ჭდე: ნიკოლოზ ხომასურიძე

ნიკოლოზ ხომასურიძე: “მადლი-ერი ვარ ექვთიმე თაყაიშვილის”

ექვთიმე თაყაიშვილი

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ არაერთი დაბრკოლება გადალახა, მაგრამ ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე დაასრულა და მისი პრემიერა 20 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება, შემდეგ კი მაყურებელს მისი ნახვა კინოთეატრებში შეეძლება. თბილისურ პრემიერამდე ფილმი ”ექვთიმე ღვთისკაცი” ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში ლიხაურში და ბათუმში აჩვენეს. ფოტო, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ბათუმური პრემიერის შემდეგ არის გადაღებული. თამარ გუდავა: “ეს ფოტო ღირდა, […]

“საქართველო, ლამაზო” – “ქართული ხმების” ტრიოს შესრულებით

“საქართველო, ლამაზო” – ეს სიმღერა ყველა ქართველს განსაკუთრებულად უყვარს. სიმღერას სხვადასხვა მომღერლები და ანსამბლები ასრულებენ. “ქართული ხმების” ტრიომ ზურა და გივი ბაკურაძის და დათო კიკაბიძის შემადგენლობით, სიმღერა ექვთიმე თაყაიშვილზე გადაღებული ფილმისთვის ჩაწერა. ფილმი რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო და მისი პრემიერა 20 იანვარს თბილისში გაიმართება. ნიკოლოზ ხომასურიძე: “საქართველო, ლამაზო… ”ქართული ხმების” ტრიო ექვთიმეს ფილმის უმთავრესი სცენისთვის […]

“საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა”

აცხადებს რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელმაც შეძლო მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრული ფილმი გადაიღო: “ჩვენ ეს გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად შევძელით! სრულად გადავიღეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. უდიდესი მადლობა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, მხარდამჭერ კომპანიებსა და 7000-ზე მეტ პატრიოტ მოქალაქეს ასეთი ნდობის, გულწრფელი თანადგომისა და თქვენი ქველმოქმედებისთვის. ჩვენ […]

“ზარების შემოკვრის დროა!”

ასე მიაჩნია რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძეს, რომელიც უნიკალური ქართული საგანძურის გადამრჩენელის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმს იღებს: “ზარების შემოკვრის დროა!!! აი, ასეთ ისტორიებსა და იდეოლოგიაზე უნდა ვიღებდეთ დღეს ფილმებს. გთხოვთ, წაიკითხოთ და გაიაზროთ აკაკის ეს შთამბეჭდავი სიტყვები – მოწოდება: „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვინ მოგვითხრას მათი საქმე, […]

“შევასრულეთ ჩვენი მისია და პირობა!”

2,5 წლიანი ბრძოლა დასრულებულია. ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაღება დაასრულა, სადაც მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს: “გილოცავთ თანამებრძოლებო! შევასრულეთ ჩვენი მისია და პირობა! როგორც ექვთიმე არ გატყდა, ისე ჩვენ არ გავტყდით ამ 2,5 წლის მანძილზე. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. 2017 წლის 15 […]

“ძალიან მაგარი ამბავი მოხდა”

ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე წლებია ექვთიმე თაყაიშვილზე დაწყებული ფილმის დასრულებისთვის იბრძვის. დიახ, იბრძვის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და საქართველოსთვის ფასდაუდებელი განძის მეპატრონეზე ფილმის გადაღება შემოქმედებით ჯგუფს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვით უწევს. ფილმში მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს, გადაღებები დასასრულს უახლოვდება. ამდენი წვალების შემდეგ, ფილმის რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ სასიამოვნო ამბავი გაავრცელა: […]

“თუ სახელმწიფო გქვია, თუ გაწუხებს შენი ქვეყნის უძველესი კულტურა…”

– ეროვნული პროდუქტი, მხოლოდ საჭმელი და სასმელი არ არის და ცოტა სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული ნაწარმის შექმნაზეც უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომლის წარმოებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება, – აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელიც 2 წელია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფილმს იღებს და არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. ნიკოლოზ ხომასურიძე: “2017 წელს რომ ასეთ საშინელ […]

“გვახსოვდეს, მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება…”

– გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება ამ ქვეყნად და სხვა ყველაფერი წარმავალია. ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ქართული ეროვნული ინტელექტუალური კულტურის შემქმნელებს, რომლებსაც ძალზედ სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა და გამხნევება, რომ მომავალი შედევრები შექმნან ისევ საქართველოსთვის, – ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე: “დღეს ნიკალა ყველაზე დიდი სახელია ქართულ მხატვრობაში და მისი ნახატებით ამაყობს საქართველო, თუმცა […]

“თუ მართლა ასეთ დიდ პიროვნებებად მიგაჩნიათ ეს უდიდესი ქართველები…”

– სწორედ ამაზეა ნათქვამი: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს,” – აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და საქართველოს მთავრობას მიმართავს. ნიკოლოზ ხომასურიძე: “თუ მართლა ასეთ დიდ პიროვნებებად მიგაჩნიათ ეს უდიდესი ქართველები და თანაც ექვთიმე თაყაიშვილის პოსტერი პირველ ადგილზეა, მაშინ ასეთი უყურადღებობა მის შესახებ პირველი მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი”-ს მიმართ ნამდვილად სამწუხარო და გასაოცარია. გზა ევროპისკენ კი არა, […]

გია ყანჩელის საჩუქარი საქართველოს

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა თავისი შემოქმედებით მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კულტურაში. კომპოზიტორი კვლავაც ქმნის ახალ ნაწარმოებებს და სულიერ სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს. საჩუქარი, რომელიც გია ყანჩელმა საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოუმზადა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს მხატვრულ ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე, რომლის შექმნაშიც მთელი საქართველო იღებს მონაწილეობას. თავისი წვლილის შეტანა […]

გვერდი 1 - 212