გაიმართება. ქართველი სოპრანო საპრემიერო წარმოდგენის გარდა, ვიოლეტას პარტიას პირველ […]

ნინო მაჩაიძის სიურპრიზი ქართველ მსმენელს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ქართველ მსმენელს სიურპრიზს უმზადებს. წამყვანი უცხოური გამოცემების მიერ ქართულ სენსაციად აღიარებული მომოღერალი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად თავის პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს. 16 დეკემბერს ნინო მაჩაიძე დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილ საოპერო არიებს იმღერებს. “მისი სიმღერა ფერთა გამაა” – ასეთ შეფასებას აძლევს ქართველ სოპრანოს The New […]

ცნობილი ქალბატონები გენდერული თანასწორობისთვის

საქართველოში ცნობილი ხელოვანი ქალბატონები გენდერული თანასწორობისთვის გაერთიანდნენ. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მევიოლინეებმა, საოპერო მომღერლებმა და პიანისტებმა სპეციალურად გენდერული თანასწორობის მაღალი დონის კონფერენციისთვის ჩაწერეს მუსიკალური დისკი, რომელშიც შესულია მუსიკალური ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ქალბატონების შესრულებით. ელისო ვირსალაძემ, ლიანა ისაკაძემ, თამარ გაბარაშვილმა, ელისო ბოლქვაძემ, ლიზა ბათიაშვილმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ქეთევან ქემოკლიძემ, ანიტა რაჭველიშვილმა, ნინო სურგულაძემ და ნინო მაჩაიძემ თავისი რეპერტუარიდან […]

ლა სკალას ,,კარმენში’’ 4 ქართველი მონაწილეობს

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერო თეატრში, ლა სკალაში ბიზეს “კარმენი” იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ერთდროულად 4 ქართველი მონაწილეობს. ბიზეს უკვდავი ნაწარმოების განხორციელებაში ჩართული არიან ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, მზია ბახტურიძე და სოფია მჭედლიშვილი. ანიტამ ლა სკალას სცენაზე კარმენი პირველივე ჯერზე დიდი წარმატებით იმღერა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. ამჯერად ის ბიზეს გენიალურ ოპერას თანამემამულეებთან ერთად შეასრულებს. ეს არის […]