ჭდე: ნიკოლშოუ

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენად

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. 23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი. საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

მომღერლები ნიკუშასთვის ერთიანდებიან

ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან. ისინი სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტს ჩაატარებენ და 10 ლარად გაყიდული ბილეთებით მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხას შეაგროვებენ. 33ა, გამოუვალი მდგომარეობა, ლაუდსპიკერსი, ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), რეგიონი, ნიკოლშოუ, გუფი ლენდი, დათო ხუჯაძე, ზურა ხაჩიძე, გიო ხუციშვილი და ბიჭები, ბაკურ ბურდული და სხვა ცნობილი მომღერლები 12 მარტს […]