ჭდე: ნიაზ დიასამიძე

ნიაზ დისამიძის საახალწლო საჩუქარი

მუსიკოსმა და მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ 2016 წლის მიწურულს თავის ერთგულ მსმენელს საახალწლო საჩუქარი მოუმზადა. ნიაზი და ჯგუფი 33ა უკვე ათეული წლებია ქართულ მუსიკალურ სამყაროში მოღვაწეობენ და მქნიან კომპოზიციებს, რომლებიც წლების შემდეგად არ კარგავენ პოპულარობას. “ჩაწერე ქართულად” – ასე ეწოდება ახალ სიმღერას ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფის 33ა შესრულებით, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ემსახურება. ვიდეორგოლი მუსიკოსის კიდევ […]

ნიაზ დიასამიძე დააჯილდოვეს

მუსიკოსი და მომღერალი ნიაზ დიასამიძე დააჯილდოვეს. ხელოვანი, რომლის კომპოზიციები ბოლო წლებში ფანდურის გარეშე წარმოუდგენელია, მსმენელმა კიდევ ერთხელ აღიარა და მისი შემოქმედებისადმი სიყვარული სოლიდური პრიზით გამოხატა. წლის სიმღერის დაჯილდოებაზე “ოქროს ტალღა” გამარჯვებულთა ვინაობა დასახელდა. მთავარი ჯილდო 5.000 ლარი და ნომინაციაში წლის სიმღერა გამარჯვება ერგო ნიაზ დიასამიძეს და ჯგუფს 33 ა სიმღერისთვის “ნამი ველს”. ნიაზმა დაჯილდოების ცერემონიალზე […]

ნიაზ დიასამიძის პროტესტი

მომღერალი ნიაზ დიასამიძე საჯაროდ გამოხატავს თავის მოსაზრებებს და ამის გამო ხშირად საზოგადოების კრიტიკასაც იმსახურებს, თუმცა ხელოვანს ეს ნაკლებად აღელვებს. მისთვის მთავარია საკუთარ თავთან იყოს მართალი და თქვას ის, რასაც ფიქრობს. მომღერალი არც ახლა აპირებს გაჩუმებას და თავის პროტესტს აქცია-კონცერტში კოლეგებთან ერთად მონაწილეობით გამოხატავს. 16 იანვარს კანცელარიასთან გაიმართება აქცია-კონცერტი ნიაზ დიასამიძის, ეკო დეისაძის, ქეთათოს, გამოუვალი მდგომარეობის […]

ნიაზ დიასამიძის ორიგინალური რჩევა საზოგადოებას

მუსიკოსი და მომღერალი ნიაზ დიასამიძე საზოგადოებას კარგად დაფიქრებისკენ და საბოლოო არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ვინც მერყევია და ეჭვის თვალით უყურებს მომავალს, ამისთვის ორიგინალურ რჩევას სთავაზობს. ნიაზ დიასამიძე: “ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება – დასავლეთი თუ ჩრდილოეთი? ცოტა ხანში მარტივად გადაწყვეტს ამ საკითხს… ერთი კვირით წადით რუსეთის რომელიმე სოფელში დასასვენებლად, შემდეგ კი საფრანგეთის ნებისმიერ სოფელში დაისვენეთ… აიბ ამ […]

ნიაზ დიასამიძე უფასო კონცერტს გამართავს

ნიაზ დიასამიძე და 33ა უფასო კონცერტს გამართავს. 2015 წლის მიწურულს მომღერალი საჩუქარს უკეთებს სტუდენტებს და ახალგაზრდებს სოლოკონცერტზე ეპატიჟება. ნიაზ დიასამიძე თავის ერთგულ მსმენელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 21 დეკემბერს შეხვდება. კონცერტზე შესრულდება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებიც. კონცერტის ორგანიზატორი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტია. საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

ნიაზ დიასამიძე ზაარბრიუკენში იმღერებს

ნიაზ დიასამიძე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენისადმი მიძღვნილ ფესტივალზე იმღერებს. მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი “33ა” და ჯგუფი “ნიუტონი”. ინფორმაციას ფესტივალის შესახებ მისი ორგანიზატორები ავრცელებენ: – ზაარბრიუკენის გრანდიოზული ძველი ქალაქის ფესტივალი იწყება. წლევანდელ ფესტივალზე, სამი დღის განმავლობაში, სამ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი პროგრამა გერმანიის, საფრანგეთისა და საქართველოს ცნობილ ხელოვანთა მონაწილეობით. ფესტივალს ტრადიციულად ზაარბრიუკენის ქალაქის მერი შარლოტე […]

დავაბრუნოთ ფიროსმანი საქართველოში!

კრისტის საერთაშორისო აუქციონზე ცოტა ხნის წინ განთავსდა ფიროსმანის ცნობილი ფერწერული ტილო „არსენალის მთა ღამით“ რუსეთის სახელით, ხოლო საწყის ფასად განისაზღვრა მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ფერწერული ტილოს ბედი გადაწყდება 1 ივნისს, ხოლო მანამდე საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რათა მიღებულ იქნას ყველა შესაძლო ზომა, […]

ნიაზ დიასამიძე განმარტებებს აკეთებს

მომღერალი ნიაზ დიასამიძე განმარტებებს აკეთებს. კრისტის აუქციონზე პირველ ივნისს ფიროსმანის ტილოს “არსენალის მთა ღამით” გაყიდვასთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა, რასაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოყვა. ამჯერად მომღერალი კიდევ ერთ განცხადებას არვცელებს: “გამარჯობა. რამოდენიმე წინადადებით ვეცდები კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი აზრი, ფიროსმანის ფერწერული შედევრის “არსენალის მთა ღამით” შესახებ. პირადად ჩემთვის 27.05.2015 გახდა ცნობილი პირველი არხის […]

რას ითხოვს ნიაზ დიასამიძე?

მომღერალი ნიაზ დიასამიძე, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საჯარო გამოსვლებით, ამჯერად ტრადიციას ღალატობს და ქართული საზოგადოების წინაშე ერთი თხოვნით გამოდის. მუსიკოსი ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ძალა ერთობაშია და თუკი ყველა მოვინდომებთ, ეს აუცილებლად გამოგვივა: “გამარჯობა. აუქციონზე იყიდება ფიროსმანის ნამუშევარი. ხომ არ იცნობთ ისეთ ქართველს რომელიც შეიძენს ამ ნახატს, დააბრუნებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, აჩუქებს […]