ჭდე: მიხეილ გიორგაძე

”ეს არის სპეკულაცია”

ბოლო დღეებია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მსახიობი ზურა ყიფშიძე მოექცა. მისი შვილის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, მამამისს არასათანადო ხელფასი აქვს. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, ეს არის სპეკულაცია, რადგან ზურა ყიფშიძეს არ აქვს დაბალი ხელფასი და მისი ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ათასი ლარია: “მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის […]

თეატრებში დაძაბულობა პიკს აღწევს

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბოლო დღეებია საბიუჯეტო შემცირებაზე – ოპტიმიზაციაზე საუბრობს, თუმცა აკონკრეტებს, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ოპტიმიზაციის პროცესში მისი უწყება არ ჩაერევა. სახელმწიფო თეატრების მმართველებმა წლის ბოლოს თეატრის მესვეურებს ახალი არასასიამოვნო ინფორმაცია ოპტიმიზაციის შესახებ უკვე შეატყობინეს, რაც არა მარტო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, არამედ მსახიობთა ხელფასების შემცირებასაც. რა გადაწყვეტილებას […]

ხელოვნების ქურუმი დიანა მელაძეს

არაერთი ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებელთა თაობების აღმზრდელს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს პედაგოგს დიანა მელაძეს 16 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. “ქალბატონი დიანა მელაძე 50 წელზე მეტია, რაც ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“. […]

მიხეილ გიორგაძეს ახალ ბრალდებებს უყენებენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ახალ ბრალდებებს უყენებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგები გააცნო. კვლევა ეხება, სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც ინტერნეიშენალ ივენთს, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით გადაეცა. შპს ინტერნეიშენალ […]

“საყდრისის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ამართლებს და ასეთ განმარტებას აკეთებს: “დღესაც ვფიქრობ, რომ საყდრისის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით თავის დროზე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც იმ მომენტში არსებობდა და თვისობრივად არაფერი არ შეცვლილა იმის შემდეგ. ერთადერთი საყვედური, რომელსაც ნაწილობრივ ვიღებ ამასთან დაკავშირებით გახლდათ ის, რომ […]

რეზო ამაშუკელი: “ამასაც საზღვარი აქვს!”

პოეტი რეზო ამაშუკელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს. 80 წლის პოეტის სამიზნე ამჯერად კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გახდა. რეზო ამაშუკელი: “პირდაპირ ვაცხადებ – ისევ ბიძინა ივანიშვილის ხათრით ვარ გაჩუმებული, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს! ძალიან მაინტერესებს, კულტურის მინისტრს ვინ ეფარება ამბრაზურასავით? სააკაშვილის დროს ფულს არ ათეთრებდა თუ ნაციონალების მონა არ იყო? […]

“სირცხვილია, ბატონო მინისტრო!”

“სირცხვილია, ბატონო მინისტრო!” – ასე მიმართავს მუსიკოსი დავით შამანაური საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს. დავით შამანაური ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსია. ახალგაზრდა ხელოვანი საჯარო განცხადებას ავრცელებს და ორკესტრის პრობლემებით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს სთხოვს. დავით შამანაური: “ეს ჩემი ბოლო სტატუსია ფბ-გვერდზე. ბოლო სტატუსი მინდა მხოლოდ ჩვენი ორკესტრის საკითხებს მივუძღვნა! პირველ რიგში, […]

დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. დავით კინწურაშვილი დაკავებული პოსტიდან კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადააყენა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მიხეილ გიორგაძემ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების საკუთარი ნებით დატოვება ურჩია. მიხეილ გიორგაძე: “საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც […]

კულტურის მინისტრი ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მისი უწყების და კონკრეტულად მისი პიროვნების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ კრიტიკა და ბრალდებები ყველა ზღვარს სცილდება და კამპანიურ ხასიათს იღებს. მიხეილ გიორგაძე: “ბრალდებები, რომელიც ჩემი და ჩემი სამინისტროს მისამართით ისმის, ყველა ზღვარს სცილდება და კამპანიურ ხასიათს იღებს. ლეიტმოტივად ყველა ამ ბრალდებების და პრეტენზიების, […]

რა ტურიზმი, რის ტურიზმი? – ბრლადებები კულტურის მინისტრს

– რა ტურიზმი, რის ტურიზმი? რა საჭიროა ამისთვის 29 მილიონის გაფლანგვა? კულტურული ტურიზმი იმას ჰქვია, როცა შენი კულტურის აღმოსაჩენად ჩამოდის უცხო ქვეყნის მგზავრი… – ეს არის ამონარიდი განცხადებიდან, რომლის ავტორიც პოლიტიკური მოღვაწე სალომე ზურაბიშვილია. მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი საარჩევნო პერიოდში ამხელა თანხის დახარჯვა უცხოელ მომღერლებზე და სწორედ იმ მეთოდებით მოქმედება, რასაც ნაციონალური მოძრაობა […]