ჭდე: ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

მიხედეთ ღვთისმშობლის ფრესკას გელათში

გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლია. მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული ქართველი ვალია. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი: “ეს ფოტო ახლა მომაწოდეს. გიცდიათ, ოდესმე ცხელი პროჟექტორისთვის ხელი დაგედოთ? არ სცადოთ, არ დაადოთ, რადგან მაღალი ხარისხის დამწვრობა გარანტირებული გაქვთ. წარმომიდგენია რა დღეშია ახლა ამ ფრესკის თხელი, სუსტი ფენა და მგრძნობიარე საღებავები. სადაა? კარგად დააკვირდით სიღრმეში, აფსიდაში ღვთისმშობელს. არ […]

რესტავრაციის უახლესი მეთოდიკით “აღდგენილი” ტაძარი

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვედრებაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია “აღადგინეს”. ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ეკლესიის “აღდგენილ” და აღდგენამდე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს: “გილოცავთ! კიდევ ერთი, რესტავრაციის უახლესი მეთოდიკით “აღდგენილი” ტაძარი. ღვთისმშობლის ეკლესია, სოფელი ვედრება, ქარელის მუნიციპალიტეტი.”

“აწყურის ტაძარში ეს კაფელი ასე უნდა დატოვოთ?”

ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ამ კითხვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს: “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – აწყურის ტაძარში ეს კაფელი ასე უნდა დატოვოთ?” ისტორიკოსმა განაცხადა, რომ მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალაფიციური რესტავრაციის პროცესმა ზღვარს გადააჭარბა და საგანგაშო მასშტაბები შეიძინა საქართველოს ყველა კუთხეში. აწყურის ტაძარში არსებული ვითარებაც სწორედ ამის დასტურია.

“გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით!”

ასე მიმართავს საქართველოს ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და მძოვრეთში, ციციშვილთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში არსებულ ვითარებას კატასტროფას უწოდებს: “მძოვრეთში, ციციშვილთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში კატასტროფა ხდება, კატასტროფა. გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით! ეს არის ისტორიის მოსპობა და დასამარება და რაც გინდათ დაარქვით… ჩასარკინაბეტონებელი კიდევ ბევრია!” ისტორიკოსი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალიფიციური რესტავრაციის პროცესმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და მორატორიუმის გამოცხადება გარდაუვალია: […]

გელათში საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩასული წყალი რეცხავს

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ძეგლი – გელათი საფრთხის წინაშეა. შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომლის დაარსებაც დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა. ინფორმაციას და ვიდეოს ქართველი ისტორიკოსი და დიპლომატი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ავრცელებს: “SOS! SOS! SOS! გელათში ამ შაბათ-კვირის წვიმებმა აჩვენა, რომ არაფრად ვვარგივართ. გელათის საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩამოსული ნაკადულები […]