ჭდე: მოზარდ მაყურებელთა თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი იუბილარია. წელს თეატრი 90 წლის იუბილეს ბორჯომში „თეატრალური დღეების“ ფარგლებში აღნიშნავს. მოზარდ მაყურებელთა თეატრი 18 აპრილიდან მომავალი წლის 11 ნოემბრამდე იუბილეს ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. 18 აპრილს თეატრის დასის ნაწილი ბორჯომს ეწვევა, სადაც ბორჯომის „თეატრალური დღეები“ იუბილარი თეატრის წარმოდგენით „აურზაური არაფრის გამო“ გაიხსნება. სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო. 13 აპრილს თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს მაყურებლისთვის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიხედვით სპექტაკლის “მგზავრის წერილები” პრემიერა უნდა წარედგინა. დაანონსებული პრემიერა 21 აპრილს 19 საათზე გადაიდო. მიზეზი მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებაა. საპრემიერო სპექტაკლში მსახიობის სიძე ნიკა ნანიტაშვილი თამაშობს.

ილია ჭავჭავაძის იუბილე პრემიერით აღინიშნება

2017 წელს 180 წელი სრულდება მწერლის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან. ამ თარიღს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პრემიერით აღნიშნავს. 13 აპრილს 19 საათზე თეატრის მცირე სცენაზე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ წარმოსადგენად ემზადებიან. პუბლიცისტური წერილები „ერი და ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, ლექსები, აზრები, „კაცია -ადამიანის“ ერთ-ერთი ვერსია და ილიას ყველა დროში აქტუალური […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა. 7 აპრილს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს”. უკრაინელი დრამატურგის იაროსლავ სტელმახის პიესას რეჟისორი ოთარ ბაღათურია დგამს, რომელმაც ეს ნაწარმოები ჯერ კიდევ 1997 წელს თარგმნა და იმდროინდელ ქართულ რეალობას მოარგო. 90-იან წლებში სპექტაკლი სხვადასხვა შემადგენლობით რამოდენიმეჯერ აღდგა. 7 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრი […]

ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი 30 მარტს გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის დიდ სცენაზე მსახიობის ბენეფისი გაიმართება, რომელიც 20 საათზე დაიწყება. ლეილა ძიგრაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობდა. მისი მონაწილეობით აღსანიშნავია სპექტაკლები: „პრინცესა ტურანდოტი“, „გალილეო გალილეი“, „ოჯახი“ და […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უნიკალურ ესკიზებს გამოფენს

25 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში თეატრის მუზეუმის საგანძურის გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „გიყვარდეს მეტი“ ფარგლებში. თეატრის მუზეუმში 2.500-მდე უნიკალური ესკიზია დაცული. აქედან 120-ს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კოლექციაში გაერთიანებულია ახვლედიანის, ყაზბეგის, იგნატოვის, შტენბერგის, ლაპიაშვილის, ჭავჭავაძის, გეგეშიძის, ალექსი-მესხიშვილის, ობრეზკოვის და სხვათა ნამუშევრები. […]

სამხედრო ამბავი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სამხედრო ამბავი გათამაშდება. 25, 26 და 28 თებერვალს 19:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა. ცნობილი ამერიკელი მწერლის ნილ საიმონის პიესას „ბილოქსი ბლუზი“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. პიესა ქართულად ანანო მირიანაშვილმა თარგმნა. დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძეა. სპეციალურად „ბილოქსი ბლუზისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ. სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძეს […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება. შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სპექტაკლის „მგზნებარე შეყვარებული“ პრემიერა 13 და 14 თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შედგება. „მგზნებარე შეყვარებული“, რომლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, წარმოადგენს ორი თეატრის კო-პროდუქციას. მასში მონაწილეობენ როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ასევე ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სპექტაკლში მონაწილეობენ […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი დავით ხახიძე დააჯილდოვეს. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ “წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ნომინაციაში “წლის საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის მამაკაცის როლი” პრემია დავით ხახიძეს გადასცა. მსახიობმა ჯილდო მიიღო შინდის როლის განსახიერებისთვის რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში “აურზაური არაფრის გამო”.  

ნილ საიმონის კომედია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის კომედიას „მგზნებარე შეყვარებული“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე. სპექტაკლში მონაწილეობს ზუგდიდის თეატრის ორი მსახიობი მარინა დარასელია და მზევინარ ჩარგაზია და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები […]